მგზავრისთვის ბაირამ ნამაზის ლოცვა

მგზავრისთვის ბაირამ ნამაზის ლოცვა

საჰიჰი ილმიჰალი სახელობის ნაშრომში შეიხულ ისლამი იბნი თეიმიასგან (რჰ..) მოვიყვანე ციტირება, რომ მგზავრისთვის ბაირამ ნამაზის ლოცვა შარიათით მიუღებელია. იბნი თეიმიე (რჰ..) ამ შეხედულებაში მარტოდ არ არის, თუნდ მის წინ და თუნდაც მის შემდეგ მყოფი ალიმებიც იგივე აზრს აძლიერებენ.

იბნი ყუდამე ალ-მუღნი სახელობის ნაშრომში (3/354) ასე ამბობს: ბედუინებისთვის ჯუმა ნამაზზე დასწრება აუცილებელი არ არის. რადგანაც ისინი ერთ ადგილას არ ბინადრობენ (მომთაბარეობენ). ბაირამ ნამაზი კი ჯუმაზე უფრო უპირატესია ასეთ საკითხებში.”

შეიხი ომარ ბინ სალიმი ბაზემულ ბუღიეთუ-მუთათავი სახელობის ნაშრომში (გვ. 125) ასე ამბობს: მგზავრობისას ბაირამ ნამაზი შარიათით მიუღებელია. რადგანაც ალლაჰის შუამავალი (...) ძალიან ბევრ მგზავრობაში იმყოფებოდა ან ბევჯრჯერ ჯარს აგზავნიდა სხვადასხვა კუთხეებში, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ არის გადმოცემული, რომ მგზავრობისას ბაირამ ნამაზი ელოცათ, ან მისი ლოცვა შუამავალს ებრძანებინოს. ეს ამავე დროს ებუ ჰანიფეს, მალიქისა და ორი აზრიდან უფრო ძლიერის მიხედვით აჰმედ ბინ ჰანბელის აზრიცაა. იმამ შაფის და მეორე გადმოცემის მიხედვით იმამ აჰმედს ასე უთქვამთ: მუყიმობის (იმ ტერიტორიულ ერთეულში ყოფნა სადაც ცხოვრობ) პირობა მხოლოდ ჯუმა ნამაზისთვისაა, თორემ ბაირამისთვის პირობას არ წარმოადგენს. ზაჰირიტები ამბობენ, რომ მუყიმობის პირობა არც ჯუმანამაზისთვის და არც ბაირამ ნამაზისთვის არ წამოიყენება. იბნი თეიმიე (რჰ..) კი: უეჭველად მართალი შეხედულება პირველი შეხედულებაა. (მეჯმუუ-ფეთავა 24/177-186.) თუ მგზავრი უცხო რაიონში იმყოფება, მან იქ მყოფებმთან ერთად ბაირამ ნამაზი უნდა ილოცოს. რადგანაც ქალისა და მამაკაცის განუსხვავებლად ყველა მუსლიმი ალლაჰის შუამავალთან (...) ერთად ბაირამ ნამაზს ესწრებოდნენ. ალლაჰმა უკეთ იცის. (იხ. მუჯმუუ-ფეთაავა 24/182-183.)

აბდულაზიზ ბინ ბაზ (რჰ..) ასე ამბობს: ბაირამ ნამაზი მხოლოდ ქალაქსა და სოფლებში ილოცება. ისეთ ადგილებში სადაც რამოდენიმე სახლია მხოლოდ და მგზავრობისას გზაში ბაირამ ნამაზის ლოცვა შარიათით დაშვებული არ არის. ალლაჰის შუამავლისგან (...) მოსული სუნნეთი ამგვარია. არც მის და არც მისი საჰაბეების შესახებ არანაირი ინფორმაცია არაა მოსული, რომ მათ მგზავრობისას ან მცირე დასახლების მქონე ადგილებში ბაირამ ნამაზი ელოცათ. ასევე ალლაჰის შუამავალმა გამოსამშვიდობებელი ჰაჯობისას (ვედა ჰაჯი) არაფა დღეს ჯუმა ნამაზი არ ულოცავს. ის დღე ჯუმა დღე იყო. ასევე მინაში ყურბანბაირამიც არ ულოცავს. სიკეთე და ბედნიერება მთლიანად შუამავალსა და მის საჰაბეებზე მიყოლაშია. წარმატების მომცემი ალლაჰია. (ფეთავაა იბნი ბააზ 13/9.)

შეიხი იაჰია ალ-ჰაჯუურიიც ზიაუ-სალიქინ (გვ. 110-111) სახელობის ნაშრომში ასე ამბობს: უეჭველად ალლაჰის შუამავლისგან გადმოცემულია რომ მას მინაში და მგზავრობისას ბაირამ ნამაზი არ ულოცავს. ყველაზე ხეირიანი გზა მუჰამმედის (...) გზაა. მგზავრისთვის ბაირამ ნამაზის ლოცვა არც ვაჯიბია და არც მუსთეჰაბი. თუმცა თუ მაინც და მაინც ლოცვას აპირებს ვინმე ამის არც ამკრძალველი და არც ბათილობის დამამტკიცებელი არგუმენტი არ არსებობს. ამასთანავე ბევრი სწავლული მგზავრობისას ბაირამ ნამაზი ილოცებაო ფეთვასაც იძლევიან. ჩვენი აზრით ულოცველობა უფრო მიღებულია. ვინაიდან ამის ამკრძალავი არგუმენტი არ არსებობს, ვერც მლოცველს ვერ შევეწინააღმდეგებით.

მე ვამბობ, რომ შეიხი იაჰიას ნათქვამი: ამ თემის ამკრძალველი არგუმენტი არ არსებობსო არ არის მყარი ნათქვამი. ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებს: ვინც აკეთებს ისეთ საქმეს, რაც ჩვენ არ გვიბრძანებია ის არ მიიღება მისგან. ვინაიდან ეს ჰადისი ზოგადია ამ საკითხის ასაკრძალადაც საკმარისი არგუმენტია. ასევე უზენაესი ალლაჰიც ასე ბრძანებსიქნებ(ალლაჰისთანაზიარები ჰყავთ, რომლებიც ნებას რთავენ იმაზე რაზეც ნება არ დაურთავს ალლაჰს. (შურა, 42/21.) ამ ჰადისისა და აიათის მუქარაში რომ არ მოვყვეთ უნდა ვიმოქმედოთ ერთი ძირითადი პრინციპით, რომლის მიხედვითაც ღვთისმსახურება კონკრეტული ბრძანებისა და არგუმენტის გარეშე აკრძალულია. ამიტომ სადაც არგუმენტი არ არსებობს იქ ღვთისმასახურებისა და მსგავსი საქმეებისგან შორს დგომაა საჭირო. ალლაჰმა უკეთესად იცის.

შეიხმა იბნი უსეიმინმაც (რჰ..) დაუბრუნდა იმ პირობას, რომ კაცმა რომ ბაირამ ნამაზი ილოცოს ის არ უნდა იყოს მგზავრიო. ალლაჰის შუამავალს (...) ბაირამ ნამაზები მხოლოდ მედინაში ულოცავს. მექქეს აღების წელს მედინაში წავიდა, შევვალის მთვარის დაწყებამდე იქ დარჩა. თუმცა მას იქ ბაირამ ნამაზი არ ულოცავს, ამის შესახებ არცერთი წყარო არ იტყობინება. ასევე გამოსამშვიდობებელი ჰაჯობის დროსაც ყურბან ბაირამს მინაში შეესწრო, თუმცა მას იქ ბაირამ ნამაზი არ ულოცავს, რადგანაც მგზავრი იყო. ასევე მგზავრი იყო და ამის გამო არაფა დღეს ჯუმა ნამაზიც არ ულოცავს. შეიხი იბნი უსეიმინი (რჰ..) ასე ამბობს: ასევე ჯუმა ნამაზისთვის, ზოგიერთები მლოცველთა სიმრავლის პირობას აყენებენ. როგორც ადრე განვმარტეთ ჯუმა ნამაზისთვის ყველაზე მიღებული აზრის მიხედვით სამი კაცი საკმარისია. ეს კი ამის მიხედვითაა. სოფელში მარტო ერთი მუსლიმანი, რომ იყოს ის ბაირამ ნამაზს არ ილოცავს ან ორი კაცი რომ იყოს მაინც არ ილოცავს. (შერჰუ-მუთი 5/169-170.)

აუცილებელი არაა შეიხი უსეიმინის (რჰ..) მიერ წამოყენებული სამკაციანი ჯამაათის პირობას დავეთანხმოთ. რადგან სუნნეთიდან ვიცით, რომ ორ კაცსაც შეუძლია ჯამაათით ნამაზის ლოცვა.

მალიქ ბინ ალ-ჰუვეირისისგან (..) ასეა გადმოცემული: ერთ მეგობართან ერთად ალლაჰის შუამავალთან (...) წავედით. მისგან განშორებისას მან ასე გვითხრა: როდესაც ნამაზის დრო მოვა ეზანი იკითხეთ, ყამეთი გააკეთეთ და თქვენგან ასაკით უფროსმა იმამობა გაწიეთ. (ბუხარი, 658; მუსლიმი, 674.)

უბეი ბინ ქაბისგან (..): ალლაჰის შუამავალმა (...)&ნბსპ; ბრძანა: მეგობართან ერთად ნალოცი ნამაზი უფრო უკეთესია, ვიდრე მარტოდ ნალოცი. ორ კაცთან ერთად ნალოცი ნამაზი უფრო უკეთესია, ვიდრე მარტო ორმა რომ ილოცოს. რაც უფრო დიდია ჯამაათი ალლაჰისთვის მით უფრო მოსაწონია. (აჰმედ ბინ ჰანბელი, 5/140; ებუ დავუდი, 554; ნესაი, 843. ეს ჰადისი ჰასენია.)

ებუ საიდ ალ-ჰუდრისგან (..): მესჯიდში ერთი კაცი შემოვიდა. ამ დროს ალლაჰის შუამავალსა (...) და საჰაბეებს (..) შუადღის ნამაზი ახალნალოცი ქონდათ. ალლაჰის შუამავალმა (...) იმ კაცს: ჰეი მავანო! ნამაზზე რატომ დაიგვიანე? ჰკითხა. ამ კაცმაც რამე მოიმიზეზა და ნამაზის სალოცავად წამოდგა. ამ დროს ალლაჰის შუამავალმა (...) იკითხა: არავინაა ვინმე ისეთი, ვინც ამასთან ერთად ნამაზს ილოცებს და მოწყალებას გაიღებს? ამის თქმაზე ერთმა წამოდგა და მასთან ერთად ნამაზი ილოცა. (აჰმედ ბინ ჰანბელი, 3/85. ეს ჰადისი საჰიჰია.)

ებუ-მუაზ ელ-ჩუბუქაბადı

 


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 21 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol