რატომ არ ვზეიმობთ ახალ წელს

რატომ არ ვზეიმობთ ახალ წელს

            إِنَّ الْحَمْدَ لِلَّهِ نَحْمَدُهُ وَنَسْتَعِينُهُ وَنَسْتَغْفِرُهُ وَنَعُوذُ بِاللهِ مِنْ شُرُورِ أَنْفُسِناَ وَمِنْ سَيِّئاَتِ أَعْمَالِناَ، مَنْ يَهْدِهِ اللهُ فَلاَ مُضِلَّ لَهُ وَمَنْ يُضْلِلْ فَلاَ هاَدِيَ لَهُ وَأَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ وَحْدَهُ لاَ شَرِيكَ لَهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ.

ياَ أَيُّهاَ الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللهَ حَقَّ تُقاَتِهِ وَلاَ تَمُوتُنَّ إِلاَّ وَأَنْتُمْ مُسْلِمُونَ   

ياَأَيُّهاَ الناَّسُ اتَّقُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ نَفْسٍ واَحِدَةٍ  وَخَلَقَ مِنْهاَ زَوْجَهاَ وَبَثَّ   مِنْهُماَ رِجاَلاً كَثِيراً وَنِساَءً وَاتَّقُوا اللهَ الَّذِي تَساَءَلُونَ بِهِ وَالأَرْحاَمَ إِنَّ اللهَ كاَنَ عَلَيْكُمْ رَقِيباً.

 ياَأَيُّهاَ الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللهَ وَقُولُوا قَوْلاً سَدِيداً يُصْلِحْ لَكُمْ أَعْماَلَكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ وَمَنْ يُطِعِ اللهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ فاَزَ فَوْزاً عَظِيماً

فَإِنَّ أَصْدَقَ الْحَدِيثِ كِتَابُ اللهِ وَخَيْرَ الْهَدْيِ هَدْيُ مُحَمَّدٍ (صلي الله عليه وسلم) وَشَرَّ الأُمُورِ مُحْدَثَاتُهَا وَكُلَّ مُحْدَثَةٍ بِدْعَةٍ وَكُلَّ بِدْعَةٍ ضَلاَلَةٍ وَكُلَّ ضَلاَلَةٍ فِي النَّارٍ.

أَمَّا بَعْدُ:

დიდება ალლაჰს! მხოლოდ მას ვადიდებთ, მისგან ველით დახმარებასაც და პატიებასაც. ჩვენივე სულის სიავისა და  ჩვენივე საქმის სიავისგან ალლაჰი გვფარავდეს. ვისაც იგი სწორ გზაზე დაადგენს მას ვერავინ შეაცდენს, ხოლო ვისაც ის ააცდენს სწორი გზიდან მას ვერავინ გამოასწორებს. მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა და ასევე მოწმე ვარ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია.

ჰოი თქვენ მორწმუნეებო! ალლაჰის რიდი იქონიეთ ისე, როგორც მას შეეფერება და ნუ განუტევებთ სულს ისე, რომ თქვენ არ იყოთ მუსლიმი.[1]

 

 

ადამიანნო! თქვენი გამჩენის რიდი იქონიეთ, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისგან, შემდეგ გააჩინა მისგან მისი მეუღლე და მათგან გაამრავლა ქალები და კაცები. რიდი გქონდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც სურვილებს უცხადებთ ერთმანეთს და ნათესაური კავშირის გაწყვეტას უფრთხილდით. უეჭველად ალლაჰი მეთვალყურეა თქვენი.[2]

 

 

ჰოი თქვენ მორწმუნენო! ალლაჰის რიდი გქონდეთ და თქვით სიტყვა მართალი. (რათა) გაგიმართოს საქმენი თქვენი და მიგიტევოს ცოდვები თქვენი. ხოლო ვინც მორჩილია ალლაჰისა და მისი შუამავალის მან გაიმარჯვა უდიდესი გამარჯვებით.[3]

ჭეშმარიტად სიტყვათა შორის ყველაზე მართალი ალლაჰის სიტყვაა. გზათა ულამაზესი მუჰამმედის (ალლაჰის დალოცვა და სალამი მას) გზაა. საქმეთა ყველზე ავი (ისლამში არ არსებული) ახალად გამოგონილია. ყოველი ახლად გამოგონილი ბიდ’ათია. ხოლო ყოველი ბიდ’ათი გზასაცდენილობაა, ყოველი გზასაცდენილობა კი ცეცხლშია.[4]

ამის შემდეგ განვიხილოთ ახალი წლის საკითხი.

უპირველესად მინდა მოვიყვანო ისლამის რწმენის პირობები, რომლის აღიარებისა და დამოწმების შემთხვევაში კაცი მუსლიმად ითვლება, ხოლო მისი უარყოფით კი რწმენას კარგავს.

اٰمَنْتُ بِٱللهِ وَمَلآئِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ وَٱلْيَوْمِ ٱْلاٰخِرِ وَبِٱلْقَدَرِ خَيْرِهِ وَشَرِّهِ مِنَ ٱللهِ تَعَالٰى وَٱلْبَعْثُ بَعْدَ ٱلْمَوْتِ حَقٌّ اَشْهَدُ اَنْ لاَ اِلٰهَ اِلاَّ ٱللهُ وَاَشْهَدُ اَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ

მნიშვნელობა: მწამს ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წერილები, მისი შუამავლები, უკანასკნელი დღე, ბედისწერა, მისი სიკეთ და სიავ ალლაჰისგანა. სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება ჭეშმარიტია. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, და ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია.”[5]

ახალი წელი რომ წარმართული ტრადიციებიდან გადმონაშთებული დღესასწაულია ალბათ უცხო არ უნდა იყოს ჩვენთვის. ერთი შეხედვით შეიძლება თქვას კაცმა - რას გიშლის ეს უწყინარი დღესასწაული, რას ერჩიო. თუმცა ახალიწელი რომ ცრუ და წარმართული რწმენებითაა სავსე, არც ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის უცხო. იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ ამ ცრუ რწმენების სიავენი, მოდით შევადაროთ იმ ძირითად პრინციპებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მუსლიმანურად ცხოვრებას გავაგრძელებთ, ხოლო დაუცველობისა და უგულისყურობის შემთხვევაში ჩნდება რისკი რომ ამ ღირსეული წოდების დაკარგვისა.

1.    اٰمَنْتُ بِٱللهِ მწამს ალლაჰი: ალლაჰის რწმენა არ ნიშნავს მხოლოდ მისი არსებობის აღიარებას. არამედ ჩვენ მის არსებობასთან ერთად გვწამს მისი ერთობისა, მისი ერთობა კი არ გამოიხატება მის მხოლოდ რიცხობრივ ერთობაში, არამედ იგი ერთადერთია, როგორც გამჩენი, როგორც მბრძანებელი, როგორც მმართველი. მაშასადამე თუკი ჩვენ ვაღიარებთ მრძანებლად, მაშინ უნდა ვემორჩილებოდეთ მის ბრძანებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ნებართვის გარეშე ყველაფერს ვერ მივირთმევთ, რაც ჩვენ გვსურს, ყველაფერს ვერ ჩავიცმევთ, ყველაფერს ვერ ვიტყვით, ყველაფერს ვერ შევხედავთ, ყველაფერს ვერ მოვუსმენთ. მისი ნებართვის გარეშე ყველასთან ვერ ვიმეგობრებთ. აი ამას ქვია მორჩილება, ამას ქვია რწმენა. მუსლიმი ხომ მორჩილს ქვია.

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ.... وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا

       „დღეს მე თქვენი რჯული სრულვყავი. .... და თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.„[6]

       ისლამი არ შნავს მხოლოდ მეჩეთს, ნამაზს, რამაზანს ჰაჯს და ა.შ. ისლამი მოიცავს მთელ ცხოვრებას. ისლამი არის ცხოვრების სტილია, რომელიც უპირობო მორჩილებაზეა აგებული. უზენაესი გვეუბნება, რომ თქვენი რჯული უნაკლო და სრულყოფილია, ცხოვრებაში რაც დაგჭირდებათ ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილია. მე ასეთი რჯულით ვიქნები თქვენგან კმაყოფილი, რაც განგიმარტეთ ჩემს წიგნში და რაც გიანდერძათ ჩემმა შუამავალმა. თქვენ თუ წარსდგებით ჩემს წინაშე სხვა რჯულით, სხვანაირი ცხოვრების სტილით, მე ამით არ დავკმაყოფილდები, არ მოვიწონებ და არ მივიღებ. ასე რომ ჩვენი ვალია ამ უნაკლო რჯულის მორჩილი ვიყოთ, რომელიც ალლაჰმა წარმოგვიდგინა ისლამის სახით და არ შემოვუმატოთ სხვადასხვა რწმენის ტრადიციები. თუ კი ჩვენ სხვა ტრადიციებს ვუმატებთ ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვჯერა ალლაჰის სიტყვის, რომ იგი უნაკლოა. ან უბრალოდ ვემორჩილებით საკუთარ გემოვნებას და უარს ვამბობთ მისი ბრძანებისადმი მორჩილებაზე. ასეთი ქმედება კი ამენთუს პიველივე მუხლის დარღვევისკენ წაგვიყვანს.

2.        وَكُتُبِهِ მწამს მისი წიგნები: ჩვენ ვაღიარებთ, რომ მისი წიგნების გვწამს და ვხელმძღვანელობთ მისი უკანასკნელი წიგნით ყურანით. გასაგებია მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. რაში გამოიხატება ეს რწმენა? როდესაც მის წიგნში ცხადად და გარკვევით წერია:

وَمَن يُشَاقِقِ الرَّسُولَ مِن بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ الْهُدَىٰ وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ الْمُؤْمِنِينَ نُوَلِّهِ مَا تَوَلَّىٰ وَنُصْلِهِ جَهَنَّمَ ۖ وَسَاءَتْ مَصِيرًا

„ვინც განუდგეს შუამავალს, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა მისთვის ჭეშმარიტი გზა და გაუყვეს იმ გზას, (რომელიც) არაა მორწმუნეებისა, მას მივაქცევთ იქეთ საითაც გეზი აიღო და ჯოჯოხეთში შევიყვანთ. რა ცუდი სამყოფელია იგი.„[7]

აიათში ცხადადაა ნათქვამი, რომ ვინც შუამავალს განუდგება და დაადგება იმ გზას, რომელიც მორწმუნეთა გზა არ არის, მას ეს გზა ჯოჯოხეთამდე მიიყვანს. ისმის კითხვა: განა ეს ტრადიციები მორწმუნეების გზაა? საით მივდივართ? ვის გზას ვადგავართ?

كُلُوا وَاشْرَبُوا وَلَا تُسْرِفُوا ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِفِينَ

ჭამეთ, სვით და უქმედ ნუ გაფლანგავთ. ჭეშმარიტად მას (ალლაჰს) არ უყვარს მფლანგველნი.[8]

ყველაფერი სამყაროშია, ადამიანის სასარგებლოდაა გაჩენილი. თუმცა უქმედ ხარჯვა და ფლანგვა გვეკრძალება. რომელ ახალწელს არ ახლავს უქმე და გადაჭარბებული ხარჯვა? სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ასაფეთქებლებსა და ფეიერვერკებში რამდენი ფული იხარჯება მხოლოდ იმისათვის, რომ შემდეგ ცეცხლი მოუკიდონ და დაწვან. ჩვენ ცეცხლში ვყრით ფულს, მაშინ როდესაც ბევრს პურის ფულიც კი არააქვს. ეს ალლაჰისთვის მოუწონარი საქმეა და ამას საკუთარ წიგნში გვამცნობს, რომლიც გვწამს და პირობა დავდეთ, რომ მისი მიხედვით ვიხელმძღვანელებდით ჩვენ ცხოვრებას.

 يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْخَمْرُ وَالْمَيْسِرُ وَالْأَنصَابُ وَالْأَزْلَامُ رِجْسٌ مِّنْ عَمَلِ الشَّيْطَانِ فَاجْتَنِبُوهُ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ.إِنَّمَا يُرِيدُ الشَّيْطَانُ أَن يُوقِعَ بَيْنَكُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ فِي الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ وَيَصُدَّكُمْ عَن ذِكْرِ اللَّهِ وَعَنِ الصَّلَاةِ

„ეი მორწმუნეებო! ჭეშმარიტად ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაოდ განკუთვნილი) ისრები  სატანის ბინძური საქმეთაგანია და განერიდეთ (რათა) იქნებ გადარჩეთ (ჯოჯოხეთისაგან). ჭეშმარიტად სატანას მხოლოდ ის სურს, რომ ღვინითა და ყუმარით მტრობა და ბოროტება ჩამოაგდოს თქვენს შორის და დაგაშოროთ ალლაჰის დიდებასა და ნამაზს.„[9]

ყველასათვის ცნობილია, რომ ახალი წელი გამოირჩევა ღვინისა და მსგავსი ალკოჰოლური სასმელების ბლომად ხარჯვით. ალლაჰი კი ამას სატანის საქმედ ასახელებს და თან გვამცნობს, რომ ამით სატანას თქვენსშორის მტრობა სურს, ასევე სურს მოგაცილოთ ნამაზსა და ალლაჰის დიდებას. ალკოჰოლის შედეგად რომ ბევრი ადამიანი გადამტერებია ერთმანეთს, ეს ჩვენთვის უცხო არაა. არც ისაა უცხო, რომ ამ დღესასწაულით გართობილნი ივიწყებენ ალლაჰის დიდებას და არც ნამაზის შესრულებას აქცევენ სათანადო ყურადღებას. რაც იმის მაჩვენებელია, რომ სატანამ მიზანს მიაღწია. ბევრმა მუსლიმმა შეიძლება თქვას, რომ მე არც ვსვამ და არც ნამაზი გამომრჩენია. მაგრამ თუ კი შენ ზეიმობ ამ დღეს, გამოხატავ მის მიმართ სიხარულს და ულოცავ, სხვებს გამოდის შენ ტაშს უკრავ იმ წარმართულ ტრადიციებს, რომელიც ღვინის სმით, ფუჭი ხარჯვით და ალლაჰის დავიწყებასთან ასოცირდება. ამ ჩამონათვალს კი ალლაჰი სატანის ბინძურ საქმედ ასახელებს ყურანში. ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ  ვის ვუკრავთ ტაშს.

ყურანი ხომ ჩვენი წმინდა წიგნია, ხომ ვაღიარეთ რომ გვწამდა წმინდა წიგნების? მაშ რაში გამოიხატება ჩვენი რწმენა, თუ კი ამ ყველაფერს უგულისყუროდ ვეკიდებით?

3.    وَرُسُلِهِ მწამს შუამავლები: ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა შუამავალი ვირწმუნოთ, ვინც კი ალლაჰს მოუვლენია. ვალდებულნი ვართ ერთგულებით ვემორჩილოთ შუამავალთა ჯაჭვის ბოლო რგოლს, მუჰამმედს (ალლაჰის დალოცვა და სალამი მას). შუამავალის რწმენა ამასთანავე კავშირშია ყურანის მიმართ რწმენასთან, რადგან ყურანი პირდაპირ გვიბრძანებს მის მიმართ მორჩილებას:

فَلْيَحْذَرِ الَّذِينَ يُخَالِفُونَ عَنْ أَمْرِهِ أَن تُصِيبَهُمْ فِتْنَةٌ أَوْ يُصِيبَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

„ფრთხილად იყვნენ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან მის ბრძანებას, თავს არ დაატყდეთ განსაცდელი ან არ დაატყდეთ მწარე სასჯელი.„[10]

როგორც ვხედავთ ალლაჰი პირდაპირ გვიკრძალავს მისი ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. მაშინ უნდა გავარკვიოთ თუ რა მოვალეობა გვაკისრია შუამავალის მიმართ, რომლის წინააღმდეგ მოქცევის შემთხვევაში მწარე სასჯელის უნდა გვეშინოდეს.

لَا يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى أَكُونَ أَحَبَّ إِلَيْهِ مِنْ وَلَدِهِ وَ وَالِدِهِ وَانَّاسِ أَجْمَعِينَ.

რომელიმე თქვენგანი ვერ იქნება მორწმუნე, თუ მე საკუთარ შვილზე, საკუთარ მამაზე და მთლიანად კაცობრიობაზე უფრო მეტად არ ვეყვარები.[11]

ყველამ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და გავცეთ პასუხი საკუთარ სინდისს, არის თუ არა შუამავალი ჩვენთვის იმდენად საყვარელი, რომ მისი ხათრით დავთმოთ ყველაფერი? თუმცა რომელ ყველაფერზეა სუბარი, როცა ჩვენ უბრალო ახალ წელსაც კი ვერ ვთმობთ მისი ხათრით. მაშინ რაში გამოიხატება ჩვენი შუამავალის მიმართ რწმენა, რომელიც ცოტახნის წინ ვაღიარეთ და დავადასტურეთ რომ მუსლიმები (მორჩილები) ვართ?

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის დალოცვა და სალამი მას) ერთ ერთ ჰადისში ასე ბრძანებს:

من تشبه بقوم فهو منهم

 „კაცი საზოგადოების რომელ ჯგუფსაც მიბაძავს ის იმ საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელია„[12]

საკითხავია ახალი წლის მოზეიმენი ვის ემსგავსებიან ამ საქციელით? ვისგან აიღეს ეს ტრადიცია? ამ ხალხს რა ფასი აქვს ალლაჰის წინაშე? ვერავინ იტყვის, რომ ამით მუსლიმან საზოგადოებას ემსგავსება, ვერც იმას იტყვის, რომ ის ამით ემსგავსება იმ საზოგადოებას, რომელთა გზით სვლა ალლაჰმა გვიბრძანა, რომელნიც ყურანში და შუამავალის სუნნეთში ქებულნი არიან.

4.    وَبِٱلْقَدَرِ خَيْرِهِ وَشَرِّهِ مِنَ ٱللهِ تَعَالٰى მწამს ბედისწერა, მისი სიკეთ და სიავ ალლაჰისგანა: ჩვენ ვაღიარებთ და გვწამს ბედისწერა. თუმცა ამ ბედისწერას ბედობის დღე ან მეკვლეს ფეხი კიარა, უზენაესი ალლაჰი ადგენს. ჩვენ გვწამს, რომ კაცი ცხოვრებაში რასაც გადაეყრება, ეს ალლაჰისმიერია და მისთვის არის ჯილდო ან გამოცდა. მიუხედავად ამ რწმენისა ახალ წელს თან ახლავს თავისი წარმართული ცრუ რწმენა. ამ ცრუ რწმენის თანახმად კარგი ფეხის მეკვლემ უნდა გიფერხოს, რათა მომავალი წელი შენთვის ბედნიერი და წარმატებული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ შევხვდებით ბედობის დღეს. არა და ჩვენ ხომ გვწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. ჩვენ ბედნიერებას უზენაესი და ყოვლის შემძლე ალლაჰისგან უნდა ველოდეთ და არა ვიღაცის ფეხისგან ან რაღაც სხვა მიზეზებთან დაკავშირებით ვეძიოთ იგი. ასეთი რწმენა, ასეთი წარმოდგენა ან დამოკიდებულება ხომ პირდაპირ არღვევს  ისლამის ყველაზე მთავარ პრინციპს - თევჰიდს (მონოთეიზმს). ჩვენ კარგად ვიცით, რომ თევჰიდის დარღვევის შემთხვევაში შირქი იჩენს (ალლაჰზე თანაზიარის გაჩენა) თავს, ხოლო შირქი უპატიებელი შეცდომაა ისლამში, რის შედეგადაც კაცის ყოველი ნამოქმედარი ფუჭია. ამას უზენაესი ასე გვამცნობს თავის წიგნში:

لَئِنْ أَشْرَكْتَ لَيَحْبَطَنَّ عَمَلُكَ وَلَتَكُونَنَّ مِنَ الْخَاسِرِينَ

„თუ კი თანაზიარს გაუჩენ (ალლაჰს) უეჭველად ფუჭი იქნება (ყოველი) შენი ნამოქმედარი და უეჭველად წაგებულთაგან იქნები (იმ ქვეყნად).„[13]

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა არღვევს ან ასუსტებს რწმენის ექვსი პირობიდან ამა თუ იმ მუხლს, რაც რწმენის დაკარგვის საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანს.  ასე რომ ყოველ ჩვენგანს დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი შენაძენი, რაც კი გაგვაჩნია. ეს შენაძენი იმანი ანუ რწმენაა, რამაც მუდმივი ნეტარების სამოთხეში უნდა შეგვიყვანოს.

 

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

 



[1] სურა ალი ‘იმრან, 3/102-ე აიათი.

[2] სურა ნისა, 4/1-ი აიათი.

[3] სურა აჰზაბ, 33/70-71-ე აიათი.

[4] მუსლიმი, ტ. III, ჰ.ნ. 867; ნესაი, ტ. III, ჰ.ნ. 1404.

[5] მუსლიმ, იმან, 1 (8)/ებუ დავუდ, სუნნეთ, 17 (4695)/ნესაი, იმან, 6 (8, 101).

[6] სურა მაიდე, 5/3-ე აიათი.

[7] სურა ნისა, 4/115-ე აიათი.

[8] სურა ა’რაფ, 7/31-ე აიათი.

[9] სურა მაიდე 5/90-91-ე აიათი.

[10] სურა ნურ, 24/63-ე აიათი.

[11] ბუჰარი, იმან, 8; მუსლიმ, იმან, 70; ნესაი, იმან, 19; იბნი მაჟე, მუყადდიმე, 9.

[12] ებუ დავუდი.

[13] სურა ზუმერ, 39/65-ე აიათი.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 48 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol