ყურანი ღვთიური წიგნია

 

ყურანი ღვთიური წიგნია

ვისაც ეჭვი ეპარებათ, რომ ყურანი ღვთიური წიგნია მათ ალლაჰი მოუწოდებს შექმნან მისი მსგავსი წიგნი თუ იგი ნამდვილად კაცის მიერ დაწერილია.

ყურანი არ მიმართავს ცბიერულ მეთოდებს, რათა დააბნიოს მკითხველი და აზრი შეაცვლევინოს. პირიქით იგი მოუწოდებს საკუთარი ცოდნის, ლოგიკისა და სხვა ყველა შესაძლებლობები მთლიანად გამოიყენონ, თავიანტი სიმართლის დასამტკიცებლად. იგი მოუწოდებს თვითონაც შექმნან ყურანის მსგავსი წიგნი, რისთვისაც უსაზღვრო დროს და რთულიდან მარტივის მიმართულებით სამ განსხვავებული სირთულის ალტერნატივას იძლევა. ვინაიდან დღემდე კაცობრიობა უძლურია ამ შემოთავაზების წინაშე ქრება ეჭვი იმისა, რომ ეს მუჰამმედმა (...) VI საუკუნეში თავისით დაწერა.

პირველ საფეხურზე ალლაჰი მოუწოდებს შექმნან ყურანის მსგავსი წიგნი:

قُلْ فَأْتُوا بِكِتَابٍ مِّنْ عِندِ اللَّهِ هُوَ أَهْدَىٰ مِنْهُمَا أَتَّبِعْهُ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ

(შუამავალო) უთხარი: „თუ სიმართლეს ამბობთ, მოიტანეთ წიგნი ალლაჰისგან, რომელიც ამ ორზე უკეთესი წინამძღოლი იქნება და მეც მივყვები მას!“[1]

قُل لَّئِنِ اجْتَمَعَتِ الْإِنسُ وَالْجِنُّ عَلَىٰ أَن يَأْتُوا بِمِثْلِ هَٰذَا الْقُرْآنِ لَا يَأْتُونَ بِمِثْلِهِ وَلَوْ كَانَ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍ ظَهِيرًا

(შუამავალო) უთხარი: რომც გაერთიანდნენ კაცნი და ჯინნი, რათა შექმნან მსგავსი ამ ყურანისა, ვერ შექმნიან მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ!“[2]

فَلْيَأْتُوا بِحَدِيثٍ مِّثْلِهِ إِن كَانُوا صَادِقِينَ

მაშ, მოიტანონ მისი მსგავსი სიტყვა, თუ არიან მართალნი.”[3]

როდესაც ურწმუნოები უძლურნი აღმოჩნდნენ ყურანის მსგავსი წიგნის შექმნაზე ალლაჰმა მათ მეორე უფრო შემსუბუქებული ალტერნატივა შესთავაზა რომელის მიხედვითაც მათ ყურანის მსგავსი 10 სურას შექმნა ევალებოდათ:

أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِعَشْرِ سُوَرٍ مِّثْلِهِ مُفْتَرَيَاتٍ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُم مِّن دُونِ اللَّهِ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ

ან კიდევ ამბობენ: „იგი (ყურანი) მან (მუჰამმედმა) შეთხზაო.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ათიოდე სურა ამის მსგავსი შეთხზული და მოუხმეთ (დახმარებისთვის) ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ თქვენ მართალნი ხართ!“[4]

მაგრამ ურწმუნოებმა ვერც ამის შესრულება ვერ შეძლეს.

ალლაჰმა კიდევ უფრო შეამსუბუქა თავისი მოწოდება და მესამე ალტერნატივა შესთავაზა რომლის თანახმადაც ყურანის მსგავსი ერთი სურას შექმნა ევალებოდათ:

أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِسُورَةٍ مِّثْلِهِ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُم مِّن دُونِ اللَّهِ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ

 

ან ამბობენ: იქნებ, მან (მუჰამმედმა) შეთხზა იგი (ყურანი). უთხარი: მაშ, მოიტანეთ ერთი სურა მისი მსგავსი და მოუხმეთ ვისი იმედიც გაქვთ ალლაჰის გარდა, თუ თქვენ ხართ მართალნი!”[5]

وَإِن كُنتُمْ فِي رَيْبٍ مِّمَّا نَزَّلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا فَأْتُوا بِسُورَةٍ مِّن مِّثْلِهِ وَادْعُوا شُهَدَاءَكُم مِّن دُونِ اللَّهِ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ * فَإِن لَّمْ تَفْعَلُوا وَلَن تَفْعَلُوا فَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي وَقُودُهَا النَّاسُ وَالْحِجَارَةُ ۖ أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ

თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი. რომ ვერ შექმნათ და ვერც ვერასდროს შექმნით, მაშინ იმ ცეცხლისა გეშინოდეთ, რომელიც ურწმუნოთათვის არის გამზადებული და რომლის საწვავი ქვები და ადამიანებია.”[6]

ამ აიათის ჩამოვლინებიდან დღემდე 14 საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე დუმს ის ხალხი ვინç თავს იმართლებს იმთ რომ ეს მუჰამმედმა (...) დაწერა.

 

-----------------------

[1] სურა ყასას, 28/49- აიათი.

[2] სურა ისრა, 17/88- აიათი.

[3] სურა თურ, 52/34- აიათი.

[4] სურა ჰუდ, 11/13- აიათი.

[5] სურა ბაყარა, 2/23-24- აიათები.

[6] სურა ბაყარა, 2/23-24- აიათები.

 

 

 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 49 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol