სუნნეთების გარეშე აბდესი

აბდესის სუნნეთები რომ არ შევასრულოდ აბდესიანად ჩავითვლებით?

 

კითხვა: რამაზანში აბდესის აღებისას, აბდესის სუნნეთები რომ არ შევასრულოთ მხოლოდ ფარძების შესრულებით აბდესიანად თუ ჩავითვლებით? სუნნეთების არ შესრულებაში პირში წყლის გამოვლებას ვგულისხმობ რათა წყალი არ გადაგვცდეს ყელში.

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში კაცი აბდესიანად რომ ჩაითვალოს ამისათვის აბდესის ფარძების შესრულება საკმარისია. თუმცა ფარძთან ერთად სუნნეთების შესრულება უფრო უკეთესი და უფრო მეტი მადლის საწინდარია. მარხვის დროს პირში და ცხვირში წყალი უნდა გამოვივლოთ თუმცა ღრმად ყელში არ უნდა ჩავიგუბოთ და არც ცხვირით ძლიერად არ უნდა შევისუნთქოთ, რომ წყალი არ გადაგვცდეს. შუამავალი (ს.ა.ვ.) ასე ბრძანებს: „აბდესის აღებისას ცხვირით წყალი ძლიერად შეისუნთქეთ, მხოლოდ მარხვისას ნუ შეისუნთქავთ ძლიერად„

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

03 რამაზანი 1434 / 11. 07 .2013


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 102 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol