ჯინების შესახებ
კითხვა: გამარჯობა, ჯინის შეყვანა ლამპარში შესაძლებელია? წავიკითხე რომ ჯინების უამრავი სახეობა არსებობს, რამე ლოცვებია ამისთვის?
პასუხი: დიდება ალლაჰს! სალამი და ლოცვა მის შუამავალს.
ჯინის ლამპარში შეყვანა შეუძლებელია, მსგავსი რამეები უბრალოდ მითია და მეტი არაფერი, რადგანაც ჯინი უკვამლო ცეცხლისგანაა გაჩენილი და ადამიანისთვის უხილავი არსებაა.
ჯინები ჩვენთვის უხილავი არსებები არიან. ჯინები ადამიანის მსგავსად იბადებიან, მრავლდებიან და კვდებიან. მათ შორის არსებობს მამრობითი და მდედრობითო სქესი. როგორც ადამიანებში ასევე ჯინებშიც არსებობს მორწმუნე და ურწმუნო ჯინები. როგორც ყურანი გვსაწავლის იბლისი ანუ სატანა ერთ-ერთი ჯინთაგანი იყო. ყურანი, როგორც ადამიანებისთვის ასევე ჯინებისთვისაცაა გამოგზავნილი. მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრებაში იყო შემთხვევები, როდესაც ჯინებს ესაუბრებოდა და მათ რწმენას უხსნიდა.
ჯინებს შეუძლიათ ადამიანის სხეულში შესხვლა, რის შედეგადაც ადამიანში აღინიშნება ფსიქიკური აშლილობები და სხვა მსგავსი არანორმალური ქფექტები. ამის სამკურნალოდ უნდა ვიკითხოთ ყურანი და შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემული ლოცვები.
ყურანიდან საკითხავი სურეები და აიათები:
სურა ფათიჰა; სურა ბაყარადან პირველი 5 აიათი, 163, 255, 285-286; სურა ალი იმრანდან 18; სურა არაფიდან 54; სურა მუმინუნიდან 117; სურა ჯინ; სურა იხლასი; სურა ფელეყი და სურა ნასი.
ძილის წინ ფათიჰა, აიეთუ’ლ-ქურსი, იხლასი, ფელეყი და ნასი იკითხება, ხელებში შევუბერავთ და სხეულის ყველა ადგილას მოვისვამთ. თუ ავადმყოფს არ შეუძლია მაშინ ვინც უკითხავს იმან უნდა გაუკეთოს. ეს მოქმედება სამჯერ უნდა გავიმეოროთ.
შუამავლის უნაკლო სუნნეთში არსებული ლოცვები
أَعُوذُ بِكَلِكَاتِ اللهِ اتَّامِّاتِ مِنْ شَرِّ مَا خَلَقَ
ეს ვედრება დილას-საღამ უნდა იკითხოს. თუ სხვა უკითხავს მაშინ أَعُوذُ-ს ნაცვლად أُعِذُكَ უნდა თქვას.
أَعُوذُ بِكَلِماتِ اللهِ اتَّامِّةِ مِنْ كُلِّ شَيْطَانٍ وَهَامَّةٍ وَ مِننْ كُلِّ عَيْنٍ لَامَّةٍ
თუ სხვა უკითხავს მაშინ أَعُوذُ-ს ნაცვლად أُعِذُكَ უნდა თქვას.
أَذْهِبْ الْبَأْسَ رَبَّ النَّاسِ اشْفِ أَنْتَ الشَّافِي لَا شِفَاءَ إِلَّا شِفَاؤُكَ شِفَاءً لَا يُغَادِرُ سَقَمًا
بِسْمِ اللهِ أَرْقِيكَ مِنْ كُلُّ دَاءٍ يُؤْذِيكَ وَ مِنْ شَرِّ كُلِّ نَفْسٍ أَوْ عَيْنٍ حَاسِدٍ اَللهُ يَشْفِيكَ بِسْمِ اللهِ أَرْقِيكَ
ეს ორი ვედრება სხვამ უნდა უკითხოს ავადმყოფს.
أَعُوذُ بِاللهِ وَعِزَّتِهِ مِنْ شَرِّ مَا أَجِدُ وَ أُحَاذِرُ
أَعُوذُ بِعِزَّةِ اللهِ وَ قُدْرَتِهِ مِنْ شَرِّ مَا أَجِدُ
ეს ორი ვედრება ავადმყოფმა თვითონ უნდა იკითხოს.
أَعُوذُ بِكَلِكَاتِ اللهِ اتَّامِّاتِ الَّتِي لَا يُجَاوِزُ هُنَّ بَرٌّ وَ لَا فَاجِرٌ مِنْ شَرٍّ مَا يَنْزِلُ مِنْ السَّمَاءِ وِ مِنْ شّرِّ مَا يَعْرُجُ فِيهَا وَ مِنْ شَرِّ مَا ذَرَأَ فِي الْأَرْضِ وَ مَا يَخْرُجُ مِنْهَا وَ مِنْ شَرِّ فِتَنِ اللَّيْلِ وَ النَّهَارِ وَ مِنْ شَرِّ طَوَارِقِ اللَّيْلِ وَ النَّهَارِ اِلَّا طَارِقًا يَطْرُقُ بِخَيْرٍ يَا رَحْمَنُ.
თუ სხვა უკითხავს მაშინ أَعُوذُ-ს ნაცვლად أُعِذُكَ უნდა თქვას.
უჟმურისა და სატანისეული დაავადებებისგან თავდასაღწევად ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ მდგომარეობებზე:
1. ხუთი დროის ნამაზის შესრულება.
2. მუსიკისგან და ტელევიზორისგან შორს ყოფნა.
3. დაწოლის წინ აბდესის აღება და აიეთულ ქურსის კითხვა.
4. კედლებიდან ცოცხალი არსებების სურათების ჩამოხსნა.
5. ყოველი საქმის ბისმილით დაწყება.
6. გამუდმებით “ლაა ილააჰე ილლელლაჰ” თქმა.
7. დილდილაობით იასინ 36, საფფათ 37, დუჰან 44, რაჰმან 55, ჰაშრ 59, მეარიჯ 70 და ჯინ 72 სურეების კითხვა.
8. ავადმყოფს საძინებელ ოთახში მარტო არ უნდა ძინავდეს.
9. დილისა და საღამოს ლოცვების სისტემატიური კითხვა ან მოსმენა.
10. თუ მანდილოსანია შარიათის წესისამებრ ჩაიცვას, დაიბუროს და სახლიდან გასვლისას სუნამო არ გამოიყენოს.
11. ყოველდღიურად ყურანის კითხვა ან მოსმენა.
ყოველდღიური ლოცვები:
1. 1. დილით გარვიძებისას საკითხავი ლოცვა:
اَللَّهُمَّ بِكَ أَصْبَحْنَا وَ بِكَ أَمْسَيْنَا وَ بِكَ نَحْيَا وَ بِكَ نَمُوتُ وَ إِلَيْكَ النُّشُورُ.
2. ტანისამოსის ჩაცმისას საკითხავი ვედრება:
اَلْحَمْدُ لِااهِ الَّذِي كَسَانِي اَلثَّوْبَ وَ رَزَقْنِيهِ مِنْ غَيْرِ حَوْلٍ
3. საპირფარეშოში შესვლამდე საკითხავი ლოცვა:
اَللهُمَّ اِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ اَلْخُبْثِ وَ الْخَبَائِثِ
4. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ საკითხავი ლოცვა:
اَلْحَمْدُ لِلهِ الَّذِي اَذْهَبَ عَنِّي مَا يُؤْذِينِي وَ اَمْسَكَ عَلَيَّ مَا يَنْفَعُنِي
5. სახლიდან გასვლისას საკითხავი ლოცვა:
بِسْمِ اللهِ حَسْيِيَ اللهُ تَوَكَّلْتُ عَلَى اللهِ لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ اِلَّا بِاللهِ
6. სახლში შესვლისას საკითხავი ლოცვა:
اَللهُمَّ اِنِّي اَسْأَلُكَ خَيْرِ مَوْلَجِ وَ خَيْرِ الْمَخْرَجِ بِاسْمِ اللهِ وَلَجْنَا وَ بِاسْمِ اللهِ خَرَجْنَا وَ عَلَى اللهِ رَبِّنَا تَوَكَّلْنَا ثُمَّ لِيُسَلِّمْ عَلَى اَهءلِهِ
7. ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ საკითხავი ლოცვა:
أَعُوذُ بِكَلِمَاتِ اللهِ التَّامَاتِ مِنْ غَضَبِهِ، وَ شَرِّ عِبَادِهِ وَ مِنْ هَمَذَاتِ الشَّيَاطِينِ وَ أَنْ يَحْضُرُونِ
8. შიშის დროს საკითხავი ლოცვა:
هُوَ اللهُ، اَللهُ رَبِّي لَا شَرِكَ لَهُ.
9. წყლის დალევისას საკითხავი ლოცვა:
اَلْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي أَطْعَمَ وَ سَقَى وَ سَوَّغَهُ وَ جَعَلَ لَهُ مَخْرَجًا.
10. ჭამის შემდეგ საკითხავი ლოცვა:
أَللهُمَّ أَطْعَمْتَ وَسَقَيْتَ وَ أَغْنَيْتَ وَ أَقْنَيْتَ وَ هَدَيْتَ وَ أَحْيَيْتَ فَلَكَ الْحَمْدُ عَلَى مَا أَعْطَيْتَ
შენიშვნა: ყურანსა და სუნნეთში მოცემული მეთოდებით მკურნალობა ნებდართული მეთოდებია. სხვა მეთოდებით, ყურანისა და სუნნეთის გარდა სხვა ლოცვებით შელოცვა, რომელბიც შეიცავს ალლაჰის გარდა სხვა ვინმეზე ვედრებას ან სხვა არსებებისგან დახმარების განკურნების მოლოდინს, ეს ყველაფერი შირქია. მოგეხსენებათ შირქი უპატიებელი ცოდვაა უზენაესი ალლაჰის წინაშე. ასე რომ თუ იმკურნალებთ ჰალალით იმკურნალეთ და ნუ მიმართავთ ჯინდარჯებს, რომელბიც გაუგებარ ენაზე წერენ ნუსხებს და სხვადასხვა რიტუალების შესრულებას ავალებენ ადამიანებს. ეს რიტუალები შეიძლება იყოს განბანვის, სხვადასხვა ნივთიერებების დახჩოლების ან ყურბნის დაკლის სახით, რაც ჯინებისა და სატანის პატივსაცემად კეთდება და არა ალლაჰის. აქვე აღვნიშნავ, რომ ყურანის აიათების ქაღალდზე დაწერა და მისი თილისმის სახით კისერზე ჩამოკიდებაც მიუღებელი საქციელია, რადგანაც ყურანი უზენაესმა ალლაჰმა წასაკითხად და მის მიხედვით საცხოვრებლად გამოგვიგზავნა. როდესაც მას ვიკითხავთ და მის მიხედვით ვიცხოვრებთ შვებასაც მაშინ მივიღებთ მისგან. წინაარმდეგ შემთხვევაში ჩვენი საქციელი არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვინც ექიმის რეცეპტი ჯიბეში ჩაიდო იმ რწმენით, რომ წამლის დალევის გარეშე ჯიბეში მყოფი რეცეპტი მას მოარჩენს. ალლაჰმა მოგცეთ შვება და ჯანმრთელობა.
თეოლოგი: ნოდარ დავითაძე
22.05.2015 ბათუმი
|