სიკეთისკენ მოწოდება

სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტების დაგმობა

ისლამში ერთ ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ყველა მუსლიმანს ევალება ეს არის კეთილის მოწოდება და ბოროტის აკრძალვა. შესაბამისად შევეცდები შუამავალისა და მისი საჰაბეების ცხოვრებიდან რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო თემასთან დაკავშირებით, რაც გაგვარკვევს თუ როგორი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ შუამავალის თანამედროვე მორწმუნეები ამ საკითხს.

ტარიყ ბინ შიჰაბი .. გადმოგვცემს, რომ: ხალიფა მერვანმა ბაირამ ნამაზის ხუთბე ნამაზზე წინ გადმოიტანა. როდესაც მან ამის შესრულება სცადა მლოცველთა ჯგუფიდან ერთ-ერთი ფეხზე წამოდგა და: არასწორედ იქცევი ნამაზი ხუთბეზე წინ უნდა შესრულდესო უთხრა. მერვანმა: ეგ წესი უკვე წარსულს ჩაბარდაო და გააგრძელა. ამ დროს ებუ საიდ ალ-ჰუდრი .. ფეხზე წამოდგა: ამ კაცმა თავისი ვალი მოიხადა და სიმართლე თქვა, რადგან მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი ... ასე ამბობდა:

ვინც უკეთურება დაინახოს ის საკუთარი ხელით გამოასწოროს. თუ ამის ძალა არ შესწევს მაშინ ენით გამოასწოროს. და თუ არც ამის ძალა არ შესწევს მაშინ გულით შეიძულოს იგი, რამე თუ ეს რწმენის ყველაზე დაბალი ხარისხია.[1]

სიკეთე რომლისკენაც სხვებს უნდა მოვუწოდოთ ეს ის ყველაფერია, რაც შარიათისა და ლოგიკის მიხედვით კარგია; ხოლო ბოროტი რომელიც უნდა ავკრძალოთ ეს ის ყველაფერია, რაც შარიათისა და ლოგიკის მიხედვით ცუდია. არა ერთი აიათი და ჰადისი უბრძანებს მორწმუნეებს კეთილისკენ მოწოდებას, კეთილზე ხელის შეწყობისა და ბოროტის აკრძალვისა და ბოროტზე ხელის შეშლას.

ალლაჰის შუამავალი .. ასე ბრძანებსან კეთილისკენ მოუწოდებთ ბოროტს დაგმობთ ან არა და ალლაჰი განსაცდელს თქვენზე განავრცობს, შემდეგ ვედრებას დაიწყებთ მაგრამ თქვენი ვედრება არ მიიღება.[2]

ყველა ერთიანად განსაცდელში აღმოჩნდებიან, კეთილიცა და ბოროტიც. რადგან კეთილი თუ ხელს არ შეუშლის ბოროტს ისიც დამნაშავეა და ყველა ერთად დაისჯებიან.

ალლაჰის შუამავალი ... ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებსხალხნო! ვიდრე ისეთი დღე დადგებოდეს, როდესაც ალლაჰს შეევედრებით და თქვენი ვედრება არ მიიღება მანამდე მოუწოდეთ სიკეთისკენ და აკრძალეთ ბოროტი.[3]

იბნი მესუდი .. ალლაჰის შუამავალ ..-ის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

ყოველ შუამავალს, რომლებიც ალლაჰმა მოავლინა თავიანთი მოწაფეები ჰყავდა. ის შუამავლები მანამ იყო მათ შორის სანამ ალლაჰი მოისურვებდა. ისინი ალლაჰის წიგნისა და მისი ბრძანებების მიხედვით მათ შორის განსჯიდნენ. ეს მდგომარეობა მანამ გრძელდებოდა სანამ ალლაჰი შუამავალის სიცოცხლეს არ აიღებდა. ამის შემდეგ შუამავალის მოწაფეები ალლაჰის წიგნისა და შუამავალის სუნნეთის მიხედვით ცხოვრებას აგრძელებდნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ტრიბუნებს ისეთი ვინმეები დაიჭირენ, რომლებიც თავიანთი მწირე ცოდნის მიხედვით ისაუბრებენ და იმას იზამენ რაც ბოროტად ითვლება. მორწმუნეები, რომლებიც ამ მდგომარეობას მოესწრებიან ვალდებულნი არიან შეეწინააღმდეგონ ასეთ ხალხს. თუ ღონე შესწევს ხელით, ხელით ჯიჰადზე თუ ღონე არ შესწევს მაშინ ენით და თუ არც ამაზე არ შესწევს ღონე მაშინ გულით ებრძოლოს. ამის იქეთ კი ისლამი აღარ არის.[4]

მორწმუნე მუსლიმანი ბოროტების წინაშე ჩუმად ვერ გაჩერდება, მას მოუწონარი საქმის ხელით გამოსწორების საშუალება თუ აქვს ხელით უნდა გამოასწოროს, თუ ამას ვერ შეძლებს სიტყვიერად უნდა ჩაერიოს და ეცადოს გამოასწოროეს და თუ არც ამის ძალა არ შესწევს მაშინ გულით უნდა შეიძულოს ბოროტი. თუ ის გულით არ შეიძულებს მას გამოდის თანხმობას უცხადებს და კმაყოფილია ამ ბოროტით, რაც რწმენასთან შეუსაბამო მდგომარეობაა.

იბნი მესუდ .-სგან გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ... ასე ბრძანაროდესაც იუდეველებმა ცუდი საქმეების კეთებას მიჰყვეს ხელი მათი სწავლულები უკრძალავდნენ ამას. მაგრამ მათ არ მოუსმინეს და ხელი არ აიღეს ბოროტისაგან. გარკვეული დროის შემდეგ ეს სწავლულები განაგრძობდნენ მათთან ურთიერთობას, ჭამა-სმას და ისე ღებულობდნენ ამ ცუდ საქმეებს როგორც ჩვეულებრივი რამე. ალლაჰმა ამის გამო ერთი მხარეც და მეორეც გზააცდენილთა შორის დაწერა და ურწმუნოება გაუძლიერა. დავითისა და მარიამის ძე იესოს ენით დასწყევლა ისინი[5] შუამავალმა შემდეგ დაჯდა და ასე დაასრულა სიტყვები:ვფიცავ იმას ვის ხელთაც არის ჩემი სოცოცხლე, თუ ალლაჰის სახელით ხელს არ შეუშლით ბოროტებას ალლაჰის კმაყოფილებას ვერ ეწევით.[6]

ხალიფა ებუ ბექირ .-მა თავის ერთ-ერთ ხუთბეზე მაიდე სურას 105- აიათიჰოი თქვენ მორწმუნეებო! თქვენ გაბარიათ თქვენი სული და ვერაფერს გავნებთ ისინა ვინც გზასაცდენილია.[7] წაიკითხა და დასძინათქვენ ამ აიათს კითხულობთ მაგრამ არასწორედ გებულობთ. მე ალლაჰის შუამავალისგან ...გავიგონე, რომ ამბობდა: ხალხი როცა დაინახავენ უსამართლო ვინმეს და მას ხელს არ მოჰკიდებენ, ხელს არ შეუშლიან უსამართლობაში და არ გამოასწორებენ, ძალიან ახლოს იქნება ალლაჰის სასჯელი, რომელიც ყველას შეეხება.[8]

ჰუზეიფეს .-სგან გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ... ასე ბრძანავფიცავ მას ვისაც ჩემი სული ხელთ უპყრია ან სიკეთისკენ მოუწოდებთ ბოროტს დაგმობთ ან ალლაჰის რისხვა დაგატყდებათ ყველას. მერე ვედრებას დაიწყებთ მაგრამ აღარ მიიღება თქვენი ვედრება.[9]

ურს ბინ ამირე ალ-ქინდი .-სგან გადმოცემით: ალლაჰის შუამავალმა ... ბრძანაროდესაც დედამიწაზე რაიმე ბოროტებას გადაეყრება კაცი და აღიარებს, რომ ეს ნამდვილად ცუდი საქმეა მას თითქოს არც კი უნახავს ეს ბოროტება ისე იქნება დაცული მისი სიავისაგან. მაგრამ ვისაც თვალით არ უნახავს ეს ბოროტება, მაგრამ გაიგონა და კმაყოფილებას გამოხატავს, ასეთი პიროვნება აუცილებლად იხილავს მის სიავეს, ისე რომ თითქოს თვითონ გადაეყარა ამ ბოროტებას.[10]

ებუ საიდ .. გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ... ბრძანაუსამართლო მმართველის წინაშე სიმართლის თქმა ყველაზე დიდი ჯიჰადია.[11]

ჰადისებიდან ნათლად ჩანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი საკითხია ისლამში სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტის აკრძალვა. შუამავალის საჰაბეებიც ამ ჰადისებზე დაყრდნობით დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ და ახალ თაობებს გამუდმებით აფრთხილებდნენ.

ჰუზეიფე .. გადმოგვცემს: შუამავალის ...დროს ზოგიერთ ხალხს მუნაფიყად ასეხელებდნენ თავიანთი ბაგედან გადმოსული სიტყვების გამო. მე ახლა იგივე სიტყვებს ერთ მეჯლისზე ერთიდაიგივე კაცისგან ოთხჯერ ვისმენ. ასე არ შეიძლება! ან სიკეთეს მოუწოდებთ, ბოროტს დაგმობთ, სიკეთეს ჩაეჭიდებით ან ალლაჰის რისხვა ყველა თქვენგანს დაგამცირებთ. შემდეგ თქვენგან ყველაზე ავი და მდაბიო მმართველად მოგევლინებათ, და თქვენგან ყველაზე კეთილნი ვედრებას დაიწყებენ და აღარ მიიღება თქვენი ვედრება.

ალლაჰის შუამავალი ... ასევე მოგვიწოდებს რომ სიმართლის თქმის არ უნდა გვეშინოდეს.

ის ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს:

-რომელიმე თქვენგანი საკუთარ თავს უძლურად ნუ მიიჩნევსიქ მყოფებმა ჰკითხეს:

-ალლაჰის შუამავალო! კაცი როგორ მიიჩნევს საკუთარ თავს უძლურად? მანა სე უპასუხა:

-ალლაჰის გულისთვის რაიმე სიტყვის თქმა აუცილებელი იქნება და გაჩუმდება. ალლაჰი მას განკითხვის დღეს ასე ჰკითხავს:

-ამა და ამ დროს სიმართლის თქმისგან რამ დაგაბრკოლა? ეს კაცი უპასუხებს:

-ხალხის შიშით გავჩუმდიო. ამ დროს უზენაესი ალლაჰი უპასუხებს:

-სინამდვილეში ჩემი შიში არ უნდა გქონოდა?[12]

უზენაესი ალლაჰი თავის წიგნში აქებს იმ მორწმუნეებს რომლებიც თავის გზაზე მკიცხველის გაგიკიცხვისდამიუხედავად იღწვიან. ასევე ალლაჰის შუამავალმაც ... ახალგამუსლიმანებულთაგან ფიცი აიღო, რომ ისინი მკიცხველის გაკიცხვას არ მოერიდებოდნენ და ისე იბრძოლებდნენ ალლაჰის გზაზე.

ასე რომ უსამართლობის და ბოროტების წინაშე ხმის ამოუღებლობა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ჩვეულებრივ საქციელად ჩამოყალიბებას და ბოროტებისა და უსამართლობის უფრო გაძლიერებას. უსამართლობის წინაშე ჩუმად მყოფი მუსლიმანის შესახებ ალლაჰის შუამავალი ... ასე ბრძანებსთუ ჩემი უმმეთი მჩაგვრელს არ ეუბნება რომ შენ მჩაგვრელი ხარ და უსამართლოდ იქცევიო იცოდეთ, რომ მათი არსებობაც და არ არსებობაც ერთია.[13]



[1] ბუჰარი და მუსლიმი.

[2] ბეზზარი, ომარ ბინ ხატტაბისგან, ტაბერანი კი ებუ ჰურეირასგან გადმოგვცემს.

[3] აჰმედ ბინ ჰანბელი და ბეიჰაყი.

[4] მუსლიმი

[5] სურა მაიდე, 5/78.

[6] ებუ დავუდ, თირმიზი, იბნი მაჯე.

[7] სურა მაიდე, 5/105.

[8] ებუ დავუდ, თირმიზი და ნესაი სარწმუნო ჯაჭვით გადმოგვცემენ.

[9] თირმიზი, ფითენ.

[10] თირმიზი, ფითენ.

[11] თირმიზი, ფითენ.

[12] იბრაჰიმ ჯანან, ქუთუბი სიტტეს თარგმანი და განმარტება, 2/384.

[13]
 იბრაჰიმ ჯანან, ქუთუბი სიტტეს თარგმანი და განმარტება, 2/384-385.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=