სიგარეტი

სიგარეტი

 

დიდება ალლჰს! სალამი და ლოცვა ბოლო შუამავალს, მის ოჯახს, მის მეგობრებს და ყველა მის მიმდევარს.

სამწუხაროდ მუსლიმი საზოგადოება ბევრი სნეულებებითაა დაავადებული და ბევრი ცუდი ჩვევები ჩამოყალიბდა მათში. რწმენის მიმართ უგულისყურობით ჰარამს ისე აღიქვამენ, როგორც მუბაჰს[1] ამათგან ყველაზე მთავარი ნარკოტიკი, ალკოჰოლი და სიგარეტია, რომლის საფრთხის ქვეშაც ძირითადად ახალგაზრდები იმყოფებიან. საერთაშორისო ებრაულ-სიონისტური ქსელი სეკულარული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად თავიანთ ხელთ მყოფი მედიას, განათლებასა და პოლიტიკურ ძალებში უზარმაზარ ინვესტიციებს აბანდებენ, რათა გაანადგურონ მუსლიმი ახალგაზრდები.

يَسْعَوْنَ فِي الْأَرْضِ فَسَادًاۚ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ الْمُفْسِدِينَ

„არეულობას ესწრაფვიან დედამიწააზე[2], ხოლო არ უყვარს ალლაჰს არეულობის მთესველნი!„[3]

ამგვარად ცდილობენ, მუსლიმს, როგორმე დაუგდონ ღირსება. მაგრამ მიუხედავად მათი ცბიერი მახეებისა ავიწყდებათ, რომ ალლაჰიც მათ საწინააღმდეგოდ აგებს მახეს.

يَمْكُرُونَ وَيَمْكُرُ اللَّهُ ۖ وَاللَّهُ خَيْرُ الْمَاكِرِينَ

„ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს[4]; და ალაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია.[5][6]

ამ ნაშრომში მუბაჰად ქცეულ სიგარეტს რელიგიური და მედიცინური თვალსაზრისით განვიხილავთ ინშალლაჰ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძმები ამას ძმურ დარიგებად მიიღებენ და განუდგებიან ამ ცუდ ჩვევას. უეჭველად წარმატება ალლაჰის შეწევნითაა.

 

რა არის სიგარეტი?

თამბაქო დაახლოებით 1492 წლებში ზოგიერთი მეზღვაურების მხრიდან ამერიკის აღმოჩენასთან ერთად გახდა ცნობილი, მუსლიმურ ქვეყნებში ეს პირველად ჰიჯრით მეათე ასწლელედში გამოჩნდა. რათქმაუნდა ამის შემომტანები ქრისტიანები იყვნენ.

სიგარეტში დაახლოებით 4000 მომწამვლელი ნივთიერება იმყოფება, რომლთაგან სულ ცოტა 250 კიბოს გამომწვევია.

ყველასათვის ცნობილია, რომ: ცხვარი, თხა, ძროხა, კამეჩი, ცხენი, ვირი, კურდღელი და სხვა ბალახით მკვები ცხოველები ამ რაოდენობის მომწამლელი ნივთიერების შემცველ თამბაქოს ფოთლებს არ ეტანებიან.

სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში: პირის, ტუჩის, ენის, ფილტვების, სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვების, მონელების სისტემის და საშარდე გზების სხვადასხვა დაავადებების მიზეზი ხდება.

სიგარეტის ერთი ნაპასი დაახლოებით 50 000 ტვინის უჯრედს ანადგურებს.

სიგარეტის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 5 000 000 ადამიანი იღუპება. თურქეთში კი 100 000-ზე მეტი ადამიანი კარგავს სიცოცხლეს.

 

სიგარეტის ჰარამობის შესახებ ყურანისა და სუნნეთიდან არგუმენტები:

სიგარეტი შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) დროს არ იყო. მაგრამ ისლამში არსებობას ზოგადი კანონები, რის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანებმა ამოხსნან ესა თუ ის პრობლემა განუსხვავებლად დროისა და ვითარებისა. ამ კანონების ჩარჩოებში, ისლამის ‘ალიმები ალლაჰის დახმარებით ცდილობენი გამოიკვლიონ და განუმარტონ ხალხს ის საფრთხეები, რაც ემუქრება მათ. სიგარეტის შესახებაც კვლავ ამ ზოგად კანონებს უნდა მივმართოთ. რამოდენიმე არგუმენტის მოყვანით გადმოგცემთ ‘ალიმთა იმ შეხედულებებს, რომლის მიხედვითაც სიგარეტი ჰარამია.

სიგარეტის ჰარამობის შესახებ ყურანის აიათებსა და შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) ჰადისების მოყვანას შევეცდებით.

يُحِلُّ لَهُمُ الطَّيِّبَاتِ وَيُحَرِّمُ عَلَيْهِمُ الْخَبَائِثَ

1 . (შუამავალი მათ) სუფთა და კარგ რამეებზე ნებას რთავს, ბინძურ და საზიანო რამეებს უკრძალავს.„[7]

არცერთი გონიერი ადამიანი არ იტყვის რომ სიგარეტი სუფთა და კარგ რამედ ითვლება. როგორც აიათშია ნახსენები „ხაბაის„ სიბინძურე, არც ამაზე დაეჭვდება გონიერი ადამიანი, რომ სიგარეტი ბინძური რამეა. თუნდ ‘ალიმები და თუნდ მედიცინა ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სიგარეტი ბინძური რამეა.

لَا تُبَذِّرْ تَبْذِيرًا إِنَّ الْمُبَذِّرِينَ كَانُوا إِخْوَانَ الشَّيَاطِينِ وَكَانَ الشَّيْطَانُ لِرَبِّهِ كَفُورًا

2. „გადაჭარბებულად არ გაფლანგო! უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან, ხოლო ეშმაკი მადურია თავისი ღმერთის წინაშე.[8]

وَلَا تُسْرِفُوا ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِفِينَ

3. „არ იყოთ მფლანგველნი. უეჭველად, მას არ უყვარს მფლანგველნი![9]

لَا تُلْقُوا بِأَيْدِيكُمْ إِلَى التَّهْلُكَةِ

4. „თავს საკუთარი ხელით საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ.„[10]

მედიცინით დამტკიცებულია, რომ სიგარეტი კიბოსა და სხვა მრავალი მძიმე დაავაებების მიზეზია, რაც საკუთარი ხელით საფრთხის შექმნაა.

لَا تَقْتُلُوا أَنفُسَكُمْ

5 . „საკუთარ თავს ნუ მოიკლავთ.„[11]

ამ აიათს იბნი ქესირი ამნაირ განმარტებას უკეთებს: „ალლაჰის აკძალულების კეთებით საკუთარ თავს ნუ მოიკლავთ.„

მწეველი საკუთარი ორგანიზმის გამანადგურებელი სიგარეტით მრავალი დაავადების განვითარების მიზეზი თვითონ ხდება. ‘ალიმები ერთხმად ამბობენ, რომ შხამის, მიწის, შუშის და მსგავსი რამეების ჭამა ჰარამია, რადგან ესენი ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელი და მომაკვდინებელია.

6. ალლაჰის შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) ბრძანებს: „ვინც შხამი დალოს და თავი მოიკლას, ის ჯოჯოხეთის ცეცხლში გამუდმებით ამ შხამის სმაში იქნება.„[12]

სიგარეტი ნელი ეფექტის მქონე თვითმკლელობაა. გარდაცვალების შემდეგ თუ დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი სიგარეტით გამოწვეული შედეგებია, ასეთი პიროვნება თვთმკვლელად ითვლება. ნელი ან სწრაფი ეფექტის შედეგად, რაც ადამიანის სიცოხლეს საფრთხეს უქმნის ყველაფერი ჰარამია. სიგარეტი სიკვდილის მიზეზადაც, რომ არ ჩავთვალოთ, საკმარისია ის უარყოფითი შედეგები, რასაც სიგარეტი იწვევს ადამიანის ორგანიზმში.

7 . „ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) აკრძალა ყველაფერი, რაც აბრუებს და ადუნებს.„[13]

ჰადისის ორიგინალში ნახსენები „მუფეთთირ„ სიტყვა ადამიანის ორგანიზმში გაბრუებისა და მოდუნების ეფექტის გამომწვევ ნივთიერებას გულისხმობს. ადამიანები, რომლებიც უკვე მიჩვეულნი არიან და ასეთი ნივთიერება მათ ორგანიზმში უკვე აღარ იწვევს ამგვარ ეფექტებს, ასეთი მდგომარეობა მათ აკრძალვას ვერ მოუხსნის. სიგარეტს ‘ალიმები ალკოჰოლს ადარებენ, „ის რაც დიდი დოზით ათრობს მისი მცირე დოზაც ჰარამია.„ ამგვარად ასაბუთებენ, რომ სიგგარეტიც ჰარამია. ვინც პირველად ეტანება ალკოჰოლს, მისი ორგანიზმის გასაბრუებლად, მცირე დოზაც საკმარისია, ხოლო ვინც გამოცდილი მსმელია მათი ორგანიზმის გასაბრუებლად დიდი დოზის ალკოჰოლია საჭირო. სიგარეტიც ახლად დამწყებთათვის ნერვული სისტემის გაბრუების ეფექტით გამოირჩევა.

8. ალლაჰის შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) ბრძანებს: „ვინც მიირთვა ხახვი და ნიორი მან ჩვენგან და ჩვენი სამლოცველოსგან შორს დადგეს.„[14]

სიგარეტის სუნი ხახვისა და ნიორის სუნზე უფრო მძაფრი და შემაწუხებელია. მაგალითად ჯუმა დღეს და საერთოდ ჯგუფურად ნამაზის შესრულების დროს სასიამოვნო სუნამოს გამოყენება სუნნეთია, ხოლო ასეთ დროს სიგარეტის მოწევა სუნნეთის საწინააღმდეგოა.

9 . „მუსლიმი ისაა, ვისი ხელისა და ენისგანაც მუსლიმები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.„[15]

საკითხავია, მწეველი რამდენად უვნებელია სხვათა მიმართ?

10. „ვისაც სწამს ალლაჰი და უკანასკნელი დღე მან არ შეაწუხოს მეზობელი.„[16]

მწეველი ყოველთვის აწუხებს მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს და სხვებს. გარდა ამისა მწეველი თუ მეჩეთში დადის იქ მყოფ მლოცველებს და ანგელოზებსაც აწუხებს. ვინაიდან სიგარეტის სუნი და მისგან გამონაბოლქვი კვამლი სხვებს აწუხებს ეს უეჭველად ადამიანის უფლებების ხელყოფაა, რაც დიდ ცოდვად ითვლება.

11 . „ცოდვების აშკარად ჩამდენთა გარდა ყველას მიეტევება.„[17]

ამ ჰადისის მიხედვით სიგარეტი მიუტევებელი ცოდვაა, რადგან ყოველი მწეველი მას მოურიდებლად აშკარად ჩადის.

12 . „განკითხვის დღეს ადამიანი ოთხ რამეზე პასუხის გაუცემლად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ესენია: სიცოცხლე სად გახარჯა, სხეული სად გახარჯა, ქონება როგორ მოიხვეჭა და სად გახარჯა, ცოდნისდა შესაბამისად იცხოვრა თუ არა.„[18]

საინტერესოა, ვინც სიცოცხლე სიგარეტის წევაში გაატარა, სიგარეტის სიავის შესახებ იცოდა, მაგრამ მაინც ეწეოდა; საკუთარ სხეულს ზიანი მიაყენა, ქონება სიგარეტით ვაჭრობით მოიხვეჭა ან ფული სიგარეტში ფლანგა რა პასუხს გასცემს?

 

ძმებო!

სიგარეტი ადამიანს, ალლაჰის დიდებისგან, განსაკუთრებით კი მარხვისგან განარიდებს. მარხვა მწეველთათვის ყველაზე რთული ღვთისმმსახურებაა. მწეველებს ერთულებათ ი’თიქაფში შესვლა, ხანგრძლივი ყურანის კითხვა, მეჩეთში დიდი ხნით ყოფნა, ნამაზისთვის ადრევე მზადყოფნა და სხვა. მათი უმრავლესობა მეჩეთში შესვლამდე მოწევენ, ბოლოს ღრმა ნაპასს ჩაისუნთქავენ და ისე შევლენ მეჩეთში. არა და მეჩეთში წასვლისას, სადაც საზოგადოება იყრის თავს სასიამოვნო სუნამოს გამოყენება სუნნეთია.

ღმერთო! დაგვიფარე სიგარეტის სიავისგან და ჯოჯოხეთის სასჯელისგან. ორგანიზმისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება გვარგუნე. განგვიწმინდე გულები და პირი ჩვენი. გაგვინათე გონება და გამგებნი გვყავ ჩვენ. კეთილ ზნეობაზე დაგვადგინე ჩვვენ. შეგვაყვარე რწმენა, კეთილი სიტყვა, სასიამოვნო სურნელებანი და კეთილი საქმენი. ჭეშმარიტად შენახარ ყოვლის შემსმენი და ლოცვათა მიმღები.

 

აბდულლაჰ იოლჯუ



[1] მუბაჰი: სიტყვა მუბაჰეი ღიას, ცხადს, ხელშეუხებელს, ნებადართულს ნიშნავს. როგორც მუსლიმური ტერმინი კი მოქმედებები, რომლის შესრულება-არშესრულების არჩევანიც პიროვნებას ეუკუთვნის. პიროვნება ასეთი მოქმედების შესრულებისას ან არშესრულებისასს არც ქებას იმსახურებს და არც კიცხვას, არც ცოდვილად ითვლება და არც მადლს იგებს. ჭამა, სმა და ძილი ამგვარი მოქმედებებიდან რამოდენიმეა. ზოგიერთი სწავლულები ამას ალლაჰის მიერ ნებადართულ ქმედებებსაც უწოდებენ.

[2] რომელთაც სურთ შენი მოკვლა

[3] სურა მაიდე, 5/64-ე აიათი.

[4] მან გამცნო შენ, რასაც აწყობდნენ და ქალაქიდან გაგიყვანა

[5] ალლაჰი უწყის მათ ყველა განზრახვას

[6] სურა ენფალ, 8/30-ე აიათი.

[7] სურა არაფ, 7/157-ე აიათი.

[8] სურა ისრა, 17/26-27-ე აიათები.

[9] სურა ენ’ამ, 6/141-ე აიათი.

[10] სურა ბაყარა, 2/195-ე აიათი.

[11] სურა ნისა, 4/29-ე აიათი.

[12] ბუჰარი და მუსლიმი,

[13] აჰმედ ბინ ჰანბელ, ებუ დავუდ.

[14] მუსლიმი.

[15] ბუჰარი.

[16] ბუჰარი.

[17] ბუჰარი და მუსლიმი.

[18] თირმიზი.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 55 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol