მარხვა
მარხვა

 

მარხვის დაწყება და დასრულება:

ღვთისმსახურება, ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის იოლად დასადგენად გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. რამაზნნის მარხვაც ამათგან ერთ-ერთია. წმინდა ყურანი და ალლაჰის შუამავალი (...) ამ ღვთისმსახურების დასადგენად რამაზნის მთვარის დადგომით დაწყებას ხოლო შევვალის მთვარის დადგომით დასრულებას აუცილებელ პირობად გვამცნობს:

شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِّنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

რამაზანის მთვარეა ის რომელშიც ჩამოევლინა ყურანი სწორ გზად ხალხისთვის და ცხადი ცნობებით სწორი გზის (მრუდესგანგანმასხვავებლად. და თქვენგან ვინც მოესწროს ამ მთვარეს მარხვით გაატაროს იგი. და ვინც ავად იყოს ან მგზავრი ის გამოთვლილი (დღეებისხვა დღეებში (აანაზღაუროს). ალლაჰს იოლი სურს თქვენთვის და არ სურს რთული თქვენთვის, რათა (იოლადშეასრულოთ გათვლილი (დღეებიდა განადიდებდეთ ალლაჰს იმისთვის რითაც სწორ გზაზე დაგადგინათ. ეგების მადლიერნი იყვნეთ თქვენ.[1]

ალლაჰის შუამავალმა (...) ეს აიათი არა ერთ ჰადისში განმარტა. მათგან ზოგიერთი ესენია:

ü იბნი ომერი (..) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალისგან (...) ასე გავიგონესანამ(რამაზნისმთვარეს არ დაინახავთ მანამ მარხვას ნუ დაიწყებთ და სანამ (შევვალის)მთვარეს არ დაინახავთ მანამდე მარხვას ნუ მოშლით. თუ ღრუბლიანი ამინდი იქნება მაშინ მარხვა ოცდაათ დღეზე დაასრულეთ.[2]

ü რამაზნის დადგომამდე მარხვას ნუ დაიწყებთ, მთვარესთან ერთად დაიწყეთ მარხვა;(შევვალისმთვარეს რომ იხილავთ მარხვა დაასრულეთ. და თუ ღრუბელი დაგაბრკოლებთ, რომ მთვარე დაინახოთ მაშინ იგი (რამაზანიოცდაათ დღეზე დაასრულეთ.[3]

ü თუ ღრუბელი იქნება მაშინ შაბანის (მთვარისდღეები ოცდაათი შეასრულეთ (და რამაზნის მარხვა ისე დაიწყეთ.)[4]

ü (რამაზანის თვის 29- დღეთუ ღრუბლიანი იქნება და (შევვალის მთვარესვერ დაინახავთ ამ შემთხვევაში ოცდაათი დღე იმარხულეთ.[5]

ü იბნი ომერი (..) ალლაჰის შუამავალის (...) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემსჩვენ წერა-კითხვა და ანგარიში არ ვიცით. მთვარე ხან ასეა ხან ისე(ანუ ხან 29 დღე ხან 30 დღე გრძელდება)[6]

აქ მოყვანილი ჰადისები თემასთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მაგალითად მოვიყვანეთ. ამის მსგავსი ჰადისები ძალიამ ბევრია.

აქედან გამომდინარე სწავლულთა უმრავლესობა მთვარის გამოჩენით მარხვის დაწყებასა და მთვარის გამოჩენით დასრულებას ეთანხმება. მუსლიმანებიც ვალდებულნი არიან დადგენილ საზღვრებს დიდი სიფრთხილით მოეკიდნონ და ზუსტად ისევე შეასრულონ როგორც ეს სუნნეთშია მოცემული.

მარხვა ვისთვისაა აუცილებელი?

1-   მარხვა გონიერი, მოწიფული, მუდმივსაცხოვრებელ ადგილას მყოფი და საკმარისი შესაძლებლობების მქონე ყოველი მუსლიმანისთვის აუცილებელი ღვთისმსახურებაა.

2-    როგორც ურწმუნო მარხვით ვალდებული არ არის, ასევე გამუსლიმანების შემდეგ ანაზღაურება არ ესაჭიროება.

3-   მოწიფულობის ასაკში შესვლამდე ბავშვებისთვის მარხვა სავალდებულო არ არის. მაგრამ, როგორც საჰაბეები იქცეოდნენ ისე შეჩვევის მიზნით შეგვიძლია მარხვისკენ მოვუწოდოთ და წავახალისოთ ბავშვი.

4-    ) გიჯისთვის მარხვა აუცილებელი არ არის. რადგან ისინი ვალდებულნი არა არიან. თუნდ ზრდასრულიც რომ იყვნენ, მათთვის გამოსასყიდის გადახდაც არ არის საჭირო.

) ვისაც მოხუცებულობის გამო ცნობიერება ხან ეკარგება ხან მოუდის არც ისინი არ არიან მარხვით ვალდებულნი.

5-    ) ავადმყოფები გამოჯანმრთელების შემდეგ აანაზღაურებენ იმ დღეებს რომლებიც ვერ იმარხეს.

) მუდმივი ავადმყოფობის მქონე ვინმე ღრმად მოხუცებულობის გამო უმარხავი ვინმეს მსგავსია. ვისაც მარხვისთვის ღონე არ ჰყოფნით, მუდმივი ავადმყოფობის ან დროებითი ავადმყოფობის მქონენი ვალდებულნი არიან ყოველ დღე თითო ღარიბი გამოკვებონ ან მისი საფასური თანხა გასცენ ფითრის მოწყალების სახით.

6-    ფეხმძიმე და მეძუძური ქალები; თუ მათი ფეხმძიმობის პროცესი ან ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება არ იმარხულებენ. ისინი ამ მდგომარეობისგან განთავისუფლების შემდეგ აანაზღაურებენ.

7-   ქალები მენსტრუაციისა დროსა და მშობიარობის შემდგომ დღეებში არ იმარხულებენ. ისინ ამ დღეებს შემდეგ აანაზღაურებენ.

8-    წყალში დახრჩობის ან ცეცხლში დაწვის საფრთხის ქვეშ მყოფზე დახმარების მიზნით მარხვის მოშლა ნებადართულია, რადგან გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. ასეთ შემთხვევაში მოშლილი მარხვა სხვა დროს ანაზღაურდება.

9-   მგზავრს შეუძლია იმარხოს ან არ იმარხოს. ეს მის არჩევანზეა დამოკიდებული. მგზავრობის დასრულების და მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემდეგ აანაზღაურებს.

მიუხედავად ამ ნებართვისა თუ კაცი მგზავრობის დროს დიდ სირთულეს განიცდის და მაინც მარხულობეს ეს მდგომარეობის სირთულის მიხედვით შეიძლება მექრუჰი ან ჰარამიც კი იყოს.

 

მარხვის პირობები

1) ნიეთი:

სავალდებულო მარხვისთვის განთიადისას მარხვის დასაწყებად ნიეთი ანუ გადაწყვეტილების მიღება ფარძია. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსვინც განთიადამდე მარხვაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ის არ მარხულობს.[7] კიდე სხვა ჰადისში ასე ბრძანებსვინც ღამიდან მარხვაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ის არ მარხულობს.[8]

ნიეთის ადგილი გულია. ალლაჰის შუამავალს (...) საჰაბეებს და ოთხი დიდი მეზჰების იმამებს ნიეთი არასდროს ენით არ წარმოუთქვამთ და არც ნიეთის ენით წარმოთქმა არ მოუთხოვიათ. მათგან ამგვარი გადმოცემა ჩვენთვის ცნობილი არ არის.

2) მარხვის დრო:

وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ 

ჭამეთ და სვით ვიდრე განთიადის (ფეჯრის) თეთრი ძაფი შავისაგან განერჩეოდეს თქვენთვის. შემდეგ საღამომდე მარხვა შეასრულეთ.[9]

ცისკარი (განთიადი) ორი სახისაა:

ფეჯრი ქააზიბ/მატყუარა ცისკარი: ამ დროს დილის ნამაზის დრო ჯერ კიდე არ არის დამდგარი. ვინც მარხვას აპირებს მისთვის ჭამა-სმა ჯერ კიდევ ჰარამი არ არის. ამ ცისკრის ნიშანი ჰორიზონტზე სწორი ხაზივით მგლის კუდის მსგავსად გამოჩენილი ნათელია.

ფეჯრი სადიყ/ნამდვილი ცისკარი: ამ დროს დილის ნამაზის დრო დამდგარია. ამის შემდეგ ჭამა-სმა არ შეიძლება. ამ ცისკრის ნიშანი ჰორიზონტზე და მთის მწვერვალებზე გაფანტული ნათელია.

იფთარის დრო კი; აღმოსავლეთით სიბნელის დაწყებით ხოლო დასავლეთით მზის ჩასვლით იწყება. ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებსღამე აქედან იწყება, დღე აქედან სრულდება და თუ მზეც ჩავიდა მომარხულეს ჭამა შეუძლია.[10]

3) იასლოღი

ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსჩვენსა და წიგნის ხალხის მარხვას შორის განსხვავება იასლოღის საჭმელია.[11] ალლაჰის შუამავალი (...) სხვა ჰადისებში იასლოღს ბარაქიან საკვებად ახასიათებს. ასე რომ ალლაჰის შუამავალის მიერ ბარაქიან საკვებად დასახელებული იასლოღის მიტოვება სუნნეთის საწინააღმდეგოა. რადგან იასლოღის ჭამა სუნნეთზე მიყოლაა.

ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებსიასლოღი ბარაქიანი საჭმელია, ვინმემ საჭმელი რომც ვერ ნახოს და მხოლოდ ერთი ყლუპი წყალიც რომ დალიოს ნუ მიატოვებს მას. რადგან ალლაჰი და ანგელოზები იასლოღის მჭამელთ ლოცავენ.[12]

4) მომარხულემ რას უნდა გაანებოს თავი?

) ჭორი, სიცრუე, ცილის წამება და მსგავსი ცუდი საქციელისგან შორს უნდა იდგეს. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსვინც ჭორს, ტყუილს და ცილისწამებას არ დათმობს ალლაჰს მხოლოდ მისი უჭმელობა და უსმელობა არაფრად არ სჭირდება.[13]

) უხეირო და უზნეო სიტყვებიც უნდა მიატოვოს. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანე:მარხვა მხოლოდ უჭმელობა და უსმელობა არ არის. არამედ მარხვა უხეირო და უზნეო სიტყვების დათმობაა. თუ ვინმე შეგაგინებთ ან ცუდად მოგექცევათ უთხარით: მე ვმარხულობ!”[14]

5) მომარხულესთვის ნებადართულია:

) ცისკრამდე ჯუნუბობა: ამის შესახებ მორწმუნეთა დედა აიშა (..) ასე გადმოგვცემს:ცისკარი დადგებოდა როდესაც ალლაჰის შუამავალი ჯუნუბი იყო. შემდეგ დაიბანდა და მარხვას გააგრძელებდა.[15]

) მისვაქის გამოყენებაალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებსჩემს მიმდევრებს რომ არ გართულებოდათ ყოველი აბდესის შემდეგ მისვაქის გამოყენებას ვუბრძანებდი.[16]

ალლაჰის შუამავალს მისვაქის გამოყენებისთვის მარხული და არამარხული არ გაუნსხვავებია. ზემოთ მოყვანილი ჰადისი მომარხულეს არ გამორიცხავს და იგი ყველას მოიცავს. ამრ ბინ რაბია (..) გადმოგვცემსალლაჰის შუამავალი (...) მარხვისას მისვაქის გამოყენებაში იმდენჯერ დავინახე, რომ ვერ დავითვლი.[17]

) პირში და ცხვირში წყლის გამოვლებამარხულთათვის ხშირად და გადაჭარბებულად წყლის გამოვლება აკრძალულია. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსროდესაც მარხული არ იქნებით მაშინ პირში წყალი ღრმად გამოივლეთ.[18] სწავლულებიც ერთხმად გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალი (...) როდესაც არ მარხულობდა პირში და ცხვირში წყალს ღრმად ივლობდა.

) ჩახუტება და კოცნა: მორწმუნეთა დედა აიშა (..) გადმოგვცემსალლაჰის შუამავალი(...) მარხულობისას ცოლებს ეხვეოდა და კოცნიდა. მაგრამ ის ყველაზე ძლიერი იყო გრზნობების მოთოკვის საკითხში.[19] სწავლულთა უმრავლესობის მიხედვით ეს ხანშიშესულთათვის თუ არა ახალგაზრდებისთვის მექრუჰია. რადგან როდესაც ალლაჰის შუამავალს (...) ამის მიზეზი ჰკითხეს მანა სე უპასუხახანში შესული გრძნობებს მოთოკავს.[20]

) ნემსის გაკეთება: თუ არანაირ საკვებ ნივთიერებას არ შეიცავს მაშინ წამლობის მიზნით ნემსის გაკეთება ნებადართულია, მარხვა არ მოიშლება. რადგან ასეთი წამალი კუჭში არ მიაღწევს. მაგრამ ენერგიის შემმატებელი ნემსი ან გადასხმა მარხვას მოშლის.

) სისხლის აღება: ანალიზისთვის ცოტა რაოდენობით სისხლის აღება მარხვას არ მოშლის. დიდი რაოდენობით სისხლის აღება (სხვაზე გადასხმის მიზნით) მარხვას მოშლის.

) კბილის ამოღება: კბილის ამოღება მარხვას არ მოშლის.

) ჰაჯამათი: ჰაჯამათის შესახებ სწავლულები განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ. უფრო ძლიერი შეხედულების მიხედვით ჰაჯამათი მარხვას არ მოშლის. რადგან საჰაბე იბნი აბბასი (..) გადმოგვცემსალლაჰის შუამავალმა (...) მარხულობისას ჰაჯამათი გაიკეთა.[21]

) კბილის პასტის გამოყენება: კბილის პასტა თუ ყელში არ გადაცდება მარხვას არ მოშლის. სწავლულთა აზრით ეს შუა ნამაზის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს. რადგან უმჯობესია მომარხულემ ისე ივახშმოს რომ პირში სუნი ქონდეს.

) საჭმელზე გემოს გასინჯვა: ყელში გადაუცდომლობის პირობით საჭმელზე გემოს გასინჯვა დაშვებულია.

იბნი აბბასისგან (..) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (...) ასე ბრძანა:მარხულისთვის ძმარის ან სხვა რამის გასინჯვა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს თუ ყელში არ გადაცდება.[22]

) თვალში რამის ჩაწვეთება: ამგვარი რამეები მარხვას არ მოშლის. მათი გემო ყელში რომც იგრძნობოდეს მარხვას მაინც არ მოშლის.

6) იფთარი

) აფთარისთვის აჩქარება: იფთარისთვის სიჩქარე ალლაჰის შუამავალის (...) სუნნეთია. იგი ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებსსანამ ხალხი იფთარს ჩქარობენ ისინი მანამ ისინი სიკეთეს ადგანან.[23] კიდე სხვა ჰადისში ასე ბრძანებსჩემი მიმდევრები სანამ იფთარისთვის ვარსკვლავებს არ დაელოდება მანამ ჩემს სუნნეთზე იქნებიან.[24]

) საღამოს ნამაზამდე პირის გახსნა: საღამოს ნამაზის შესრულებამდე პირის გახსნა სუნნეთია. ენესი (..) ასე გადმოგვცემსალლაჰის შუამავალი ნამაზის შესრულებამდე ნედლი ხურმით პირს გაიხსნიდა თუ არ ექნებოდა მაშინ ხმელი ხურმით და თუ არც ეს ექნებოდა მაშინ რამოდენიმე ყლუპი წყლით გაიხსნიდა პირს.[25]

მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც საღამოს ნამაზის ეზანი იკითხებოდა ალლაჰის შუამავალი (...) მხოლოდ ხურმით ან რამოდენიმე ყლუპი წყლით იხსნიდა პირს. ჩვენც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, როგორც ჩვენი საუკეთესო მაგალითი და წინამძღვარი აკეთებდა. ჯერ ერთი ორი ლუკმით პირი გავიხსნათ, შემდეგ საღამოს ნამაზი შევასრულოთ და ამის შემდეგ იფთარი დავასრულოთ.

) იფთრის დროს ვედრება: იფთრის დროს ვედრება სუნნეთია. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსიფთარის დროს მორწმუნის ვედრება ახდენილი ვედრებაა.[26] ალლაჰის შუამავალი (...) პირის გახსნამდეალლაჰ! შენთვის ვიმარხე და შენი ნაბოძები სარჩოთი პირს ვიხსნი. ამბობდა ამის შემდეგწავიდა მწყურვალება, ძარღვები დასველდა და სამაგიეროც მოვიპოვეთ ალლაჰის ნებით.[27]

7) მარხვის მომშლელი ფაქტორები:

) შეგნებულად ჭამა-სმა: ჭამა-სმა მარხვას მოშლის. დავიწყებით ან ძალდატანებით ჭამა-სმა მარხვას არ მოშლის. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსვინც დავიწყებით შეჭამოს ან დალიოს, მან მარხვა გააგრძელოს უეჭველად მას ალლაჰმა აჭამა ან დაალევინა.[28]

) სქესობრივი კავშირი: მარხულობისას სქესობრივი კავშირის დამყარება მარხვას მოშლის. ასეთი ვინმე ვალდებულია მარხვა აანაზღაუროს და მძიმე გამოსასყიდი გადაიხადოს. ეს გამოსასყიდი მონის გათავისუფლებაა. თუ ამას ვერ იზამს მაშინ ორი თვე უწყვეტლივ უნდა იმარხულოს. და თუ ამასაც ვერ მოახერხებს მაშინ სამოცი ღარიბი უნდა გამოკვებოს. გამოსასყიდის ეს თანმიმდევრობა სუნნეთითაა დადგენილი და სწავლულთა ერთიანი თანხმობით ცნობილია, რომ თუ ერთის შესრულება შეუძლებელია მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოს მომდევნო ხერხს. ამ თანმიმდევრობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ანუ თუ კაცს მონის გამოსყიდვის საშუალება აქვს ის სამოც ღარიბს ვერ დააპურებს. გამოსასყიდი, რომ მიღებული იყოს ამისთვის ჯერ მონის გამოსყიდვა და გათავისუფლება უნდა სცადოს, თუ ამის ღონე არ შესწევს, მაშინ სამოცი დღე უწყვეტლივ უნდა იმარხულოს და თუ არცა მის ღონე შესწევს მაშინ უნდა დააპუროს სამოცი ღარიბი.

) შეგნებულად ღებინება: თუ კაცი თავისი სურვილისდაუნებურად აღებინებს ამით მარხვა არ მოიშლება. მაგრამ თავისი სურვილით საკუთარი თავის დაძალებით თუ აღებინებს ეს მარხვას მოშლის. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსვინც თავისი სურვილისდაუნებურად აღებინებს მას მარხვა არ მოეშლება, ხოლო ვინც საკუთარ თავს დააძალებს და აღებინებს მან მარხვა აანაზღაუროს.[29]

) მკვებავი ნემსის გაკეთება: ამგვარი ნემსი ორგანიზმში მკვებავი ნივთიერების, ვიტამინის ან სისხლის შესაყვანად კეთდება. ასეთ შემთხვევაშიც მარხვა მოიშლება. რადგან ასეთი ნემსის საშუალებით კაცი იკვებება, რაც მარხვას მოშლის. ამგვარი ნემსი გინდ ვენაში და გინ კუნთში გაკეთდეს სულერთია მარხვას მაინც მოშლის.

) გადასხმა: ავადმყოფობის ან სხვა მიზნით დადგმული გადასხმა მარხვას მოშლის, რადგან ამით ადამიანი იკვებება.

) მენსტრუაცია და მშობიარობა: მომარხულე ქალს თუ მენსტრუაცია დაეწყება მისი მარხვა მოიშლება. ეს შემთხვევა მარხვის დაწყებბისას მოხდება თუ დასრულებისას სულერთია. უფრო მეტიც, იფთარს რამოდენიმე წუთიც რომ აკლდეს მარხვა მაინც მოშლილია და ის დღე უნდა აანაზღაუროს.

) სპერმის დაღვრა: ფხიზელ მდგომარეობაში ჩახუტების, კოცნის ან ფიქრის შედეგად დაღვრილი სპერმი მარხვას მოშლის. მაგრამ სურვილისდამიუხედავად თუ დაიღვრება (მაგალითად ძილის დროს) მარხვა არ მოიშლება.

) სისხლის აღება: რამენაირად გარედან ადამიანის ორგანიზმში სისხლის შეშვება მარხვას მოშლის.

8) ანაზღაურება

ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ იმარხა სასურველია უმოკლეს ხანებში აანაზღაუროს. ვალად დარჩენილი მარხვის თანმიმდევრულად უწყვეტლივ ანაზღაურება აუცილებელი არ არის.

სწავლულები ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ გარდაცვლილის შეუსრულებელი ნამაზების სხვა პიროვნების მიერ ანაზღაურება მიუღებელია. ვინც სიცოცხლეში ვერ იმარხულა გარდაცვალების შემდეგ მის ვალს სხვა პიროვნება ვერ აანაზღაურებს.

ვინც საპატიო მიზეზების გამო ვერ მარხულობს ვალდებულია დღეში თითო ღარიბი დააპუროს. მაგრამ თუ ვინმე გარდაიცვლება და შეპირებული მარხვა ვალად დარჩება მისი ანაზღაურება მის მემკვიდრეს შეუძლია.

ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსვინც გარდაიცვლება და მარხვის ვალი დარჩება მის მაგივრად მისი მემკვიდრე იმარხულებს.[30]

9) ვინც ნამაზს არ ასრულებს მისი მარხვა

ვინც მარხულობს მაგრამ ნამაზს არ ასრულებს, მას ისლამში თევჰიდის (მონოთეიზმის) შემდეგ ყველაზე აუცილებელი პირობა მიტოვებული აქვს. კაცი სანამ ნამაზის შესრულებას არ დაიწყებს მანამდე მისი მარხვა ფუჭია. რადგან მას ნამაზის შეუსრულებლობით ისლამის საყრდენი ბოძი დანგრეული აქვს.

ნამაზის არშემსრულებელი რწმენის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იმყოფება. ასეთ მდგომარეობაში მისი ყოველი საქმე ფუჭია. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსმათსა (ურწმუნოებსა) და ჩვენს შორის ნამაზია. ვინც ნამაზი მიატოვოს ის ურწმუნოა.[31]

ჰადისში ნახსენები სიტყვა ქუფრი (ურწმუნოება) ზოგიერთი სწავლულის მიხედვით რწმენის დაკარგვაზე არ მიგვითითებს, მაგრამ იმის გასაგებად თუ რაოდენ სერიოზული საკითხია ამისთვის ფრიად საყურადღებო რამეა. მაგრამ სწავლულთა ერთიანი თანხმობით ნამაზის შეგნებულად და ჯიუტად არ შესრულება და მის უმნიშვნელოდ მიჩნევა რწმენას დააკარგვინებს კაცს.

ისლამის საზოგადოებაში ნამაზის არშემსრულებელთა მიმართ ეჰლი სუნნეთში სამი განსხვავებული შეხედულება არსებობს. ამ შეხედულებების საერთო აზრი ის არის, რომ ნამაზის არშემსრულებელს ისლამის საზოგადოებაში ცხოვრების უფლება არ აქვს.

) იმაი ებუ ჰანიფეს მიხედვით ნამაზის არშემსრულებელი რწმენას არ დაკარგავს მაგრამ სანამ ნამაზის შესრულებას არ დაიწყებს მანამდე პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს.

) სხვა მეზჰების იმამების ერთი ნაწილის მიხედვით სიზარმაცის გამო ნამაზის არშემსრულებელი სიკვდილით დაისჯება ისე როგორც მუსლიმანი, ჯენაზე ნამაზი შესრულდება, მუსლიმთა სასაფლაოზე დაიკრძალება და მისი სულისთვის ალლაჰზე ვედრებაც დაშვებულია.

) იმამ აჰმედ ბინ ჰანბელის და მისი გზით მავალი სწავლულების აზრით სიზარმაცის გამო ნამაზის არშემსრულებელი ურწმუნოა, სიკვდილით დაისჯება ისე, როგორც ურწმუნო, მისი ჯენაზე ნამაზი არ შესრულდება, არც მუსლიმთა სასაფლაოზე დაიკრძალება და არც მისი სულისთვის ალლაჰზე ვედრებაა დაშვებული.

ანუ ამ მეზჰებთა იმამების შეხედულებათაგან ყველაზე მსუბუქი იმამი ებუ ჰანიფეს მიხედვით სანამ ნამაზის შესრულებას არ დაიწყებს მანამდე პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად ის იზოლირებულია მუსლიმანი საზოგადოებისგან და მას ამ საზოგადოებაში ცხოვრების უფლება დაკარგული აქვს.

10) ღამის ღვთისმსახურება:

თერავიჰ ნამაზი ალლაჰის შუამავალმა (...) რამაზანში ჯგუფურად შეასრულა და ჩვენ, როგორც სუნნეთი ისე გვიანდერძა. მაგრამ შიშობდა, რომ ეს ნამაზი მისი მიმდევრებისთვის აუცილებლად შესასრულებელ ნამაზად იქცეოდა, მათ ყოველ ღამეს ამის შესრულება გაუჭირდებოდათ, ამიტომაც სამ ღამეზე მეტი ჯგუფურად არ შეუსრულებია.

თერავიჰ ნამაზი ვითრის გარეშე რვა მუხლია. მორწმუნეთა დედა აიაშა (..) ასე გადმოგვცემსალლაჰის შუამავალი (...) როგორც რამაზნის მთვარეში ასევე სხვა დროებშიც თერთმეტ მუხლზე მეტი ნამაზი არ შეუსრულებია.[32]

როგორც იმამი მალიქი მუვატტა სახელობის ნაშრომში სარწმუნოდ გადმოგვცემს ხალიფა ომარმა (..) თერთმეტ მუხლად ჯგუფურად შესრულებისთვის ხალხი მოკრიბა.

თერავიჰ ნამაზი ვითრთან ერთად თერთმეტ მუხლს წარმმოადგენს, ამის გარდა სხვა განსხვავებული ვერსიებიც არსებობს, მაგრამ სწავლულთა უმრავლესობის შეხედულებით რვა მუხლი უფრო სარწმუნოა. ალლაჰმა უკეთ იცის.

თერავიჰ ნამაზი ვინაიდან ღამის ნამაზია ის აუცილებელ სუნნეთთა სიას მიეკუთვნება. ამიტომ მისი რვა მუხლზე უფრო მეტის შესრულებაც დასაშვებია. როგორც ოცი მუხლი ასევე უფრო ცოტა ან უფრო მეტის შესრულებაც შეიძლება. მხოლოდ ამ ნამაზის შემსრულებლებმა ბევრი მუხლის ჩქარა შესასრულებლად ნამაზის მოქმედებები არ უნდა დაარღვიონ და ალლაჰის შუამავალის (...) სუნნეთში არ მყოფი ბიდათი არ უნდა ჩაიდინონ.

ხალხი ვალდებულნი არიან ამ თემასთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალის (...) სუნნეთები მოიძიონ და თუნდაც, რომ სხვებს დავიწყებული ქონდეთ თვითონ მაინც უნდა შეასრულონ. რადგან სიკეთე და ბედნიერება მხოლოდ ბიდათებზე ზურგის შექცევასა და სუნნეთებზე ჩაჭიდებაშია.

დღეს ბევრი მუსლიმანი კითხვისას, რუქუისა და სეჯდეს შესრულებისას ჩქარობს და მათ მიერ შესრულებული ნამაზები ნაკლულია. ეს ნაკლი ხშირად ნამაზსაც მოშლის. ალლაჰის შიში უნდა გვქონდეს, ვიდრე მოვიდოდეს ისეთი დღე სადაც სინანული ფუჭი იქნება მანამ უნდა გამოვასწოროთ საკუთარი თავი და განსაკუთრებით ჩვენი ღვთისმსახურებები.

11) ფითრის მოწყალება:

იბნი ომერი (..) გადმოგვცემსალლაჰის შუამავალმა (...) რამაზნის მთვარეში ფითრის მოწყალება ფარძად დააწესა.[33]

ფითრის მოწყალება დიდსა თუ პატარას, ქალისა თუ კაცის, თავისუფალისა თუ მონისთვის ყველა მუსლიმანისთვის ფარძია. ფითრის მოწყალების რაოდენობა, როგორც სუნნეთშია გადმოცემული ეს არის ერთი სა. ერთი სა დაახლოებით 2,5 3 კილოგრამია. ეს იმ პროდუქტს წარმოადგენს რომელსაც ხალხი უფრო ხშირად გამოიყენებს მოცემულ ქვეყანაში. ვისაც ერთ დღეზე მეტი საკვები გააჩნია, ყველა ვალდებულია ფითრის მოწყალება გადაიხადოს. უმჯობესია ღარიბებს ის მიეცეთ რაც მათთვის უფრო სასარგებლო იქნება. ფითრის მოწყალება ბაიარამის ნამაზის შესრულებამდე უნდა გაიცეს. ბაირამამდე ორი-სამი დღით ადრეც შეიძლება, რომ გაიცეს. ბაიარამის შემდეგ გაცემა მიღებული არ არის.

და ბოლოს შეიძლება ასე ვთქვათ:

რამაზნის მთვარე უდიდესი წყალობაა მსახურთათვის, რომელიც ალლაჰმა მათ უწყალობა. ამ დალოცვილ და ბარაქიან მთვარეში ღვთისმსახურებისგან შორს დგომა და მოუნანიებლად გატარება დიდი უგულისყურობაა. ვიდრე მოვიდოდეს ალლაჰის წინაშე წარსდგომის დღე, მანამ მოვინანიოთ გულწრფელი სინანულით და ამ მთვარის სიუხვით ვისარგებლოთ. ხშირად გავიხსენოთ შუამავალის რჩევები და სიკვდილი.



 

ეიხ აბდულლაჰ იოლჯუ
(აბდულლაჰ ბინ აბდულჰამიდ ალ-ესერი)
მუსლიმან ალიმთა კავშირის წევრი
და თურქეთის წარმომადგენელი

 

-----------------------------------------
[1]
ბაყარა, 2/185- აიათი.

[2] ბუჰარი და მუსლიმი.

[3] თირმიზი.

[4] ბუჰარი.

[5] ბუჰარი.

[6] ბუჰარი.

[7] ებუ დავუდ.

[8] ნესაი.

[9] სურა ბაყარა, 2/187- აიათი.

[10] ბუჰარი და მუსლიმი.

[11] მუსლიმი.

[12] აჰმედ ბინ ჰანბელ.

[13] ბუჰარი.

[14] იბნი ჰუზეიმე.

[15] ბუჰარი და მუსლიმი.

[16] ბუჰარი.

[17] ებუ დავუდი და თირმიზი.

[18] ებუ დავუდი.

[19] ბუჰარი და მუსლიმი.

[20] აჰმედ ბინ ჰანბელ.

[21] ბუჰარი.

[22] ბუჰარი.

[23] ბუჰარი და მუსლიმი.

[24] იბნი ჰიბბან.

[25] ებუ დავუდი.

[26] იბნი მაჯე.

[27]
 ებუ დავუდი.

[28] ბუჰარი და მუსლიმი.

[29] ებუ დავუდი.

[30] ბუჰარი და მუსლიმი.

[31] აჰმედ ბინ ჰანბელ.

[32] ბუჰარი და მუსლიმი.

[33] ბუჰარი და მუსლიმი.

 



ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 32 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=