ვედრებისას თავდები გცჭირდება?

ვედრებისას თავდები გცჭირდება?

 

 

 

უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ასეთ ვედრებას გვასწავლის:

 

وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ

 

და თუ გკითხავენ შენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, (დაე უთხარი, რომ) უეჭველად ახლოს ვარ მე, შევისმენ მლოცველის ლოცვას, როცა მომიხმობს მე. მაშ მისმინონ მე და ჩემი რწმენა ჰქონდეთ, ეგების სწორი გზით ივლიან.[1]

 

وَقَالَ رَبُّكُمُ ادْعُونِي أَسْتَجِبْ لَكُمْ

 

თქვენი უფალი ბრძანებს: შემვედრეთ მე, გიპასუხებთ[2] თქვენ.[3]

 

هُوَ الْحَيُّ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ فَادْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ ۗ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

 

ის ცოცხალია, არ არსებობს ღვთაება გარდა ის, დაე ეგულწრფელად მისდამი მიძღვნილი რწმენით ევედრეთ მას. დიდება სამყაროთა უფალს.[4]

 

ზემოთ ვახსენეთ ბაყარა სურას 186- აიათი სადაც უზენასეი ბრძანებს: “და თუ გკითხავენ შენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, (დაე უთხარი, რომ) უეჭველად ახლოს ვარ მე, შევისმენ მლოცველის ლოცვას, როცა მომიხმობს მე.” როგორც ვხედავთ, ალლაჰი ჩვენგან არ მოითხოვს არც ევლიას, სახელით, არც შეიხის სახელით ვედრებას. ამგვარი საქციელი ადამიანის საქმეს ჰგავს, რომ ვიღაც ნაცნობის სახელით მიხვიდე და საქმე ჩაიწყო. ამგვარი საქმე თვითონ ხალხშიც არ არის მიღებული კარგ საქმედ, რადგან ვისაც ნაცნბი და საქმის ჩამწყობი ყავს ის საქმეს იკეთებს ვისაც არ ჰყავს ის იჩაგრება. ნუთუ ჩვენ გვავიწყდება, რომ ალლაჰი: اَلرَّحْمَن (არ-რაჰმან) მოწყალე, اَلْغَفَّار (ალ-ღაფფარ) მპატიებელი, اَلْوَهَّاب (ალ-ვაჰჰაბ) უანგაროდ მიმტევებელი, اَلْعَدْل (ალ-ადლ) სამართლიანი, اَلْغُفُور (ალ-‘აფურ) ცოდვათა მიმტევებელი, اَلْمُجِيب (ალ-მუჯიიბ) ვედრების შემსმენელი და დადებითი პასუხის გამცემი, اَلْوَدُود (ალ-ვედუუდ) მსახურთა მიმართ უსაზღვრო სიყვარულის მქონე, اَلْوَلِىّ (ალ-ველიიუ) მორწმუნეთა მეგობარი, اَلتَّوَّاب (ეთ-თევააბ) მონანიების მიმღები, اَلْغَفُوّ (ალ-‘აფუვვ) ცოდვათა წამშლელი, اَلرَّؤُف (არ-რაუფ) შემბრალებელი, اَلصَّبُور (ას-საბუურ) მომთმენი, სახელების მქონეა? ჩვენ თუ გვჯერა, რომ ალლაჰი ამ ჩამოთვლილი ყველა სახელის და თვისების მქონეა, მაშინ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ასეთი მოწყალე და სამართლიანი ღმერთი ჩვენ ნაცნობებით საქმის ჩაწყობას არ მოგვთხოვს, პირიქით ის ყველას ლოცვას მიიღებს, ყველას ვედრებას შეისმენს, ყველა მომნანიებელს აპატიებს, ოღონდ მლოცველმა ილოცოს, მავედრებელმა ევედროს და მომნანიებელმა მოინანიოს.

 

თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ალლაჰს ჩვენ ვერ მივაწვდენთ ჩვენს ხმას, ვერ დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ნამდვილად დახმარების ღირსნი ვართ და ნამდვილად ერთგულნი ვართ, ამიტომაც კარგი იქნება, ვინმე მასთან დაახლოებულ პირებს თუ მივიყოლიებთ რომლებიც აუხსნიან ჩვენს მდგომარეობას, მაშინ ჩვენ გვავიწყდება ალლაჰის: اًلسَّمِيع (ეს-სემიი’) ყოვლის მსმენელი, اَلْبَصِير (ალ-ბასიირ) ყოვლის მხედველი, اَلْخَبِير (ალ-ხაბიირ) ყოვლის მცოდნე, اَلْمُحْصِى (ალ-მუჰსიი) ყველაფრის დაწვრილებითა და დეტალურად მცოდნე, اَلصَّمَد (ას-სამედ) ყოვლად დამოუკიდებელი, اَلْقَادِر (ალ-ყაადირ) ყოვლის შემძლე, اَلْمُقْتَدِر (ალ-მუყთედირ) ყველაფრის უნარის მქონე, اَلشَّهِيد (აშ-შაჰიიდ) ყოვლის მხილველი და მოწმე, სახელები და თვისებები, სხვანაირად როგორ შეიძლება ამ თვისებების მქონე ღმერთთან ჩვენ საქმის ჩასაწყობად ან დასახათრებლად ვინმეს მიგზავნა დაგვჭირდეს?

 

დავუბრუნდეთ კვლავ ბაყარა სურას 186- აიათს და ვნახოთ რა პირობას გვიყენებს ალლაჰი იმისათვის, რომ მიიღოს ჩვენი ვედრება, ევლიებისა და შეიხების შუამდგომლად ჩაყენებას თუ სხვა რამეს. აიათში შემდგომ ასეთ რამეს ვკითხულობთ: მაშ მისმინონ მე და ჩემი რწმენა ჰქონდეთრა უნდა ვისმინოთ ალლაჰისგან? და როგოი რწმენა უნდა გვქონდეს მისდამი? რათქმაუნდა ალლაჰისგან უნდა ვისმინოთ ის რასაც ყურანში გვიბრძანებს და მისდამი რწმენა უნდა გვქონდეს ისე, როგორც თვითონ გაგვაცნო საკუთარი თავი მისი წიგნის ან შუამავალის საშუალებით. ანუ ზემოთ ჩამოთვლილი სახელებისა და კიდევ სხვა მრავალი სახელებითა და თვისებებით უნდა ვიცნობდეთ და გვწამდეს მისი. აი ამ შემთხვევაში მივიღებ თქვენს ვედრებასო ასე გვეუბნება ჩვენ ალლაჰი თავის წიგნში. ჩვენ როგორ ვიქცევით?

 

კიდე უფალი ბრძანებს მუმინ სურას 60- აიათში: შემვედრეთ მე, გიპასუხებთ თქვენ.” ყოველგვარი პირობისა და ევლიების ხათრის გარეშე. ასევე 65- აიათში ერთ საოცარ რამეზე ამახვილებს ყურადღებას: ის ცოცხალია, არ არსებობს ღვთაება გარდა ის, დაე ეგულწრფელად მისდამი მიძღვნილი რწმენით ევედრეთ მას.” ის ცოცხალია და ევედრეთ მას, რომელიც ცოცხალია, რომელიც ისმენ და რომელიც ხედავს. რომელს უფრო შესწევს დახმარების ძალა ცოცხალს თუ მკვდარს?

 

ახლა კი მინდა ერთი ორი აიათი მოვიყვანო ყურანიდან იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვისმინოთ ალლაჰის მოწოდება რომელსაც ბაყარა სურას 186- აიათში გვამცნობს უზენაესი:

 

اتَّبِعُوا مَا أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ وَلَا تَتَّبِعُوا مِن دُونِهِ أَوْلِيَاءَ ۗ قَلِيلًا مَّا تَذَكَّرُونَ

 

დაემორჩიელეთ იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენი უფლისგან და ნუ დაემორჩილებით მის გარდა მეგობრებს. მწირია დაფიქრება თქვენი.”[5]

 

وَأَنِيبُوا إِلَىٰ رَبِّكُمْ وَأَسْلِمُوا لَهُ مِن قَبْلِ أَن يَأْتِيَكُمُ الْعَذَابُ ثُمَّ لَا تُنصَرُونَ. وَاتَّبِعُوا أَحْسَنَ مَا أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُم مِّن قَبْلِ أَن يَأْتِيَكُمُ الْعَذَابُ بَغْتَةً وَأَنتُمْ لَا تَشْعُرُونَ

 

ვიდრე რისხვა დაგატყდებოდეთ, თქვენი უფლისკენ მიბრუნდით[6] და მას დაემორჩიელთ. (თორემ) შემდგომ დამხმარე არ გეყოლებათ[7]. და ვიდრე მოულოდნელი რისხვა დაგატყდებოდეთ, ლამაზი (ფორმით) დაემორჩლეთ მას, რაც ზემოგევლინათ თქვენი უფლისგან.”[8]

 

მორწმუნეთათვის ცხადად და გასაგებად ბრძანებს ალლაჰი თავის წიგნში. ამის შემდეგ ვისაც ურთულდება დაუჯეროს ამ ყველაფერს ჩვენ კიდევ ერთ აიათს შევახსენებთ, რომელსაც ასე ბრძანებს უზენაესი:

 

وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ وَلَا مُؤْمِنَةٍ إِذَا قَضَى اللَّهُ وَرَسُولُهُ أَمْرًا أَن يَكُونَ لَهُمُ الْخِيَرَةُ مِنْ أَمْرِهِمْ ۗ وَمَن يَعْصِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا مُّبِينًا

 

როდესაც ალლაჰი და მისი შუამავალი რომელიმე საქმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მორწმუნე კაცებს და ქალებს არ მოუხდებათ არჩევანი გააკეთონ (და სხვა ალტერნატივა ეძიონ) მათ ბრძანებაზე. ვინც ეურჩოს ალლაჰს და მის შუამავალს ის ნამდვილად და ცხადად გზას აცდენილია.”[9]

 

ვისაც არ სწამს ამ ყველაფრის ჩვენ მათთან სათქმელი აღარაფერი გვექნება, გარდა ერთისა თუ მართლები ხართ, მოიყვანეთ თქვენი დამამოწმებელი აიათი ყურანიდან ან ჰადისი ალლაჰის სუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სუნნეთიდან.

 

ამ თემასთან დაკავშირებით ჰანეფი სწავლულთაგან ებილ-იზზ ასე ამბობს:

 

კამცა, თავისი ვედრების ახდენისთვის მიზეზად სხვა ვინმე რომ მიიჩნიოს, ასეთი საქციელი მიუღებელია... ის ასე იტყვის: ‘ამა და ამ შენი გულწრფელი და საყვარელი მსახურის ხათრით ჩემი ვედრება მიიღე.’ ის რომ ვიღაც ალლაჰის გულწრფელი და საყვარელი მსახურია, რა კავშირი ექნება ამის ვედრებასთან? ეს ვედრებაში გადაჭარბებას ნიშნავს. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

 

ادْعُوا رَبَّكُمْ تَضَرُّعًا وَخُفْيَةً ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُعْتَدِينَ

 

ევედრეთ თქვენს უფალს გულმხურვალედ და ფარულად. ჭეშმარიტად მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.”[10]

 

ამგვარი ვედრებები შემდგომში გამოგონილია. ამგვარი ვედრება, არც მუჰამმედ შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), არც საჰაბეებისგან, არც თაბიინისგან და არც იმამებისგან არ მოღწეულა ჩვენამდე (ალლაჰი ყველასგან კმაყოფილი იყოს). ეს მხოლოდ უვიცებისა და ტარიკატის მიმდევართა დაწერილ თილისმებში პოულობს ადგილს.”[11]

 

ნოდარ დავითაძე

 

 

 

--------------------------------------------------------------------------------

 

[1] სურა ბაყარა, 2/186.

 

[2] თქვენს ვედრებას, შევისმენ, დადებითად ვუპასუხებ.

 

[3] სურა მუმინ, 40/60.

 

[4] სურა მუმინ, 40/65.

 

[5] სურა რაფ, 7/3.

 

[6] მისკენ იბრუნეთ პირი და მის იმედს ნუ დაკარგავთ.

 

[7] ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, ვისი იმედიც გაქვთ, თქვენი დამხმარეც და მხსნელიც მხოლოდ ისაა.

 

[8] სურა ზუმერ, 39/54-55.

 

[9] სურა აჰზაბ, 33/36.

 

[10] ურა არაფ, 7/55.

 

[11] ალი ბინ მუჰამმედ ბინ ები-იზზ ად-დიმეშყი, (გარდაცვალების თარიღი: 792 ჰიჯრი/1390) შერჰულ აყიდეთი თაჰავიე, ბეირუთ 1408/1988, . I, გვ. 295-297.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 66 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol