მრავალცოლიანობა

ისლამი მრავალცოლიანობას ნებას რთავს

მუსლიმანებო...! ნუ დაივიწყებთ, რომ ხანდახან ისლამის მიერ ჩვენდამი მოწოდებებისაკუთარი გრძნობების და გემოვნებების მოწოდებებს არ ემთხვევა.

ქორწინების შესახებ ხშირად გძნობებისა და გემოვნების მიხედვით იქცევიან. მრავალცოლიანობის თემას ძირითადად ქალები უარყოფენ და ეწინააღმდეგებიან.

მიუხედავად იმისა რომ მრავალცოლიანობა ქალებისთვის სასარგებლოა, გრძნობებისა და გემოვნების მიხედვით მოქმედება, ალლაჰის მიერ ჩვენდამი დაწესებულ ამ სიადვილესა და სილამაზის წინააღმდეგ გვამხედრებს.

ნუ დავივიწყებთ, რომ ქალები ყოველთვის და ყველგან კაცებზე მეტნი არიან. გარდა ამისა ომებში ძირითადად კაცები იღუპებიან, რის გამოც კვლავ ქალთა რიცხვი მატულობს. დღეისათვის ერაყი ან მსგავსი ქალთა უმრავლესობის ადგილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ. ამასთან ერთად ჩვენს ქვეყანაშიც ქალთა სიჭარბეს სტატისტიკური მონაცემები გვამცნობს.

რაკი მდგომარეობა ასეა, თუ სამართლიანად ვიმსჯელებთ, ერთ კაცს რამდენი ქალიც ეკუთვნის მის მიერ ამავე რაოდენობის მეუღლის ყოლა ბუნებრივია.

თუ ამას შეეწინააღმდეგებით - ეს წინააღმდეგობა გინდ კანონით იყოს და გინდ გრძნობებით - ამ საზოგადოებაში მრუშობისა და უზნეობის ნაკლებობას არ უნდა ველოდეთ. ანუ თუ მშიერს ნებადართული ხერხით არ დავაპურეთ ის აუცილებლად მოიპარავს და ისე გაიძღობს მუცელს.

ამგვარად საკუთარ თავს ნუ შეეწინააღმდეგებით ქალთა მოდგმავ...! მოდით და ყური უგდეთ ადამიანთა ღმერთს, ყოვლის მცოდნეს.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: და თუ შიშობთ, რომ სამართლიანად ვერ მოექცევით ობლებ[1], დაქორწინდით სხვა ქალთაგან იმათზევინც მოგწონთ [2] -ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშინიათ, რომ ვერ გაატარებთ მათ შორისაც სამართალსიქორწინეთ ერთზე ან ვინც თქვენს ხელთ ქვეშ გყავთ[3]სწორედ, ესააუფრო ახლოს იმასთან, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ.[4]

ყაის ბინ ალ-ჰარისი  ამბობს: „როდესაც ისლამი ვაღიარე ცხრა ცოლი მყავდა. შუამავალთან  მოვედი და მდგომარეიბა ვაცნობე. შუამავალმა  მათგან ოთხი აირჩიე და დანარჩენს გაშორდიო მიბრძანა.„[5]

იბნი ომერი  ასე ამბობს: „გაილან ბინ სელემე ეს-საყაფი როდესაც გამუსლიმანდა უვიცობის ხანიდან დარჩენილი&ნბსპ; ოცი ცოლი ჰყავდა. ალლაჰის შუამავალმა  მას უთხრა: მათგან ოთხი აირჩიე სხვა დანარჩენს კი გაეყარეო.„[6]

სად ბინ ჯუბეირი  ასე ამბობს: „იბნი აბბასმა მკითხა: დაქორწინდი? არა არ დავქორწინებულვარ, ვუპასუხე მე. იბნი აბბასმა კვლავ გააგრძელა: ცოლი შეირთე. რადგან ამ უმმეთში ყველაზე ხეირიანი ისაა ვისაც მეტი მეუღლე ჰყავს.„[7]

მა’ქილ ბინ იესარი  ამბობს: „ალლაჰის შუამავალმა  ბრძანა: ქმრების მიმართ მოსიყვარულე და ბევრი შვილის მშობელი ცოლები შეირთეთ. რადგან მე თქვენს წინ მყოფ უმმეთებთან შედარებით თქვენი სიმრავლით ვიამაყებ.„[8]



თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი



[1] ობოლი გოგოები

[2] რომლებზეც დაქორწინება ალალია, ისლამის თანახმად მიზანშეწონილია

[3] მხევალთაგან

[4] ნისა, 4/3-ე აიათი.

[5] ებუ დავუდ, 2241; იბნი მაჯე, 1952; ბეიჰაყი, 7/183; ალბანი, 1855.

[6] თირმიზი, 1137; იბნი მაჯე, 1953; ჰაქემ, 2780; ბეიჰაყი, 1441; აჰმედ, 5026; ალბანი, 1883.

[7] ბუჰარი, 5163 – 5164.

[8] ებუ დავუდ, 2050; ნესაი, 3227; იბნი ჰიბბან, 1229; მევარიდ - ჰაქიმ, 21162.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 7 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol