ყურანი და ბიბლია
27/03/2011

ავტორი: ანდრია

კითხვა: რომელ საუკუნეში შეიქმნა ყურანი და ბიბლია?

პასუხი: ბიბლია ორი წიგნისაგან შესდგება ესენია ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა ის წიმინდა წიგნია რომელიც მოსეს ებოძა სინას მთაზე. მოსე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1250 წლებში ცხოვრობდა. ძველი აღთქმის დაწერა და წიგნის ფორმაში მოყვანა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში დასრულდა. რაც შეეხება ბიბლიის მეორე ნაწილს სახარებას იგი გადმოგვცემს იესო ნაზარებელის ცხოვრებას და მის სიტყვებს, რომელიც მისმა მოციქულებმა დაწერეს და წიგნად აქციეს. დღეისათვის სინოპტიკურად მიჩნეული 4 სახარება(მათეს, პავლეს, მარკოზის და იოანეს) წარმოადგენს ახალ აღთქმის კრებულს. ამ სახარებების ყველაზე ადრე მარკოზის სახარება, იესოს დაბადებიდან 80 წელს არის დაწერილი ხოლო ყველაზე ბოლოს იოანეს სახარება II საუკუნის ბოლოს, რის გამოც მეცნიერები ამბობენ, რომ სახარება III საუკუნის წინა პერიოდს ეკუთვნისო.

რაც შეეხება ყურანს, იგი ზემოევლინა წმინდა მუჰამმედ შუამავალს, რომელიც იყო შუამავალთა ჯაჭვის ბოლო რგოლი. ყურანი 23 წლის განმავლობაში თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ გაბრიელ მთავარ ანგელოზის მეშვეობით ღვთისგან ევლინებოდა შუამავალს, რომელიც თავის მიმდევრებს აწერინებდა ყოველ ახალმოვლენილ აიათებს. ყურანის აიათების პირველი ზემოვლინება 610 წელს დაიწყო, როდესაც შუამავალი მუჰამმედი ჰირას გამოქვაბულში იყო. ყურანის ზემოვლინება 632 წლამდე ანუ შუამავალის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. ზემოვლენილი ყურანის აიათები ბრტყელ ქვებზე, ხის ფიცრებზე, ძვლებზე, ტყავზე, ხურმის ფოთლებზე და მსგავს რამეებზე იწერებოდა. შუამავალის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ წმინდა ომარმა ურჩია ხალიფა აბუ ბექირს, რომ ყურანი ორ ყდას შორის წიგნად მოექციათ რათა საფრთხე იყო ყურანის აიათების დაკარგვის, რადგან ომებში იღუპებოდნენ ჰაფიზები ანუ ყურანის ზეპირმცოდნეები. ხალიფა აბუ ბექირმა მოკრიბა იმ მორწმუნეთა კომისია, რომლებიც შუამავალის სიცოცხლეში ახალ ზემოვლენილ აიათებს წერდნენ და მათ დაავალა ყურანის ერთ წიგნად შეკრება. ამ კომისიას ხელმძღვანელად ზეიდ იბნ საიდი დაუნიშნა. რის შემდეგაც ყურანი ორ ყდას შუა ერთ წიგნად შეიკრიბა და
მას შემდეგ მსოფლიო მუსლიმანები იგივე უცვლელი ყურანით სარგებლობენ
.

 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 101 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol