ბიჭი შვილის არ ყოლა ალლაჰის სასჯელია?

ბიჭი შვილის არ ყოლა ალლაჰის სასჯელია?

 

კითხვა:  თუ ადამიანს ჰყავს გოგო შვილი და არ ჰყავს ბიჭი, ანუ თავისი
გვარის გამგრძელებელი, ეს ნიშნავს თუ არა რომ ეს ადამიანი ალლაჰმა რაღაცის
გამო დასაჯა?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

გოგო შვილი ან ბიჭი შვილის არ ყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალლაჰის სასჯელად ჩაითვალოს. ეს მცდარი შეხედულება და ალლაჰზე ცილის წამებაა. შვილი გოგოც და ბიჭიც ალლაჰის საჩუქარია და მასზე წუნი ღვთისდამი უმადურობაა. ადამიანის არსებობის მიზანი გვარის გაგრძელება როდია. ჩვენ ღვთისმსახურებისთვის ვართ გაჩენილნი და ყოველი ჩვენგანი გამოცდას გავდივართ თუ როგორი ცხოვრებით ვიცხოვრებთ ამ წარმავალ ქვეყანაზე. უზენაესი ალლაჰი ამ ჭეშმარიტებას თავის წიგნში შემდეგი აიათებით გვამცნობს:

وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ

(sxva aranairi mizniT) ar gamiCenia jinebi da adamianebi garda Cemze Tayvaniscemisa.[1]

تَبَارَكَ الَّذِي بِيَدِهِ الْمُلْكُ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ الَّذِي خَلَقَ الْمَوْتَ وَالْحَيَاةَ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًا

uzenaesia igi vis xelSicaa (samyaroTa) mmarTveloba da is yovlis SemZlea. romelmac gaaCina sikvdili da sicocxle, raTa gamoecadeT Tu romeli Tqvengani iqneboda saqmiT ufro kargi.[2]

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

05 რამაზანი 1434 / 13. 07 .2013

 



[1] სურა ზარიათ, 51/56-ე აიათი.

[2] სურა მულქ, 67/1-2-ე აიათები.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 100 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol