დევრი

დევრი

 

კითხვა: არის თუ არა დევრი ისლამური საქციელი და სწორი თუ არა რომ დევრის გარეშე სამოთხში შესვლა შეუძლებელია?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

დევრის შესახებ არც ყურანში, არც სუნნეთში და არც პირველი სამი თაობის მუსლიმების პრაქტიკაში არ მოგვეპოვება რაიმე საყრდენი არგუმენტი.

მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ვ.) ბრძანებს:

عَنْ عَائِشَةَ أَنَّ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَالَ مَنْ أَحْدَثَ فِي أَمْرِنَا هَذَا مَا لَيْسَ مِنْهُ فَهُوَ رَدٌّ.

ვინც ამ ჩვენს საქმეში (რწმენაში) მასში არ არსებული რამე გამოიგონოს ის (საქმე) მიუღებელია.„[1]

      მუსლიმის სხვა გადმოცემის მიეხედვით კი:

مَنْ عَمِلَ عَمَلًا لَيْسَ عَلَيْهِ أَمْرُنَا فَهُوَ رَدٌّ.

      ვინც გააკეთოს ისეთი რამე, რაზეც ჩვენი ბრძანება არ არის ის მიუღებელია.”[2]

როგორც ზემოთ მოყვანილი ჰადისები გვეუბნება, ყოველი საქმე რომელიც შუამავალს არ უნადერძებია ჩვენთვის მიუღებელია. სამოთხეში შესვლა არ შესვლის საკითხიც ალლაჰის ნებაზეა დამოკიდებული და მის გარდა არავინ არ იცის. უარგუმენტოდ არავის არ აქვს ასეთი რამის თქმის უფლება.

წმინდა შუამავალი (ს.ა.ვ.) ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს:

„-არ არსებობს საქმე, რომელიც თქვენ სამოთხესთან დაგაახლოვებთ და მე ის არ მებრძანებინოს; ასევე არ არსებობს საქმე, რომელიც თქვენ ჯოჯოხეთთან დაგაახლოვებთ და მე ის არ ამეკრძალოს.„[3]

ამ ჰადისის თანახმად სამოთხისკენ წამყვანი არცერთი საქმე არ გამოუტოვებია შუამავალს უბრძანებელი.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

16 შაღბანი 1434 / 24. 06 .2013

 

 



[1] მუსლიმ, 1718, 3242.

[2] მუსლიმ, ჰ.ნ.. 1718.

[3] ჰაქიმ, მუსთედრექ.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 89 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol