მექქას აღება

მექქას აღება და მუჰამმედ შუამავალი

 

 

ისლამის საფუძველი მონოთეიზმია. ამ რწმენის აქვეყნიური ცენტრი ქალაქ მექქაში მყოფი ქააბაა. მაგრამ ეს წმინდა ადგილი ერთ დროს კერპებით იყო სავსე და პოლითეიზმის ცენტრი იყო. ისლამის მზის ამოსვლიდან 20 წელი იყო გასული. მექქა უკვე პოლითეიზმისა და კერპებისგან უნდა გაწმენდილიყო. და აი ნანატრი დრო უკვე ძალიან ახლოს იყო. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰიჯრით VIII წელს რამაზნის მთვარეში 10 ათას კაციანი ჯარით მედინადან გამოვიდა და მექქასკენ გაემართა, (1 იანვარი 630)[1] მათ გზადაგზა ხალხი შეუერთდნენ და ჯარის რიცხვმა 12 ათასს მიაღწია. მექქასკენ მიმავალი შუამავალი და მისი თანმხლებლნი მარხულობდნენ. როდესაც გზას გაუდგნენ მარხვა გატეხეს.[2]

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქას უახლოვდებოდა. მექქასთან მახლობელ ადგილას თავისი ბიძა აბბასი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) შემოხვდა. მის წინაშე წარსდგა და ისლამი აღიარა. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბბასის გამუსლიმანებით ძალიან გახარებული იყო. მე ბოლო შუამავალი ვარ შენ კი ბოლო მუჰაჯირიო უთხრა და შეაქო ბიძამისი. ჯარი მექქადან დაახლოებით 16 კილომეტრის დაშორებით მერრუ- ზაჰრანში დაბანაკდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი) აქ ყოველ ჯარისკაცს ცეცხლის დანთობა უბრძანა. ამგვარად მექას პოლითეისტებს ჯარი დიდად მოაჩვენა. აღელვებულმა მექას პოლითეისტებმა, რამოდენიმე მეგობართან ერთად ებუ სუფიანი ვითარების გასარკვევად გაგზავნეს. მაგრამ ისინი ისლამის ჯარის მზვერავებმა შეიპყრეს და შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიიყვანეს. მექქას ლიდერმა ებუ სუფიანმა დიდი ყოყმანის შემდეგ ისლამი აღიარა. ისლამის ჯარები ქალაქში ოთხივე მხრიდან ერთდროულად შევიდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სარდლებს უბრძანა, გამოუვალი მდგომარეობის გარდა სისხლი არ დაეღვარათ. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) 8 წლის წინ ერთ კაცთან ერთად წავიდა მექქადან, დღეს კი როგორ ბრუნდებოდა. მაგრამ ის გამარჯვებული სარდალივით არ შედიოდა ქალაქში, პირიქით თავმდაბლურად და მოკრძალებულად იჯდა აქლემზე და უზენაეს ალლაჰს ადიდებდა და მადლობას წირავდა ამ ბედნიერი დღისთვის.[3] ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მუჰაჯირებთან ერთად შევიდა ქალაქში. ქალაქს თვალი გადაავლო, რომელმაც ერთ დროს ძალიან მკაცრად მოექცა აი დღეს მას მორჩილებას უცხადებდა. ქალაქი დღეს ფეხქვეშ ეგებოდა, რომელმაც წლების წინ უცხო მხარეში გააძევა. “შენი გამჩენის სახელით იკითხე”[4] პირველი ბრძანება აქ მიიღო უფლისგან დათექბირებით განადიდე შენი უფალი”[5] ბრძანება კვლავ აქ მოუტანა ჯებრაილ ანგელოზმა. მაგრამ პოლითეისტემბა ამ ღვთიურ ბრძანებას ვერ გაუგეს და მონოთეისტური რწმენის გაძლიერებას ხელი შეუშალეს. მაგრამ ახლა უკვე დრო იყო ალლაჰის სახლი კერპებისგან გაწმენდილიყო და ნამდვილი მონოთეისტი მლოცველები მიეღო. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჯერ ქაბას შემოუარა. მექქას მკვიდრთ იქვე მოეყარათ თავი. შუამავალმა აქ ცნობილი ხუთბე წაიკითხა და ასე მიმართა: ალლაჰის გარდა ღვთაება არ არსებობს, მხოლოდ ის არის. მას არ გააჩნია არც მოზიარე და არც ბადალი. მან შეასრულა დანაპირები, თავის მსახურს დაეხმარა და მტრები დაამარცხა. იცოდეთ, რომ ყოველი წარმართობის დროინდელი ადათები გაუქმებულია და ჩემს ფეხს ქვეშაა გათელილი. მხოლოდ გამონაკლისი ქააბას მოვლა და ჰაჯებზე გამასპინძლებაა. ყურეიშელნო! ალლაჰმა თქვენი სიამაყე და ქედმაღლობა, გვარითა და წარმომავლობით თავის ქება დაამარცხა და გააუქმა. ყოველი ადამიანი ადამის შვილია, ადამი კი მიწისგანაა გაჩენილი.[6] შემდეგ ეს აიათი წაიკითხა:

يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّا خَلَقْنَاكُم مِّن ذَكَرٍ وَأُنثَىٰ وَجَعَلْنَاكُمْ شُعُوبًا وَقَبَائِلَ لِتَعَارَفُوا ۚ إِنَّ أَكْرَمَكُمْ عِندَ اللَّهِ أَتْقَاكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ خَبِيرٌ

ჰოი ხალხნო! ჭეშმარიტად ჩვენ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან გაგაჩინეთ და ერთმანეთი რომ გაგეცნოთ ტომებად და ოჯახებად გქმენით. უეჭველად თქვენგან ალლაჰის წინაშე ყველაზე უფრო მეტი ჯილდოს მქონე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.[7]

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამ საუბრის დროს მთელ სამყაროს აცნობდა კაცთმოყვარეობის და ჰუმანურობის საფუძვლებს, რომელიც კაცობრიობას დღესაც წყალივით სჭირდება. ამ საფუძვლების ამგვარად ჩამოყალიბება შეიძლება:

 

  1. ალლაჰის გარდა ღვთაება არ არსებობს. ისე ერთადერთი სათაყვანოა.
  2. წარმართობის დროინდელი ყველა უზნეო ადათები, შურისძიება, პროცენტი, სიამაყე და ქედმაღლობა განადგურდა.
  3. საზოგადოების ერთ კლასს მეორე კლასზე არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა. არც არაბს სხვა ერზე და არც სხვა რომელიმე ერს რომელიმეს მიმართ უპირატესობა არ გააჩნდა. ეროვნებით, კანიş ფერით, წარმომავლობით თუ გეოგრაფიული მდებარეობით უპირატესობა არ არსებობს. ყველა ადამიანია. ადამიანის ღირსება და პატივი მისივე ნამოქმედარით ისაზღვრება. ყველაზე კარგი ადამანი ისაა ვინიც ხალხისთვის ყველაზე მარგებელია. ის ვინç ხალხისთვის სასიკეთო რამეს აკეთებს.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამ ისტორიული საუბრის შემდეგ ირგვლივ თვალი გადაავლო ყველას. უკანა რიგებში ყურეიშის დიდგვაროვანნი იდგნენ, რომლებსაც ერთდროს ამაყი თავები ახლა უხმოდ ჩაეხარათ. მათ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რა არ გაუკეთეს? მასზე ხელი აიღეს, ლანძღავდნენ, ავიწროებდნენ, სასიკვდილოდ დევნიდნენ, ის და მისი მიმდევრები იძულებული გახადეს გადასახლებულიყვნენ. ალლაჰის შუამავალმა მათ თვალი გადაავლო. დღეს ყველა მის წინ იდგა, უხმოდ და თავჩახრილი. სხვა მის ადგილზე რას იზამდა?

ისტორიასა და დღევანდელ ჩვესნ ცხოვრებაში თუ როგორ მოექცნენ გამარჯვებულებმა დამარცხებულთ კარგად ვიცით. მაგრამ მუჰამმედ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამ საკითხშიც გაკვეთილი დაუტოვა კაცობრიობას. მისი ჰუმანურობა იმდენად დიდი იყო, რომ მტრებსაც კი იტევდა. მან მექქას მკვიდრთ კითხა:

ყურეიშელნო! ჩემგან რას ელით? რას ფიქრობთ როგორ მოგეპყრობი ახლა მე თქვენ? იქ მყოფებმა უპასუხეს:

შენგან სიკეთეს ველით. შენ ჩვენი კეთილი ძმის შვილი ხარ. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამ დროს პასუხობს ხალხს, რომლებიც გუშინ მის მოკვლას გეგმავდნენ.:

 მეც ისევე გეტყვით, როგორც იუსუფ შუამავალმა (სალამი მას) თავის ძმებს უთხრა, დღეს თქვენ წარსულის გამო არ გინიკიცხებით...[8] წადით დღეს თქვენ ყველანი თავისუფალნი ხართ.” ამ სიტყვებში კაცობრიობისთვის ბევრი გაკვეთილებია, რომლებზეც ბევრს უნდა ვფიქრობდეთ. თუნდაც დავფიქრდეთ, ამ ვითარებაში სხვა, რომ ყოფილიყო რას იზამდა? მუჰამმედ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რა გააკეთა? ეს შედარება ნათლად წარმოგვიდგენ თვალწინ იმ უბადლო შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასსიდიადეს.[9] როდესაც ძალა შეგწევს დასაჯო, მაგრამ პატიობ ეს ძალიან კარგი ჩვევაა. როდესაც მექქა მუსლიმანების ხელში გადავიდა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყურეიშელთა მიმართ სიძულვილისა და შურისძიების გრძნობა არასოდეს გაჩენია. ამ მდგომარეობაში მან ყველაზე მაღალი ჰუმანურობა გამოავლინა, რაც თუ შეეძლო ადამიანს გამოევლინა. მან როგორც თავისი დროისთვის ასევე დღევანდელი კაცობრიობისთვისაც ყველაზე მაღალი, ჰუმანურობის მაგალითი დაგვიტოვა. მართლაც, რომ ძნელია ისტორიის მანძილზე იპოვო ისეთი პიროვნება, რომელიც დევნისა და შევიწროების შედეგად იძულებული გახადეს სამშობლო დაეტოვებინა, და შემდეგ ამ პიროვნებას გამარჯვებულის სახით უკან დაბრუნების შანსი გაჩენოდეს და ასე ხელუხლებლივ ეპატიებინოს ყველა ერთიანად. ძნელია იპოვო ისეთი მტერი, რომელიც დიდიხნის სისხლიანი შეჯახებების შემდეგ ასეთ ვითარებაში ანალოგიურად მოიქცეოდა. ამის საიდუმლო მუჰამმედ შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰუმანურ ზნეობაში დევს. მექქას აღების შემდეგ მექას მკვიდრნი თითქოს და დამარცხებულები არ იყვნენო, ისეთი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც სხვები.

ისლამის ყველაზე ძველ მტერთაგანი საფფან ბინ უმეიე შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა და ასე უთხრა: მითხრეს რომ უნდა მაპატიო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დიახ ასეაო უპასუხა. საფფანმა უთხრა: მაგრამ მე ისლამის მიღება არ მინდა, ორი თვე მოსაფიქრებელი ვადა მომეცი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიუგო: მე შენ ოთხი თვე ვადას გაძლევ.[10] ეს შემთხვევა შესანიშნავი პასუხია მათთვის ვინც ამბობს, რომ ისლამი ცეცხლითა და მახვილით გავრცელდა.

იბრაჰიმ შუამავალის მიერ აგებულ ქააბაში არაბებს 360 კერპი ქონდათ თავმოყრილი. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავისი ჯოხით აყირავებდა მათ და ძირს ყრიდა. კერპების გადმოყრისას ამ აიათს კითხულობდა:

وَقُلْ جَاءَ الْحَقُّ وَزَهَقَ الْبَاطِلُ ۚ إِنَّ الْبَاطِلَ كَانَ زَهُوقًا

მოვიდა ჭეშმარიტება და წავიდა სიცრუე, უეჭველად სიცრუე წასასვლელად განწირულია.[11]

قُلْ جَاءَ الْحَقُّ وَمَا يُبْدِئُ الْبَاطِلُ وَمَا يُعِيدُ

მოვიდა ჭეშმარიტება და სიცრუე ვეღარც თავიდან დაიწყება და ვეღარც უკან დაბრუნდება.[12]

შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მუეზზინმა ბილალი ხაბეშმა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ქაბას თავზე ავიდა და ეზანი იკითხა, მექქას თავზეალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ ლაა ილააჰე ილლელლაჰხმები მაღლდებოდა ცისკენ. მთელი მექქა ამ ხმას უსმენდა. ამგვარად მონოთეიზმის ცენტრი ქააბა კერპებისგან განიწმინდა. ეს მოძრაობაც, ხომ სწორედ იმისთვის იყო წამოწყებული, რომ ალლაჰის სახლი კერპებისგან გაწმენდილიყო და ერთი ღმერთის მოთაყვანეთ თავისუფლება მისცემოდათ, რათა ლოცვა აღებლინათ თავიანთი უფლისთვის. ეს მოძრაობა ალლაჰის სიტყვების გასაცოცხლებლად იყო.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქას აღების შემდეგ საფას მთაზე შემაღლებულ ადგილას გაჩერდა. ახალ გამუსლიმანებულებმა, მასთან მოვიდნენ ისლამი აღიარეს და მორჩილება გამოუცხადეს. ებუ ბექირის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მამა მიუხეავად იმისა რომ ძალიან მოხუცი იყო მას ჯერ ისლამი არ ქონდა მიღებული. თვალთახედვა დაეკარგა და გზას ვერ ხედავდა.

შვილმა ებუბ ბექირმა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მოხუცებულ მამას ხელი მოჰკიდა და ისე მოიყვანა შუამავალთან. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეს რომ დაინახა: მოხუცი აქ მოსვლისთვის რატომ შეაწუხე, ყოფილიყო და მე მივიდოდი მასთანო უთხრა. ის თავისთან ახლოს დაისვა, გულზე ხელი დაადო და ისლამის მიღება შეახსენა.

აი ასე ლმობიერად ექცეოდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხალხს, და ისლამი სწორედ მისი ამგვარი სამაგალითო ქცევებით გავრცელდა.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამგვარი სიტყვებით და საქციელით მოიგო მექქას მკვიდრთა გულები. ყურეიშელებმა ჯგუფ ჯგუფად ისლამის მიღება დაიწყეს. ხალხს, რომლებიც გუშინ ისლამის მტრები იყვნენ დღეს შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლმობიერი საქციელით ისლამის მიმართ გულები გაუთბათ და დაუბრკოლებლად ისლამის აღიარება დაიწყეს.[13]

შემდეგ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქაში არცერთი ჯარისკაცი არ დაუტოვებია ისე გაბრუნდა და წავიდა მედინაში. მექქას მმართველობა კი ახალგამუსლიმანებულ მექქას მკვიდრს ჩააბარა. მუჰამმედ შუამავალის ამგვარი საქციელი ცხადყოფს ისლამის, ზნეობას, კაცთმოყვარეობას და ჰუმანურობას. თუნდ მსოფლიო და თუნდ საზოგადოებრივი მშვიდობისთვის მუჰამმედ შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეს ლმობიერი და ჰუმანური მაგალითები შეუცვლელი რეცეპტია.

 

შუქრუ ოზბუღდაი კონიის მუფთი 2011

 

------------------------------------------------

[1] მუჰამმედ ესად ეფენდი, თარიჰი დინი ისლამ, სტამბოლი, 1319, . 3, გვ. 418.

[2] თეჯრიდი სარიჰის თარგმანი, . 10, გვ. 235, (.. 1622).

[3] ირფან იუჯელ, შუამავალის ცხოვრება, დიანეთის საქმეთა სამმართველოს გამოცემა, ანკარა, 1998, გვ. 206-210.

[4] სურა ალაყ, 96/1.

[5] სურა მუდდესირ, 3; სურა ისრა, 17/111.

[6] ირფან იუჯელ, შუამავალის ცხოვრება, დიანეთის საქმეთა სამმართველოს გამოცემა, ანკარა, 1998, გვ. 206-212.

[7] სურა ჰუჯურათ, 49/13.

[8] სურა იუსუფ, 12/92.

[9] . ჰიმმეთ ბერქი, ოსმან ქესქოღლუ, ჰათემუ- ენბია მუჰამმედი და მისი ცხოვრება, დიანეთის საქმეთა სამმართველოს გამოცემა, ანკარა, 1972, გვ. 326-328.

[10] პროფესö დოქტორი მუჰამმედ ჰამიდულლაჰ, ისლამის შუამავალი, სტამბოლი, 1966, . I, გვ. 173.

[11] სურა ისრა, 17/81.

[12] სურა სებე, 34/49.

[13] . ჰიმმეთ ბერქი, ოსმან ქესქოღლუ, ჰათემუ- ენბია მუჰამმედი და მისი ცხოვრება, დიანეთის საქმეთა სამმართველოს გამოცემა, ანკარა, 1972, გვ. 329, 330-334.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=