იმსაქი

იმსაქი არაბული სიტყვაა და ნიშნავს დაჭერას. სიტყვა იმსაქი როგორც ტერმინი მარხვის დაწყებასა და ჭამის შეწყვეტას ნიშნავს. წმინდა ყურანის შემდეგი აიათი ჭამის შეწყვეტის დროზე მიგვითითებს:

وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ

ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე[1]

აიათში ნახსენები თეთრი და შავი ძაფი დღის ნათელსა და ღამის სიბნელეზე მიგვითითებს, რაც არაერთი ჰადისითაა დამოწმებულლი.

იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი ამბობს; ჰუსეინმა ადიი ბინ ჰათემისგან გადმოგვცა, რომ ის ასე ამბობდა: როდესაც, “ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან.” აიათი ჩამოევლინა ორი ძაფი ავიღე ერთი შავი და მეორე თეთრი და ბალიშის ქვეშ დავაწყე. მათ მალ-მალე ვუყურებდი, მაგრამ შავსა და თეთრს ვერ ვარჩავდი. როდესაც გათენდა ალლაჰის შუამავალთან (..) მივედი და ვუთხარი. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (...) მითხრაშენ განიერი ბალიში გქონია. რადგან აქ დილის ნათელი და ღამის სიბნელეა ნაგულისხმევი.” ბუჰარი და მუსლიმი ამ ჰადისს განსხვავებულად გადმოგვცემენ. ალლაჰის შუამავალის (...) “შენ განიერი ბალიში გქონიასიტყვები: ამ აიათში ნაგულისხმევი შავი და თეთრი ძაფი ქვეშ რომ დაეტიოს ისეთ განიერი ბალიში გქონია. რადგან ეს ძაფები დღის ნათელი და ღამის სიბნელეა. ამიტომაც ბალიში ისეთი განიერი უნდა გქონდეს რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი დაფაროსო. შუამავალის სიტყვები ამგვარადაა განმარტებული.

ალი იბნი ჰათიმისგან გადმოგვცემ; მას ასე უთქვამს: ალლაჰის შუამავალს (...) ვკითხე: ალლაჰის შუამავალო! თეთრი ძაფის შავი ძაფისგან გარჩევა რას ნიშნავს? ეს მართლა ორი სახის ძაფია? მან მიპასუხა: არა ეს დღის ნათელი და ღამის სიბნელეა.

შუამავალის დროს ორი ეზანი იკითხებოდა, ერთი ხალხის გამოსაღვიძებლად მეორე იმსაქის დროის საცნობებლად. პირველს ბილალი ხოლო მეორეს აბდულლაჰ იბნი უმმი მექთუმი კითხულობდა. ამიტომაც შუამავალი დროგამოშვებით საჰაბეებს ეუბნებოდა, რომთქვენ არ დაგაბრკოლოთ ბილალის ხმამ, მაგრამ Aბდულლაჰ იბნი უმმი მექთუმის ხმას, რომ გაიგონებთ ჭამა შეწყვიტეთ.”[2]

იბნი ჯერირი ამბობს: ჰასან ბინ ზებერყან ელ-ნეჰაიმ, აბდურრაჰმან ბინ სევბანისგან გადმომცა, რომ ალლაჰის შუამავალმა (...) ბრძანა: “ფეჯრი (ცისკარი) ორი სახისაა: მგლის კუდის მსგავსად (ერთ ზოლში მყოფი ნათელი) არაფერს არ აკრძალავს. მაგრამ ჰორიზონტზე გაფანტული ნათელით (დილის) ნამაზი ჰალალი, ხოლო ჭამა-სმა ჰარამი გახდება.”

ებუ ჰურეირე ალლლაჰის შუამავალისგან (...) ასეთ ჰადისს გადმოგვცემს: “როემლიმე თქვენგანი, როდესაც ეზნის ხმას გაიგონებს, (საჭმლის ან წყლის) ჭურჭელი ხელში თუ უჭირავს სანამ არ დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას მანამ ხელიდან არ დადოს.”[3]

ებუ უმამე გადმოგვცემს, რომნამაზისთვის ეზანი იკითხებოდა. ომარს ხელთ წყლის ჭურჭელი ეჭირა. მან: “ალლაჰის შუამავალო! დავლიო?” ჰკითხა. ალლაჰის შუამავალმა (...) “დიახუპასუხა. ომარმაც დალია.”[4]

მეზჰების იმამები ერთხმად ამბობენ, რომ თუ კაცი ეჭვობს, რომ ნამდვილად იცისკრა თუ არა, მას შეუძლია მანამდე ჭამოს სანამ არ დარწმუნდება რომ ცის კამარაზე დიდლის ნათელი გაიფანტა. ამის არგუმენტად ის მოყავთ, რომ აიათში ნაბრძანებია მანამ ჭამეთ სანამ ცისკრის ნათელი ღამის სიბნელისგან არ განერჩევაო.[5]

იასლოღის განთიადამდე დაგვიანება მუსთეჰაბია რადგან ალლაჰის შუამავალის სუნნეთი ამას გვიჩვენებს. იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი ამბობს: ჩვენ მუსა ბინ დავუდმა, ებუ ზერრის ასეთი ნათქვამი გადმოგვცა: ალლაჰის შუამავალმა (...) ბრძანა: “ჩემს უმმეთს ხეირი არ მოაკლდებათ მანამ, სანამ იფთარს იჩქარებენ და იასლოღს დააგვიანებენო.”[6]

ალლაჰის შუამავალმა (...) იასლოღის გარეშე მარხვაც აკრძალა. იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი ამბობს: ჩვენ ისჰაყ ბინისამ, ებუ საიდისგან გადმოგვცა, რომ: ალლაჰის შუამავალმა (...) ბრძანა: “იასლოღი ბარაქიანი საჭმელია ფრთხილად ნუ მიატოვებთ მას. რომელიმე თქვენგანმა იასლოღზე თუნდ ერთი ჭიქა წყალიც, რომ დალიოს ალლაჰი და ანგელოზები მას ლოცავენ.”

 

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

22.07.2012

 

 

[1] სურა ბაყარა, 2/187- აიათი.

[2] მუსლიმ, ეს-სიამ, .. 1094

[3] ებუ დავუდ, ეს-სავმ, 18, (.. 2350); აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, . 2, გვ. 510.

[4] ტაბერი თეფსირი, სურა ბაყარა, ზემოთ აღნიშნული აიათის თეფსირი.

[5] პროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ჩაღდაშ მესელელერე ფეთვალარ, . I.

[6] აჰმედ შერბასი, სორულუ ჯევაფლი ისლამ ფიკჰი.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 44 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol