მიცვალებულის ნამაზზე ფათიჰას კითხვა

მიცვალებულის ნამაზზე ფათიჰას კითხვა

კითხვა: ფათი არის ნებისმიერი ნამაზის გასაღები (გამხსნელი, დასაწყისი), ჯენაზაც ნამაზია, არის თუ არა დანაშაული როცა ჯენაზის დროს ფათიას სურას მესამე თექბირზე ვკითხულობთ და არა პირველ თექბირზე?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

ჯენაზე ნამაზზე ფათიჰას კითხვა არ კითხვის საკითხი სწავლულთა შორის საკამათო თემაა. ჰანეფი სწავლულთა მიხედვით ჯენაზე ნამაზზე ფათიჰას კითხვა თაჰრიმენ მექრუჰია,[1] მხოლოდ დუის ნიეთით თუ იკითხავ მაშინ დასაშვებია. მალიქი სწავლულთა მიხედვით ჯენაზე ნამაზზე ფათიჰას კითხვა თენზიჰენ მექრუჰია,[2] დანარჩენი ორი მეზჰების სწავლულთა აზრით ფათიჰას კითხვა აუცილებელია.[3]

ჯენაზე ნამაზზე ფათიჰას უკითხველობის გადაწყვეტილება, ორ გარემოებაზე დაყრდნობითაა მიღებული. პირველი, როგორც ყველასთვის ცნობილია იმამი მალიქი მედინელი ალიმია და მისი გადმოცემით მედინელი მუსლიმები ჯენაზე ნამაზზე ფათიჰას არ კითხულობდნენ.[4]

მეორე არის ის გარეომება, რომ ვინაიდან მიცვალებულისთვის ლოცვას რუქუღი და სეჯდე თან არ ახლავს, ზოგიერთი სწავლულის აზრით იგი არა ნამაზი არამედ მიცვალებულისთვის ვედრებაა.

ზოგიერთი სწავლულები ამბობენ „ჯენაზე ნამაზზე ფათიჰა არ იკითხება, პირიქით ალლაჰი უნდა ვადიდოთ, შუამავალს მივესალმოთ  და დავლოცოთ და გარდაცვლილის სულისთვის ღმერთს უნდა შევევედროთ.„ ამ აზრზე არიან სუფიანი სევრი და ქუფელი სწავლულები.[5]

თუმცა როგორც სანდო და უტყუარი ჰადისები გვიჩვენებს მიცვალებულისთვის ლოცვა ნამაზად ითვლება, რადგან ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) თავის ჰადიესბში ბრძანებას:

صَلُّوا عَلَى صَاحِبِكُمْ

„თქვენი (გარდაცვლილი) მეგობრის ნამაზი ილოცეთ.„[6]

ფათიჰას გარეშე შესრულებული ნამაზი მიუღებელია:

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ، عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ" مَنْ صَلَّى صَلَاةَ لَمْ يَقْرَأْ فِيهَا بِأُمِّ الْقُرْآنِ فَهِيَ خدَاج" ثَلَاثًا، غَيْر تَمَام.

ებუ ჰურეირას (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) ბრძანა: „ვინც ნამაზს ილოცავს და მასში ყურანის დედას (სურა ფათიჰას) არ იკითხავს მისი ნამაზი ნაკლულია, მისი ნამაზი ნაკლულია, მისი ნამაზი ნაკლულია, სრული არ არის.„[7]

ჯენაზე ნამაზის პირველ თექბირზე ფათიჰას კითხვა სუნნეთია:

عَنْ طَلْحَةَ بْنِ عَبْدُ اللهِ بْنِ عَوْفٍ قَالَ: صَلَّيْتُ خَلْفَ اِبْنِ عَبَّاسٍ (رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا) عَلَى جَنَازَةِ، فَقَرَأَ بِفَاتِحَةِ الْكِتَابِ، فَقَالَ: لِيَعْلَمُوا أَنَّهَا سُنَّةٌ.

ტალჰა ბინ აბდულლაჰ ბინ ავფი გადმოგვცემს: „იბნი აბბასის (რ.ა.) უკან ჯენაზე ნამაზი ვილოცე და (ხმამაღლა) წიგნის გამხსნელი (სურა ფათიჰა) იკითხა. ბოლოს დასძინა, ხმამაღლა ვიკითხე რათა თქვენც გესწავლათ, რომ ეს სუნნეთია.„[8]

შუამავლის საჰაბეთაგან ერთ-ერთმა ებუ უმამეს ასე უთხრა: ჯენაზე ნამაზი სუნნეთის მიხედვით ასე ილოცება: „თექბირი, შემდეგ დაბალი ხმით ფათიჰა იკითხება, შემდეგ ალლაჰის შუამავლისთვის სალათუ-სელამი იკითხება, შემდეგ დუა და შემდეგ მისალმება.„[9]

ჯენაზაზე ფათიჰას უარმყოფელ სწავლულებს რაიმე მყარი არგუმენტი არ გააჩნიათ. საჰაბე კი გარკვევით გადმოგვცემს, რომ ჯენაზაზე ფათიჰას კითხვა სუნნეთია. მოგეხსენებათ, რომ საჰაბე სუნნეთის გარდა სხვა არაფერს არ მოიხსენებდა სუნნეთის სახელით. ზემოთ მოყვანილ ჰადისში საჰაბე იბნი აბბასი რაკი ხაზგასმით ამბობს: ხმამაღლა ვიკითხე, რადგან გესწავლათ, რომ ეს სუნთიაო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წესით ჯენაზაზე ფათიჰა დაბალი ხმით საკითხავია.

ჯენაზე ნამაზის მეორე თექბირზე შუამავალი უნდა დავლოცოთ, როგორც ამას თავის სუნნეთში გვასწავლის და ყოველ ნამაზზე სალლი-ბარიქის სახით ვკითხულობთ ხოლმე.

როგორც თქვენ იკითხეთ მესამე თექბირზე ფათიჰას კითხვის წესი არცერთ მეზჰებში არ არის. ამას მხოლოდ ჰანეფი ხოჯები ამბობენ, რომ თუ ჯენაზის დუა არ იცით მაშინ დუის ნიეთით ფათიჰა იკითხეთო. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მიცვალებულისთვის ლოცვისას მესამე თექბირზე ცოცხლებისა და გარდაცვლილებისთვის უნდა ვილოცოთ, მათი შეცდომების პატიებისა და სამოთხეში შესვლისთვის ღმერთს უნდა ვევედროთ. თუ სუნნეთში არსებულ, რომელიმე ვედრებას დავიზეპირებთ კარგია, თუ არა და საკუთარ ენაზე, საკუთარი გრძნობებით თუ შევევედრებით უმჯობესია. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) ასე ბრძანებს:

إِذَا صَلَّيْتُمْ عَلَى الْمَيِّتِ فَأَخْلِصُوا لَهُ الدُّعَاءَ

„ჯენაზე ნამაზის ლოცვისას მიცვალებულისთვის გულწრფელი ლოცვა აღავლინეთ.„[10]

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

04 შევვალი 1434 / 10. 08 .2013

 



[1] ჰარამთან ახლოს მყოფი მექრუჰი.

[2] გამაფრთხილებელი მექრუჰი.

[3] Prof. Dr. Vehbe ZUHAYLÎ, İslam Fıkhı Ansiklopedisi, C. III, s. 53, Risale Yayinevi, 1994, İstanbul.

[4] ალ-ბიდაე.

[5] Seyyid SÂBIK, Fikhu’s-Sünne, C. I, s. 376, Pınar Yayınları, 1992, İstanbul.

[6] თირმიზი, ჯენაზიზ, 69/ჰნ. 1069-1070.

[7] მუსლიმ, სალათ, 38; მუვატტა, ნიდა, 39; ებუ დავუდ, სალათ, 132; თირმიზი, თეფსირ, სურა ფათიჰა; ნესაი, იფთითაჰ, 23; იბნი მაჯე, ედებ, 52.

[8] ბუხარი, ჯენაიზ, 23/ 65, ჰნ. 1335; ებუ დავუდ, ჯენაიზ; თირმიზი, ჯენაიზ; ნესაი, ჯენაიზ.

[9] Prof. Dr. Vehbe ZUHAYLÎ, İslam Fıkhı Ansiklopedisi, C. III, s. 51; Neylü’l-Evtâr, IV, 60. იბნი ჰაჯერ ალ-ასყალანი ამბობს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.

[10] ებუ დავუდ, ჯენაიზ, ჰნ. 3199; თირმიზი, ჯენაიზ, 23.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 95 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol