გპასუხობთ თეოლოგი
1. რას გვეტყვით ღორის ხორცის შესახებ. როგორია ამ საკითხისადმი სხვადასხვა კონფესიების და კონკრეტულად ისლამის ხედვა?
2. რას გვეტყვით მკითაოხიბის შესახებ?
3. როგორ უყურებს ისლამი ჯადოქრობა?

პასუხი I: ღორის ხორცის შესახებ სხვადასხვა კონფესიებს თუ გადავხედავთ იუდაიზმის და ისლამის გარდა თითქმის არცერთ რელიგიაში არ გვხვდება მსგავსი აკრძალვა, თუ არ ჩავთვლით იმ რელიგიებს, რომლებისთვისაც ვეგეტარიანობაა დამახასიათებელი. რათქმაუნდა ამას ვერ ჩავთვლით ღორის ხორცის აკრძალვად. რაც შეეხება იუდაიზმს იგი ისლამთან ერთად ერთერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელის მიმდევრები დიდი სიფრთხილითა და მოწიწებით ასრულებენ ღვთის ბრძანებას და ღორის ხორცს ახლოსაც არ ეკარება. ღორის ხორცის აკრძალვა თორაში შემდეგნაირადაა ნაბრძანები: “ღორი რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმინდურია თქვენთვის.” (ლევიანნი, 11/7) “ღორი ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება, უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.” (მეორე რჯული, 14/8) “ჭამს ღორის ხორცს და მურდარი შეჭამანდი უდგათ ჭურჭლებში.” (ესაია, 65/4) “ისინი, ვინც იწმინდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგას და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი.” (ესაია, 66/17)
როგორც ერთ-ერთ ზეციურ რელიგია იუდაიზმის წმინდა წიგნში ასევე ისლამის წმინდა წიგნშიც გამოხატა უფალმა თავისი ნება და თავის მსახურთ ღორის ხორცი და საერთოდ ღორის პროდუქტები აუკრძალა. ამ თემასთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი, წმინდა ყურანის აიათების საშუალებით ასე მოგვმართავს: “ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგია საზრდოდ მოგანიჭეთ, და მადლი შესწირეთ ალლაჰს, თუ კი მასა სცემთ თაყვანს. მან მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალა თქვენ და ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ თქმულა (დაკლისას). (სურა ბაყარა, 172-173-ე აიათი) “აკრძალულია თქვენთვის ლეში, სისხლი და ღორის ხორც და ის, რაზედაც ალლაჰის სახელი არ თქმულა (დაკლისას), და დახრჩობილი, და დარტყმით მოკლული, და დაცემისაგან მკვდარი, და რქის რჩოლისაგან, და რასაც ნადირი ჭამდა, - იმის გარდა, თუკი თქვენ დაკლავთ წესისამებრ, - და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და ისიც, - რომ ისრებით გაინაწილოთ; უწმინდურებაა ეს ყველაფერი. (სურა მაიდე, 3-ე აიათი) “(მუჰამმედ) თქვი რომ, რაც მე ზემომევლინა მათ შორის ვერ ვხედავ, ისეთ საკვებს რომელიც ჰარამია. გარდა ლეშის, დაღვრილი სისხლის, უწმინდური ღორის ხორცის და ალლაჰის გარდა სხვაზე მსხვერპლად შეწირულისა. (სურა ენამ, 145-ე აიათი) “ალლაჰმა მხოლოდ, ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ალლაჰის გარდა სხვისი სახლით დაკლული აგიკრძალათ. (სურა ნაჰლ, 115-ე აიათი)
როგორც ვხედავთ ზემოთ მოყვანილ აიათებში ლეში, სისხლი და ღორის ხორცი ერთ ჩამონათვალშია მოხსენებული, რაც მის უსუფთურობასა და ადამიანისთვის საკვებად უვარგისობაზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს. 
ღორი რომ ბინძური ცხოველია და ყოველგვარი კომუნალური ნარჩენები, რომ მისთვის საკვები და საზრდო წყაროს წარმოადგენს, ეს ფაქტი არავისთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე არც ყურანის ძირითადი პრინციპი არ უნდა დაგვავიწყდეს “სიკეთის ბრძანება და ბოროტების აკრძალვა. ღორის ხორცი, რომ მაღალი დოზით ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ეს ფაქტი ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის. რადგანაც მან გააჩინა ადამიანიც და ღორიც. ამიტომაც ალლაჰი წმინდა ყურანში სუფთა და ჩვენთვის სასარგებლო პროდუქტების მიღებას გვირჩევს; ხოლო უწმინდურსა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოს გვიკრძალავს. “შუამავალი მათ სიკეთეს უბრძანებს; ბოროტებას უკრძალავს, სუფთა რამეებს ჰალალად; უწმინდურებს არამად უწესებს, (სურა არაფ, 157-ე აიათი)
“ჰოი შუამავალო! ჭამეთ ის, რაც სუფთაა და სიკეთე ჰქმენით. ჭეშმარიტად მე ვიცი რასაცა იქმთ.” (სურა მუმინუნ, 51-აიათი)
“ჭამეთ რაც სუფთაა და სარჩოდ გიწყალობეთ.” (სურა ტაჰა, 81-აიათი)
ამგვარად ზემოთ მოყვანილი აიათების მეშვეობით ცხადი ხდება, თუ როგორია ყურანის დამოკიდებულება ღორის ხორცთან დაკავშირებით. ახლა მოდით განვიხილოთ ალლაჰის შუამავალის მუჰამმედ (ს.ა.ს)-ის მჰადისები რომლებიც ყურანის შემდეგ ყველაზე ძლიერი წყაროა ისლამში, რაც საბოლოოდ გვიჩვენებს ისლამის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
 ჯაბირ ბინ აბდულლაჰის გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა: “ჭეშმარიტად ალლაჰი და მისი შუამავალი ღვინით, მკვდარი ცხოველის ხორცით, ღორის ხორცით და კერპებით ვაჭრობას გიკრძალავთ.” (ბუჰარი)
ჰუზეიფე ბინ იემანისგან: “ღვინით მოვაჭრე, ღვინის მსმელივითაა. ღორის შემნახველი, მისი ხორცის მჭამელივითაა. თქვენს მონებთან შეთანხმება გააკეთეთ და ყურადღება მიაქციეთ გადასახადი საიდან მოაქვთ, რადგან ჰარამით ნასაზრდოები სხეული სამოთხეში ვერ შევა.”
როგორც ვხედავთ შუამავალის ჰადისებიც ჩვენთვის კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს რომ ღორის ხორცის ჭამა და საერთოდ ღორის შენახვა და მისით ვაჭრობაც კი აკრძალულია. ასევე ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა ზემოთ მოყვანილი ჰადისი, რომელშიც შუამავალი ბრძანებს, რომ სხეული რომელიც ჰარამით იკვებება სამოთხეში ვერ შევა. ალლაჰის შუამავალი ერთ სხვა ჰადისში გვეუბნება, რომ ჰარამი საკვები ასევე აბრკოლებს ვედრების ახდენას. “ალლაჰის შუამავალმა თავის მეგობრებს მოუთხრო ერთი კაცის შესახებ, რომელმაც ხელები ცისკენ აღეპყრო და ღმერთს ევედრებოდა. შუამავალმა ასე თქვა: ‘ეს კაცი ჰარამს ჭამს, ჰარამს სვამს და ჰარამით იმოსება. ჰარამით გამოკვებილი ვინმეს ვედრება როგორ ასრულდება?” (ბუჰარი, თირმიზი, აჰმედ ბინ ჰანბელ) 
ცოტაც ღორის ბუნებაზე და მისი ხორცისთვის დამახასიათებელ თვისებებზეც ვისაუბროთ. ღორი რომ ბინძური ცხოველია და მისთვის ყოველგვარი ბინძური გარემო და საკვები, რომ საწუნარი არ არის ყველასათვის ცნობილია. ბუნებაში ყველა ცხოველისთვის დამახასიათებელია სისუფთავე, რაც კანის, ბეწვისა და ქურქის დასუფთავებით გამოიხატება. სამყაროში ძალიან იშვიათია ისეთი ცხოველები რომელიც ერთგვარ ჰიგიენას არ იცავდეს და პერიოდულად არ ზრუნავდეს საკუთარი სხეულის სისუფთავეზე, მაგრამ ღორი ამ უმრავლესობის ის გამონაკლისია, რომლისთვისაც სისუფთეც და სიბინძურეც სულერთია. ცხოველების უმრავლესობა ყნოსვით არჩევს საკვების ვარგისიანობას ან უვარგისობას და ყოველი ცხოველისთვის არსებობს საკვებთა კატეგორიები რომლებსაც მიირთმევენ ან არ მიირთმევენ. მაგრამ ღორებისთვის მსგავსი კლასიფიკაცია არ არსებობს ისინი ერთგვარი კომუნალური ნარჩენების გადამამუშავებელ-გამსაღებელი მანქანებივით არიან. შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი მაგალითისა მათი ხორცი გამოირჩევა მაღალი დოზის მომწამლავი ტოქსინების შემცველობით, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც სარწმუნოების ისე მედიცინის მხრივ საკვებ პროდუქტს რომელსაც ხორცი წარმოადგენს თუკი ერთის მხრივ დადებითი თვისებების ატრიბუტია უარყოფითი თვისებსბის გამომჟღავნებაში არაფერი უშლის ხელს განსაკუთრებით, თუ მისი გამოყენება თავისივე ცხიმთან ერთად ხდება. ყველაზე დიდ პრობლემას, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტად ისევ და ისევ ღორის ხორცი წარმოადგენს.  ღორის ხორცის ცხიმის მდგრადობა ორჯერ უფრო მეტი მოცულობის არის ვიდრე დანარჩენი ცხოველური ხორცი და ამასთანავე ორჯერ მეტი მავნე ნივვთიერების მატარებელია, რომელსაც მავნე ნივთიერების გავრცელების სწრაფი უნარი აქვს. ღორის ხორცის საკვებად მიღების შემთხვევაში ორგანიზმში მავნე ფუნქციის გააქტიურებას აწარმოებს, დიდად აზიანებს კუჭნაწლავისა და მონელების ფუნქციას, რომელიც ორგანიზმის მთავარი გადამამუშავებელი ფაბრიკაა. ღვიძლის დაზიანების და სწორი უკმარისობის შემთხვევაში არასასურველი დაავადებები იჩენს თავს.
პასუხი II: მკითხაობა, როგორც სხვა ზეციურ რელიგიებსი ასევე ისლამშიც დაუშვებელი საქციელია. ისლამში მკითხაობა პოლითეიზმის ტოლფასია. რადგან ისინი ფარული და უხილავი ინფორმაციების ცოდნასა და მომავლის განჭვრეტას იჩემებენ, რაც ყურანის ბრძანებით შეუძლებელია. ამას ყურანში ასე ვკითხულობთ: “ზეცასა და დედამიწაზე ალლაჰის გარდა უხილავის სხვა მცოდნე არ არსებობსო, - უთხარი.” (სურა ნებლ, 65-ე აიათი) “უხილავთა გასაღები მასთანაა. ის მხოლოდ მან იცის.” (სურა ენამ, 59-ე აიეთი) “უხილავთა მცოდნე ალლაჰი, უხილავს არავის არ გააგებინებს. გარდა შუამავლებზე რამის გაგებინებას თუ მოისურვებს ეს გამონაკლისია.” (სურა ჯინ, 26-27-ე აიათი) ზემოთ მოყვანილი აიათებიდან გამომდინარე ჩვენთვის უხილავი მომავლის შესახებ ინფორმაცია ალლაჰის გარდა არავის გააჩნია და ვინც მას უარყოფს ის ყურანს უარყოფს.
ყურანის ერთ-ერთ აიათში მკითხაობის შესახებ ასეა ნაბრძანები: “ჰოი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ღვინო, მაისირი, კერპთა სამსხვერპლოები და ისრები (ერთგვარი ისრებით მკითხაობის სახეობა) – ბნელი საქმეებია სატანისა; მერე – მოერიდეთ მათ, ეგების ნეტარ იყვნეთ თქვენ.” (სურა მაიდე, 90- აიათი)
ალლაჰის შუამავალი მკითხაობას სხვადასხვა ჰადისებში ასე მოიხსენებს: “ვინც მკითხავთან, ჯადოქართან და გრძნეულებთან დადის და მათი ნათქვამის ჯერავს, მას წმინდა ყურანის არ სწამს.” (ტაბერანი) “ვისაც მკითხავის ჯერავს, ის სამოთხეში ვერ შევა.” (იბნი ჰიბბან) “ვინც მკითხავს არჩევინებს, თუნდ მისი ნათქვამი არ დაიჯეროს ორმოც დღეს მისი ნალოცი მიუღებელი იქნება.” (მუსლიმი).
როგორც ზემოთ მოყვანილი აიეთები გვამცნობს უხილავის ცოდნის უნარი მხოლოდ ალლაჰს გააჩნია და არავითარი მკითხაობის მეშევეობით ეს შესაძლებელი არ არის. ამიტომაც ვისაც მკითხავის სიტყვები სჯერავს ის აღიარებს მკითხავში უხილავის ცოდნის უნარს, რაც აიეთების მიხედვით მხოლოდ ალლაჰისთვის დამახასიათებელი თვისებაა. სწორედ ამიტომ ითვვლება მკითხაობა პოლითეიზმის ერთ-ერთ სახეობად. ღმერთი იყოს ცვენი მფარველი მკითხაობისა და პოლითეიზმის სიავისაგან.
პასუხი III: ჯადოს ისლამი სასტიკად კრძალავს და მას პოლითეიზმად მიიჩნევს, რადგან ჯადოზე მინდობილი ადამიანი ალლაჰს ზურგს აქცევს და სატანის, ჯინების, სულების და ვარსკვლავებისგან ელის დახმარებას. ჯადოს მიზანი ყოველთვის ბოროტებაა, რომელსაც საფუძვლად შური და ღვარძლი უდევს. ამიტომაც ადამიანმა კარგად იცის, რომ ალლაჰი მათ ცუდ საქმეებში დახმარებას არ გაუწევს და ისინი სატანასთან და ჯინებთან თანამშრომლობენ რაც დიდი ცოდვაა. წმინდა ყურანში ნაბრძანებია, რომ ჯადოქარი სამოთხეში ვერ შევა (სურა ბაყარა, 102-ე აიათი), ჯადოქარი გადარჩენილი ვერ იქნება (სურა ტაჰა, 69-ე აიათი) და ჯადოქარის საქმეს წარმატება არ უწერია (სურა იუსუფ, 81-ე აიათი). ჯადო, როგორც ისლამში ასევე სხვა ზეციურ რელიგიებშიც აკრძალულია და დიდ ცოდვად ითვლება. ყურანი ჯოდოსა და გრძნეულის სიავისგან თავდაცვის ხერხად ალლაჰზე მინდობასა და ფელეყის სურას გვასწავლის, ანუ უნდა მივენდოთ ალლაჰს და გვჯეროდეს, რომ არ არსებობს უფრო დიდი ძალა გარდა ალლაჰისა, რომ ცვენ ვიმყოფებით მის მფარველობაში და სხვა ვერას დაგვაკლებს. Dა უნდა ვკითხულობდეთ ფელეყის სურას “1) თქვი: შევეფარები უფალსა ალიონისა, 2) ქმნილთა სიავისაგან, 3) წყვდიადით დაფარულ სიავისაგან, 4) ნასკვებზე მბერავი ჯადოქარის სიავისაგან 5) და მოშურნეთა შურიანი მზერისაგან.”
ალლაჰის შუამავალიც ჯადოს შესახებ თავის ჰადისებში ასე ბრძანებს: “გამანადგურებელი შვიდი რამისგან ერთი ჯადოა.” (ბუჰარი) “ვინც ძაფს ნასკვავს და ზედ უბერავს ის ჯადოს აკეთებს; ხოლო ვინც ჯადოს აკეთებს, ის ალლაჰის თანაზიარს ცნობს.” (ნესაი) “ვინც ცოლქმარს გაყრის, ის ალლაჰის წყევლას მიიღებს.” (ელ-ენვარ) “წყეული იყოს, ის ვინც ძმებს გადამკიდეა.” (იბნი მაჯე) “ჯადოქრობით მოგებული ფული ჰარამია” (ბუჰარი) როგორც ვხედავთ შუამავალის სიტყვებიც ამოწმებს და ავსებს ყურანის ბრძანებებს და ისიც ამბობს რომ ჯადოქრობა დაღუპვის, პოლითეიზმის, ალლაჰისა და შუამავალის წყევლის მიზეზია და ჯადოს კეთებით მოგებული ფული ჰარამია. ჯადოს გამკეთებელიც და დამკვეთიც ორივე ერთნაირად ცოდვილია და იმქვეყნიორი სასჯელი ორივესთვის ერთია. ამიტომ ნუ მივუახლოვდებით ამ გარყვნილებას და მხოლოდ ერთადერთ ალლაჰზე ვიყოთ მინდობილი და სათხოვარს მხოლოდ მისგან ვითხოვდეთ და მისგან ველოდეთ დახმარებას.
 
მოამზადა ნოდარ დავითაძემ
 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=