თექბირის დროს ხელების მაღლა წამოწევა
კითხვა: შუამავალი თექბირს როგორ იღებდა და ამის შესახებ ჰადისები თუ არსებობს?
პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!
თქვენ გაინტერესებთ შუამავლის მიერ შესრულებული თექბირის ფორმა, თუმცა უფლებას მივცემ საკუთარ თავს და აქვე ერთ შენიშვნას გავაკეთებ. ჩვენს საზოგადოებაში სიტყვა თექბირში ძირითადად იგულისხმება ხელების მაღლა წამოწევა, რაც არ არის ამ სიტყვის არც ლექსიკონისეული და არც ტერმინოლოგიური მნიშვნელობა. სავარაუდოდ თქვენც ხელების წამოწევას კითხულობთ, როდესაც შუამავლის მიერ შესრულებულ ფორმასა და ჰადისებს გვეკითხებით.
სიტყვა თექბირ არაბული სიტყვაა და ნიშნავს დიდებას ანუ არაბულად „ალლაჰუ ექბერ„ (ალლაჰი უზენაესია) სიტყვების წარმოთქმას. ჩვენს მიერ ნამაზზე წარმოთქმული ყოველი ალლაჰუ ექბერ თექბირია. რაც შეეხება ხელების მაღლა წამოწევას ამას არაბულად „რეფღულ იედეინ„ ანუ ორივე ხელის წამოწევა ქვია და ამავე სახელითაა გავრცელებული ისლამის ლიტერატურაში.
ახლა კი შემოგთავაზებთ იმ მრავალი ჰადისებიდან რამოდენიმეს, რომლებიც შუამავლის მიერ ზოგიერთ თექბირებზე ხელების წამოწევას გადმოგვცემს:
عَنْ عَبْدُ اللهِ بْنِ عُمَرِ رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا قَالَ: رَأَيْتُ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إِذَا قَامَ فِي الصَّلَاةِ، رَفَعَ يَدَيْهِ حَتَّى تَكُونَا حذو مِنْكبِيهِ، وَكَانَ يَفْعَلُ ذَلِكَ حِينَ يَكبرُ لِلرُّكُوعِ، وَيَفْعَلُ ذَلِكَ إِذَا رَفَعَ رَأْسَهُ مِنَ الرُّكُوعِ، وَيَقُولُ: (سَمِعَ اللهُ لِمَنْ حَمِدَهُ). وَلَا يَفْعَلُ ذَلِكَ فِي السُّجُودِ.
აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს: „დავინახე ალლაჰის შუამავალი, (ს.ა.ვ.) როდესაც ნამაზზე დგებოდა ორივე ხელს მხრების სიმაღლეზე წამოწევდა, იგივენაირად აკეთებდა როდესაც იგი რუქუღს აკეთებდა და იგივეს აკეთებდა როდესაც მან რუქუღიდან თავი წამოწია და თქვა „სემი’ელლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ„ (ალლაჰს მისი მადიდებლის ესმის). თუმცა ამას სეჯდეს შესრულებისას არ აკეთებდა.„
عَنْ أَبِي قِلَابَةِ: أَنَّهُ رَأَى مَالِك بْنِ الحُوَيْرِث: إِذَا صَلَّى كَبرَ وَرَفَعَ يَدَيْهِ، وَإِذَا أَرَادَ أَنْ يَرْكَعَ رَفَعَ يَدَيْهِ، وَإِذَا رَفَعَ رَأْسَهُ مِنَ الرُّكُوعِ رَفَعَ يَدَيْهِ، وَحَدَّثَ: أَنَّ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَنَعَ هَكَذَا.
ებუ ყილაბე გადმოგვცემს, რომ მან დაინახა მალიქ ბინ ჰუვეირისი, რომელიც ნამაზს ასრულებდა, როდესაც საწყისი თექბირი წარმოთქვა მან ხელები მაღლა წამოწია, შემდეგ როცა რუქუღზე წასვლა დააპირა მან კვლავ ხელები მაღლა წამოწია და როდესაც რუქუღიდან თავი წამოწია მან კვლავ ხელები მაღლა წამოწია. თან დასძინა რომ უეჭველად ალლაჰის შუამავალიც ამნაირად იქცეოდაო.
წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!
თეოლოგი: ნოდარ დავითაძე
17 შევვალი 1434 / 23. 08 .2013
|