რატომ უნდა ავიღოთ აბდესი?

ლოცვის წინ აბდესის აღება რატომ არის საჭირო?

 

კითხვა:

ლოცვის წინ აბდესის აღება რატომ არის საჭირო?

პასუხი:

დიდება ალლაჰს!

სისუფთავე ისლამის რწმენის საფუძველია. აქედან გამომდინარე უზენაესი ალლაჰი I ჩვენგან ყოველი ღვთისმსახურების სუფთა მდგომარეობაში და სუფთა ადგილებში შესრულებას მოითხოვს:

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا قُمْتُمْ إِلَى الصَّلَاةِ فَاغْسِلُوا وُجُوهَكُمْ وَأَيْدِيَكُمْ إِلَى الْمَرَافِقِ وَامْسَحُوا بِرُءُوسِكُمْ وَأَرْجُلَكُمْ إِلَى الْكَعْبَيْنِ.

ჰოი თქვენ მორწმუნეებო! როდესაც ნამაზზე დადგებით, დაიბანეთ სახეები დახელები იდაყვებამდე, თავებზე ჩამოისვით (სველი ხელი) და ფეხები კოჭებამდე(დაიბანეთ).”[1]

ნამაზის წინ აბდესის აუცილებლობაზე ასევე ყურადღებას ამახვილებს მუჰამმედ შუამავალიც r რომლისგანაც აბდესის შესახებ იმდენად ბევრი ჰადისია გადმოცემული, რომ მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით ჰადისების კრებულებიც კი არის გამოცემული. მე ამ ჰადისებისგან მხოლოდ რამოდენიმეს მოვიყვან მაგალითად:

بن عمر عن النبي صلى الله عليه وسلم قال لا تقبل صلاة بغير طهور

აბდულლაჰ ბინ ომერისგან  t გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა  r ასე ბრძანა:“უაბდესოდ ნამაზი მიუღებელია.”[2]

عن أبي هريرة قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم إذا توضأ العبد المسلم أو المؤمن فغسل وجهه خرجت من وجهه كل خطيئة نظر إليها بعينيه مع الماء أو مع آخر قطر الماء أو نحو هذا وإذا غسل يديه خرجت من يديه كل خطيئة بطشتها يداه مع الماء أو مع آخر قطر الماء حتى يخرج نقيا من الذنوب

ებუ ჰურეიარსგან t გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა r ასე ბრძანა: “როდესაც მუსლიმი ან მორწმუნე მსახური აბდესს აიღებს და სახეს ჩამოიბანს მას წყალთან ან წყლის ბოლო წვეთთან ერთად ჩამოცილდება სახიდან ყველა ის ცოდვები რაც ჩაიდინა თვალებით. როდესაც ხელებს დაიბანს მას წყალთან ან წყლის ბოლო წვეთთან ერთად ჩამოცილდება ყველა ცოდვები რაც ჩაიდინა ხელებით და ასე განიწმინდება იგი ცოდვებისაგან.”[3]

عن جابر بن عبد الله رضى الله تعالى عنهما قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم مفتاح الجنة الصلاة ومفتاح الصلاة الوضوء

ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან t გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა r ასე ბრძანა:“სამოთხის გასაღები ნამაზია, ხოლო ნამაზის გასახები კი აბდესია.”[4]

როგორც ვხედავთ აბდესი უზენაესი ალლაჰისა I და მისი შუამავალის r ბრძანებაა, რაზეც მორწმუნე მუსლიმანს მორჩილება და საუკეთესო ფორმით შესრულება შეშვენის.

 

ნოდარ დავითაძე

 

 

________________________________________

[1] სურა მაიდე, 5/6- აიათი.

[2] მუსლიმი, ტაჰარა, 2; იბნი მაჯე, ტაჰარა, 2; თირმიზი, ტაჰარა, 1.

[3] მუსლიმი, ტაჰარა, 11; მუვატტა, ტაჰარა, 6; თირმიზი, ტაჰარა, 2.

[4] მუსნედ, 14135; თირმიზი, ტაჰარა, 4.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 103 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol