ისა შუამავალი ქრისტიანობას არ ქადაგებდა

ისა (ა.ს.) შუამავალი ქრისტიანობას არ ქადაგებდა

 

კითხვა: ღმერთმა რატომ მოავლინა იესო ქრისტე ანუ ისა შუამავალი, რათა ქრისტიანობა გაევრცელებინა. თუ სწორი რელიგია არაა ქრისტიანობა აბა რატომ ავრცელებდა ისა შუამავალი?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

ალლაჰის მიერ მოვლენილი ყოველი შუამავალი მშვიდობასა და მონოთეიზმს ქადაგებდა. ყოველი შუამავალი მხოლოდ ერთი ღმერთის მორჩილებას ასწავლიდნენ, სიკეთისკენ მოუწოდებდნენ და ბოროტს კრძალავდნენ. კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე უზენაესი ალლაჰის მიერ მოვლენილმა ყველა შუამავალმა ამ გაგებით ისლამი იქადაგა. ისლამი მორჩილებასა და მშვიდობას ნიშნავს. ანუ ყოველი შუამავალი მოუწოდებდა ერთი ღმერთისადმი მორჩილებას. ერთი ღმერთის მორჩილებაში მყოფი საზოგადოება მშვიდობის გარანტია და ამავე დროს სულიერი სიმშვიდეც სუფევს მათ გულებში.

ისა (ა.ს.) შუამავლის მიერ ნაქადაგარ სარწმუნოებას ნუ შევაფასებთ ისე, როგორც დღევანდელ ქრისტიანობას, რადგან მან ისტორიის მანძილზე მრავალჯერ სახე იცვალა და მრავალჯერ მოხვდა ისტრორიული, გეოგრაფიული, კულტურული და ეთნიკური ადათწესების ზეგავლენის ქვეშ. რის შედეგადაც მივიღეთ ყველა ერისთვის განკუთვნილი ეკლესია, ყველა ერს თავისი განკუთვნილი მფარველი წმინდანები, ყველა ერის გემოვნებაზე აწყობილი ორდენები, ჯვრისა და ხატის თაყვანისცემა და აშ. ეს ყველაფერი კი იმ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის უცხოა რაც ისა (ა.ს.) შუამავალმა იქადაგა. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც რომ დღევანდელ ქრისტიანთა წმინდა წიგნსი არ არის ნახსენები, რომ ამ სარწმუნოებას ქრისტიანობა ქვია. ეს იმაზე მეტყველებს რომ თავდაპირველად ისა (ა.ს.) შუამავლის მიერ ნაქადაგარ რელიგიას ქრისტიანობა არ ერქვა ეს მერე შერქმეული სახელია. ამიტომ ჩვენგან არასწორი ნათქვამი იქნება თუ ვიტყვით რომ ისა (ა.ს) შუამავალი ქრისტიანობას ქადაგებდა, მის მიერ ნაქადაგარი ჭეშმარიტ სარწმუნოებას და დღევანდელ ქრისტიანობას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

17 შაღბანი 1434 / 25. 06 .2013

 


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 97 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol