ალლაჰის რიდით სიმართლის თქმა

თუ ალლაჰის რიდი გაქვთ, მაშინ საჭირო ადგილას სიმართლე თქვით და ნურცერთი მკიცხველის გაკიცხვას ნუ შეუშინდებით

შენ ეი მუსლიმანო, რომელიც ამბობ რომ მწამსო! ნუ დაგავიწყდება რომ ალლაჰის მიმართ შიშს დამტკიცება სჭირდება. ეს მხოლოდ ენით წარმოთქმული სიტყვებით არ დამტკიცდება. ამ სიტყვებს საქმით შევსება სჭირდება.

ალლაჰის მიმართ შიშის ყველაზე დიდი მტკიცებულება, სიმართლის თქმა, საჭირო ადგილას ხალხის გაკიცხვისა და მუქარისგან მოურიდებლად სიმართლის ღაღადია. უზენაესი ალლაჰი თავის ბრძენ წიგნში ასე ბრძანებს:

وَلَا يَخَافُونَ لَوْمَةَ لَائِمٍ ۚ ذَٰلِكَ فَضْلُ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

 “მათ მკიცხველის გაკიცხვის შიში არ აქვთ. ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც მხოლოდ მათ მისცემს ვისთვისაც თვითონ მოისურვებს, ალლაჰი უსაზღვრო ცოდნის მქონეა.[1]

იბნი ქესირს ამ აიათის თეფსირისას ასეთი ჰადისები მოჰყავს:

ებუ საიდ ალ-ალჰუდრი (...) ალლაჰის შუამავალისგან (....) ასეთ ჰადისს გადმოგვცემს:

ფრთხილად იყავით! ხალხის შიშმა რომელიმე თქვენგანი თავისი თვალით ხილული სიმართლის თქმისგან არ დააბრკოლოს. რადგან სიმართლის თქმა ან მნიშვნელოვანი რამის შეხსენება კაცის არც სარჩოს შეამცირებს და არც სიცოცხლეს მოუსწრაფებს.[2]

ებუ ზერრი (...) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (....) მე შვიდი რამ მიბრრძანა: (ამათგან ერთ-ერთი) ... სიმართლე თქვით, თუნდაც რომ მწარე იყოს და ალლაჰის ხათრით ნურცერთი მკიცხველის გაკიცხვას ნუ მიაქცევთ ყურადღებას.[3]

ებუ საიდ ალ-ალჰუდრი (...) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (....) ასე ბრძანა:

რომელიმე თქვენგანი რამეს როცა დაინახავს თუნდ საკუთარი თავის დამცირების ფასად, ალლაჰის ხათრით სიმართლის თქმას ნუ მოერიდება. რადგან განკითხვის დღეს მას ჰკითხავენ: ასე და ასე თქმისგან რამ დაგაბრკოლაო? ისიც: ხალხის შიშმაო უპასუხებს. მას ალლაჰი ეტყვის: ჩემი შიში უფრო მეტად არ უნდა გქონოდა?[4]

როგორც ზემოთ მოყვანილ აიათსა და ჰადისებში ვნახეთ ჭეშმარიტ მორწმუნეს, რომელსაც ალლაჰის რიდი გააჩნია, ვერავითარი კიცხვა, შიში და მუქარა ვერ დააბრკოლებს სიმართლის თქმისგან. ისინი ყოველთვის საჭირო ადგილას სიმართლეს იტყვიან და ხალხს იმ დიდ დღეს შეახსენებენ.

გამჩენმა ყველა ჩვენგანს მის მოშიშ და შეგნებულ მსახურად ყოფნა გვიწყალობოს.

ამინ!

თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი



[1] სურა მაიდე, 54- აიათი.

[2] აჰმედ, 3/19, .. 10759; იბნი ქესირის თეფსირი, . 5 გვ. 2386.

[3] იბნი ქესირის თეფსირი, . 5 გვ. 2386.

[4] იბნი ქესირის თეფსირი, . 5 გვ. 2386.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 29 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol