მუჰარეემის მთვარე და აშურის მარხვა
بِسْمِ اللّهِ الرَّحْمـَنِ الرَّحِيمِ
სახელითა ალლაჰისა, რაჰმანისა, რაჰიმისა!
1. აშურას მარხვა ეს ის მარხვაა, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა I მუსა შუამავალს u და მის ხალხს უბრძანა:
ძვირფასო ძმებო...! როგორც ვიცით მარხვა თითქმის ყველა ზეციურ რელიგიაშ არსებობს. ადამიანებმა თავიანთი რჯული რამდენადაც არუნდა შეცვალონ, მაინც შეიმჩნევა მასში სინამდვილის ნარჩენები. ამათგან ერთ-ერთი აშურას მარხვაა, რომელიც ალლაჰმა მუსა u შუამავალს უბრძანა.
იბნი აბბასი t ასე ამბობს: „როდესაც ალლაჰის შუამავალმა e მედინეში გადავიდა ნახა, რომ ებრაელები აშურა დღეს მარხულობდნენ და:
- ეს რის მარხვააო ჰკითხა. ებრაელებმა:
- ეს ძალიან ზვირფასი დღეა. ეს ის დღეა, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა U ისრაილის ძენი იხსნა (ფარაონისა და მისი ჯარისგან) მათი მტრებისგან. მუსა u შუამავალმაც ეს დღე იმარხულაო უპასუხეს. ამის შემდეგ შუამავალმა e :
მუსასთან u თქვენზე უფრო ახლოს ვარო თქვა და იმ დღეს იმარხულა, საჰაბეებსაც მარხვა უბრძანა. (ბუჰარი, 1860; მუსლიმ, 1130/127.)
2. ალლაჰის შუამავალმა e პირველ წლებში აშურას მარხვა თავის უმმეთს უბრძანა:
აიშე t ასე ამბობს: „ყურეიშელები უვიცობის ხანაში აშურა დღეს მარხულობდნენ. შემდგომ, როდესაც შუამავალმა e მედინაში გადავიდა ამ დღის მარხვა ბრძანა. შემდეგ, როდესაც რამაზნის მთვარეში მარხვა ფარძად დაწესდა, შუმავალმა e ბრძანა: ვისაც სურას აშურა დღის მარხვა გააგრძელოს და ვისაც სურს ჭამოს.„ (ბუჰარი, 4 ტ. 1769)
3. ნაფილე მარხვათაგან ყველაზე საუკეთესო აშურა დღის მარხვაა:
ებუ ჰურაირა t გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა e ბრძანა:
-რამაზნის მთვარის შემდეგ ყველაზე საუკეთესო მუჰარრემის მთვარეში მარხვაა, რომელიც უზენაესი ალლაჰის U მთვარეა. ფარძი ნამაზების შემდეგ ყველაზე საუკეთესო ნამაზი კი ღამის ნამაზია.„ (მუსლიმი, 1163/ ჰ.ნ. 202; ებუ დავუდ, ჰნ. 2429; თირმიზი, ჰ.ნ. 737; ნესაი, ჰ.ნ. 1613, 1614; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1742.)
4. აშურის მარხვა გავლილი ერთი წლის ცოდვების გამოსასყიდია:
ებუ ყათადე ალ-ენსარი t ასე გადმოგვცემს: „როდესაც ალლაჰის შუამავალს e აშურის მარხვის შესახებ კითხეს:
- გასული წლის ცოდვების გამოსასყიდიაო ბრძანა.„ (მუსლიმ, 1162/196-197.)
5. აშურა მუჰარრემის მთვარის მეცხრე დღეს უნდა ვიმარხოთ:
იბნი აბბასი t ასე ამბობს: „როდესაც ალლაჰის შუამავალი e აშურა დღეს მარხულობდა და ამას სხვებსაც უბრძანებდა საჰაბეებმა:
-ალლაჰის შუამავალო! უეჭველად ეს ებრაელებისა და ქრისტიანებისთვისაც წმინდა დღეაო უთხრეს. ამის თაობაზე შუამავალმა e :
მომავალ წელს ინშალლაჰ მეცხრე დღეს ვიმარხავთო, ბრძანა. მარამ მეორე წელს მუჰარრემის მთვარის დადგომამდე მუჰამმედ შუამავალი e გარდაიცვალა.„ (მუსლიმი, 1134/133; ებუ დავუდ, 2445.)
ჰაქემ ბინ ა’რაჯი t ასე გადმოგვცემს: „ზემზემის წყაროს მახლობლად იბნი აბბასი t ნაბადზე იყო მიყრდნობილი, როდესაც მივუახლოვდი და მას:
-აშურის შესახებ ცნობები მომეციო ვუთხარი. მან მითხრა:
-როდესაც მუჰარრემის მთვარეს დაინახავ დღეების დათვლა დაიწყე, მეცხრე დღე დილით მარხული შეხვდიო, მითხრა.
-ალლაჰის შუამავალი e ასე მარხულობდა? ვკითხე მას.
-დიახ, მიპასუხა.„ (მუსლიმი, 1133/132.)
იბნი აბბასი t ასე ამბობს: „მუჰარრემის მთვარის მეცხრე და მეათე დღე იმარხულეთ, ამმგვარად ებრაელთაგან განსხვავებულნი იყავით.„ (აბდურრეზზაყ, 7839; ბეიჰაყი, სუნენუ-ლ ქუბრა, 4/287, თაჰავისა და ბეიჰაყის მიხედვით სენედი სასჰიჰი აქვს. საჰიჰუ იბნი ჰუზეიმე, 2/1006.)
6. ამ თემასთან დაკავშირებით სუსტი გადმოცმები:
-حدثنا عبد الله حدثني أبي قال هشيم أنا بن أبي ليلى عن داود بن على عن أبيه عن جده بن عباس قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم : صوموا يوم عاشوراء وخالفوا فيه اليهود وصوموا قبله يوما أو بعده يوما
تعليق شعيب الأرنؤوط : إسناده ضعيف
იბნი აბბასი t ასე ამბობს: ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:
-აშურა დღე იმარხულეთ. ერთი დღით ადრრე (9-ე დღე) ან ერთი დღის შემდეგ (11-ე დღე) მარხვით ებრაელებისა და ქრისტიანებისგან განსხვავებულად მოიქეცით.„ (საჰიჰუ იბნი ჰუზეიმე, 2095, აჰმედ ბინ ჰანბელი, 1/241. ამ ჰადისის ისნადი სუსტია. შუ’აიბ არნავუტი ამბობს, რომ ამ ჰადისის ისნადი სუსტია.)
თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი
|