რაბიტა

რაბიტა

კითხვა: არის თუ არა რაბუთა ისლამში მისაღები საქციელი, ანუ ის რომ ადამიანმა პატიება ვინმე ევლიას სთხოვოს რადგან ის არის ცოდვილი და ალლაჰი პირდაპირ მის თხოვნას არ შეისმენს?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

მსგავსი რამ არც ალლაჰის წიგნში, არც მისი შუამავლის უნაკლო სუნნეთში და არც პირველი თაობის მუსლიმთა ცხოვრებაში არ გვხვდება. პირიქით ყურანი და სუნნეთი მსგავს საქციელს შირქად აფასებს და კრძალავს. წმინდა ყურანში ვედრების ან ცოდვების მონანიების შესახებ არცერთ აიათში შუამდგომლის პირობა არ არის წამოყენებული:

فَمَن تَابَ مِن بَعْدِ ظُلْمِهِ وَأَصْلَحَ فَإِنَّ اللَّهَ يَتُوبُ عَلَيْهِ ۗ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ

„ხოლო ვინც მოინანიოს თავისი უსამართლობის შემდეგ და გამოსწორდეს, ჭეშმარიტად ალლაჰი მიუტევებს მას. უეჭველად ალლაჰი შემნდობი და მოწყალეა.„[1]

مَنْ عَمِلَ مِنكُمْ سُوءًا بِجَهَالَةٍ ثُمَّ تَابَ مِن بَعْدِهِ وَأَصْلَحَ فَأَنَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ

“რომელი თქვენგანიც უვიცობით ბოროტს ჩაიდენს, მერე კი მოინანიებს ამის შემდეგ და გამოსწორდება, უეჭველად იგი მპატიებელი და მოწყალეა.”[2]

وَالَّذِينَ عَمِلُوا السَّيِّئَاتِ ثُمَّ تَابُوا مِن بَعْدِهَا وَآمَنُوا إِنَّ رَبَّكَ مِن بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَّحِيمٌ

რომლებმაც უკეთურებები აკეთეს, მერე მოინანიეს ამის შემდეგ და ირწმუნეს, ჭეშმარიტად შენი გამჩენიც ამის შემდეგ მპატიებელი და მოწყალეა.[3]

وَاسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ ۚ إِنَّ رَبِّي رَحِيمٌ وَدُودٌ

პატიება  შესთხოვეთ, თქვენს გამჩენს და მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად ჩემი გამჩენი მოწყალე და მოყვარულია.[4]

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا تُوبُوا إِلَى اللَّهِ تَوْبَةً نَّصُوحًا عَسَىٰ رَبُّكُمْ أَن يُكَفِّرَ عَنكُمْ سَيِّئَاتِكُمْ وَيُدْخِلَكُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ

„მორწმუნენო! ალლაჰის წინაშე გულწრფელი სინანულით მოინანიეთ. ეგების თქვენმა გამჩენმა დაგიფაროთ სიავენი თქვენი და შეგიყვანოთ სამოთხეებში, რომლის ქვეშაც ნაკადულები დის.„[5]

უზენაესი ალლაჰი არც მომნანიებელს და არც მავედრებელს მსგავს პირობებს არ უყენებს. იგი პირდაპირ მის წინაშე მონანიებისა და მასზე ვედრებისკენ მოგვიწოდებს:

وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ

„თუ გკითხავენ შენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, (დაე უთხარი, რომ) უეჭველად ახლოს ვარ მე, შევისმენ მლოცველის ლოცვას, როცა მომიხმობს მე. მაშ მისმინონ მე და ჩემი რწმენა ჰქონდეთ, ეგების სწორი გზით ივლიან.„[6]

وَقَالَ رَبُّكُمُ ادْعُونِي أَسْتَجِبْ لَكُمْ

„თქვენი უფალი ბრძანებს: შემევედრეთ მე, გიპასუხებთ[7] თქვენ.„[8]

როგორც ვხედავთ, ალლაჰი ჩვენგან არ მოითხოვს არც ევლიას, სახელით, არც შეიხის სახელით ვედრებას. ამგვარი საქციელი ადამიანის საქმეს ჰგავს, რომ ვიღაც ნაცნობის სახელით მიხვიდე და საქმე ჩაიწყო. ამგვარი საქმე თვითონ ხალხშიც არ არის მიღებული კარგ საქმედ, რადგან ვისაც ნაცნბი და საქმის ჩამწყობი ყავს ის საქმეს იკეთებს ვისაც არ ჰყავს ის იჩაგრება. თუ ადამიანი ღვთის დახმარებას იმსახურებს, თუმცა შუამდგომელი ევლიას ჩაურევლობის გამო ვერ ეწია ამ დახმარებას, ეს ხომ უსამართლობაა. ასევე უსამართლობა იქნება თუ პიროვნება არ იმსახურებს ღვთის დახმარებას, თუმცა შუამდგომელი ევლიას ჩარევით ამ დახმარებას მიიღებს. უზენაესი ალლაჰი ამ ყველაფრისგან შორსაა. ამგვარი რწმენა, ალლაჰზე ამგვარი წარმოდგენა ეწინააღმდეგება ალლაჰის შემდეგ სახელებსაც: اَلرَّحْمَن მოწყალე, اَلْغَفَّار მპატიებელი, اَلْوَهَّاب უანგაროდ მიმტევებელი, اَلْعَدْل სამართლიანი, اَلْغُفُور ცოდვათა მიმტევებელი, اَلْمُجِيب  ვედრების შემსმენელი და დადებითი პასუხის გამცემი, اَلْوَدُود მსახურთა მიმართ უსაზღვრო სიყვარულის მქონე, اَلْوَلِىّ მორწმუნეთა მეგობარი, اَلتَّوَّاب მონანიების მიმღები, اَلْغَفُوّ ცოდვათა წამშლელი, اَلرَّؤُف შემბრალებელი.

ჩვენ თუ გვჯერა, რომ ალლაჰი ამ ჩამოთვლილი ყველა სახელის და თვისების მქონეა, მაშინ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ასეთი მოწყალე და სამართლიანი ღმერთი ჩვენ ნაცნობობით საქმის ჩაწყობას არ მოგვთხოვს, პირიქით ის ყველას ლოცვას მიიღებს, ყველას ვედრებას შეისმენს, ყველა მომნანიებელს აპატიებს, ოღონდ მლოცველმა ილოცოს, მავედრებელმა ევედროს და მომნანიებელმა მოინანიოს.

თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ალლაჰს ჩვენ ვერ მივაწვდენთ ჩვენს ხმას, ვერ დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ნამდვილად დახმარების ღირსნი ვართ და ნამდვილად ერთგულნი ვართ, ამიტომაც კარგი იქნება, ვინმე მასთან დაახლოებულ პირებს თუ მივიყოლიებთ რომლებიც აუხსნიან ჩვენს მდგომარეობას, მაშინ ჩვენ გვავიწყდება ალლაჰის: اًلسَّمِيع ყოვლის მსმენელი, اَلْبَصِير ყოვლის მხედველი, اَلْخَبِير ყოვლის მცოდნე, اَلْمُحْصِى ყველაფრის დაწვრილებითა და დეტალურად მცოდნე, اَلصَّمَد ყოვლად დამოუკიდებელი, اَلْقَادِر ყოვლის შემძლე, اَلْمُقْتَدِر ყველაფრის უნარის მქონე, اَلشَّهِيد ყოვლის მხილველი და მოწმე, სახელები და თვისებები, სხვანაირად როგორ შეიძლება ამ თვისებების მქონე ღმერთთან ჩვენ საქმის ჩასაწყობად ან დასახათრებლად ვინმეს მიგზავნა დაგვჭირდეს?

დავუბრუნდეთ ბაყარა სურას 186-ე აიათს და ვნახოთ რა პირობას გვიყენებს ალლაჰი იმისათვის, რომ მიიღოს ჩვენი ვედრება, ევლიებისა და შეიხების შუამდგომლად ჩაყენებას თუ სხვა რამეს. აიათში ასეთ რამეს ვკითხულობთ: „შევისმენ მლოცველის ლოცვას, როცა მომიხმობს მე. მაშ მისმინონ მე და ჩემი რწმენა ჰქონდეთ.” რა უნდა ვისმინოთ ალლაჰისგან? და როგოი რწმენა უნდა გვქონდეს მისდამი? რათქმაუნდა ალლაჰისგან უნდა ვისმინოთ ის რასაც ყურანში გვიბრძანებს და მისდამი რწმენა უნდა გვქონდეს ისე, როგორც თვითონ გაგვაცნო საკუთარი თავი მისი წიგნის ან შუამავალის საშუალებით. აი ამ შემთხვევაში მივიღებ თქვენს ვედრებასო, ბრძანებს წმინდა ყურანში.

ახლა კი მინდა ერთი ორი აიათი მოვიყვანო ყურანიდან იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვისმინოთ ალლაჰის მოწოდება რომელსაც ბაყარა სურას 186-ე აიათში გვამცნობს უზენაესი.

اتَّبِعُوا مَا أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ وَلَا تَتَّبِعُوا مِن دُونِهِ أَوْلِيَاءَ ۗ قَلِيلًا مَّا تَذَكَّرُونَ

“დაემორჩიელეთ იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენი უფლისგან და ნუ დაემორჩილებით მის გარდა ევლიებს. მწირია დაფიქრება თქვენი.”[9]

وَمَن يُشَاقِقِ الرَّسُولَ مِن بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ الْهُدَىٰ وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ الْمُؤْمِنِينَ نُوَلِّهِ مَا تَوَلَّىٰ وَنُصْلِهِ جَهَنَّمَ ۖ وَسَاءَتْ مَصِيرًا

„ვინც განუდგეს შუამავალს მას შემდეგ რაც ცხადი გახდა მისთვის ჭეშმარიტი გზა და გაუყვეს იმ გზას, (რომელიც) არაა მორწმუნეების, მას მივაქცევთ იქეთ საითაც გეზი აიღო და ჯოჯოხეთში შევიყვანთ. რა ცუდი სამყოფელია იგი.„[10]

وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ وَلَا مُؤْمِنَةٍ إِذَا قَضَى اللَّهُ وَرَسُولُهُ أَمْرًا أَن يَكُونَ لَهُمُ الْخِيَرَةُ مِنْ أَمْرِهِمْ ۗ وَمَن يَعْصِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا مُّبِينًا

“როდესაც ალლაჰი და მისი შუამავალი რომელიმე საქმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მორწმუნე კაცებს და ქალებს არ მოუხდებათ არჩევანი გააკეთონ (და სხვა ალტერნატივა ეძიონ) მათ ბრძანებაზე. ვინც ეურჩოს ალლაჰს და მის შუამავალს ის ნამდვილად და ცხადად გზას აცდენილია.”[11]

ასე რომ ყურანსა და შუამავლის სუნნეთზე მიყოლით ვართ ვალდებულნი და არა რომელიმე შეიხის ან ევლიის ტარიკატზე. იმქვეყნად ალლაჰის წიგნის მიხედვით განვიკითხებით და არა ტარიკატების მიხედვით.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

04 შევვალი 1434 / 10. 08 .2013



[1] სურა მაიდე 5/39-ე აიათი.

[2] სურა ენ’ამ 6/54-ე აიათი.

[3] სურა ა’რაფ 7/153-ე აიათი.

[4] სურა ჰუდ 11/90-ე აიათი.

[5] სურა თაჰრიმ 66/8-ე აიათი.

[6] სურა ბაყარა 2/186.

[7] თქვენს ვედრებას, შევისმენ, დადებითად ვუპასუხებ.

[8] სურა მუმინ 40/60.

[9] სურა რაფ 7/3-ე აიათი.

[10] სურა ნისა 4/115-ე აიათი.

[11] სურა აჰზაბ 33/36.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 98 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol