ნამაზი

ნამაზი

უზენაესმა ალლაჰმა ადამიანი მასზე სათაყვანოდა გააჩინა. თაყვანის ცემა კი ქედის მოხრას, მორჩილებას და ბრძანებების უნაკლოდ შესრულებას ნიშნავს. ისლამში ყოველ ბრძანებასა თუ აკრძალვაზე მორჩილება ღვთისმსახურებაა. ღვთისმსახურებათა ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგი და საუკეთესო თავის დროზე შესრულებული ნამაზია. უზენაესმა ალლაჰმა პირველი ადამიანისა და ამასთანავე პირველი შუამავალის ადემ (ა.ს)-ისგან მოყოლებული დღემდე მთელი კაცობრიობა ნამაზის შესრულებით დაავალდებულა და ყოველ შუამავალს ნამაზი უბრძანა, რათა მათ ხალხისთვის გაეცნათ იგი.[1]

უზენაესმა ალლაჰი და ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ვ) ჩვენგან დაჟინებით მოითხოვენ ნამაზის შესრულებას, ნამაზის შემსრულებელთ ჯილდოს არ შემსრულებელთ კი სასჯელს ამცნობებენ. ამგვარად ნამაზის შესრულებისკენ მოგვიწოდებენ და მის მიტოვებისგან გვაფრთხილებენ.

სიტყვა ნამაზის მნიშვნელობა:

სიტყვა ნამაზი სპარსული სიტყვაა და იგი ყურანში არაბულად „სალათ„ (صَلَاة) სიტყვით მოიხსენიება. სიტყვა სალათს ლექსიკონში ორი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ აქ ყურადღებას გავამახვილებთ იმ მნიშვნელობაზე, რაც ყურანშია გამოყენებული. ყურანში სიტყვა „სალათ„ ნიშნავს ლოცვას და ვედრებას. ეს სიტყვა ყურანში ამ მნიშვნელობით სხვადასხვა ადგილასაა მოხსენებული.[2]

როგორც რელიგიური ტერმინი ნამაზი გულით, სხეულითა და ენით შესრულებული ღვთის მსახურების ფორმაა, რომელიც ზუსტად ისე უნდა შესრულდეს, როგორც მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ვ)-ი ასრულებდა.

ხუთი დროის ნამაზი ვისთვისაა აუცილებელი (ფარძი)

ხუთი დროის ნამაზი, გონიერი და მოწიფულობის ასაკში მყოფი ყოველი მუსლიმისთვის აუცილებელია. ნამაზი რომ აუცილებელი ღვთისმსახურებაა ეს ყურანით, სუნნეთითა და ალიმების ერთსულოვანი თანხმობით ანუ „იჯმა[3]„-თია დასაბუთებული. წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰი ასე ბძანებს:

فَاَقيمُوا الصَّلوةَ اِنَّ الصَّلوةَ كَانَتْ عَلَى الْمُؤْمِنينَ كِتَابًا مَوْقُوتًا

„... ნამაზი უნაკლოდ შეასრულე, რათა ნამაზი თავის დროებთან ერთადაა მორწმუნეებზე დაწესებული.„[4]

اَقِمِ الصَّلوةَ لِدُلُوكِ الشَّمْسِ اِلى غَسَقِ الَّيْلِ وَقُرْانَ الْفَجْرِ اِنَّ قُرْانَ الْفَجْرِ كَانَ مَشْهُودًا

„მზის ზენიტიდან (დასავლეთისკენ გადახრიდან) საღამოს სიბნელის ჩამოწოლამდე (გარკვეულ დროებში) ნამაზი შეასრულე. და კიდე დილის ნამაზი შეასრულე, რათა დილის ნამაზი დამოწმებულია.„[5]

            ამ ორ აიათში უზენაესი ალლაჰი დღეში ხუთი დროის ნამაზის შესრულებაზე მიგვითითებს. როდესაც ყურანში ნამაზის შესახებ ნაბრძანებ აიათებს ერთად ხელში ავიღებთ და გადავხედავთ ჩვნ ნათლად ვხდებით, რომ ხუთი დროის ნამაზი მუსლიმანისთვის აუცილებელი ღვთისმსახურებაა. ხოლო იმის შესახებ ცნობებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ნამაზი, ზუსტად როდის დგება ამა თუ იმ ნამაზის დრო და როდის სრულდება შუამავალი გვასწავლის, რომელსაც მთავარ ანგელოზი ჯიბრილი ასწავლიდა და ისიც ასჰაბს გადასცემდა. ის მათ ასე ეუბნებოდა:

صلُّوا كَمَا رَيتُمُونِي اُصَلِّي  „ილოცეთ ისე,  როგორც მე მხედავთ ლოცვისას.„[6]

            როდესაც შუამავალს ეკითხებოდნენ თუ როგორ სრულდებოდა ნამაზი, ის თვითონ ასრულებდა ნამაზს და ასე ასწავლიდა ნამაზის შესრულებას, რაც თაობიდან თაობამდე გადმოეცემოდა და ამის თაობაზე იჯმა არსებობს. ამიტომაც ნამაზი ჩვენი ვალია ღვთის წინაშე.

            ნამაზი ყოველ მდგომარეობაში აუცილებლად უნდა შესრულდეს:

            უზენაესი ალლაჰი ნურ სურაში ბრძანებს რომ მორწმუნეს ვერც საქმე, ვერც ვაჭრობა და ვერც სხვა მნიშვნელოვანი რამე  ვერ მიატოვებინებს ნამაზს.[7] ჩვენი რჯული ისლამი ყოველგვარ სიადვილეს გვაძლევს რათა ეს ვალი პირნათლად მოვიხადოთ:

            -ვინც წყალს ვერ იშოვის თეიმუმის გაკეთება შეუძლია,[8]

            -რაიმე საფრხის არსებობის მქონეებს შეუძლიათ სვლისას შეასრულონ ნამაზი ან რაიმე ცხოველზე ან ტრანსპორზე ამხედრებული.[9]

            -მგზავრებს შეუძლიათ ოთხ მუხლიანი ნამაზები ორ მუხლად შეასრულონ[10]

            -საჭიროების შემთხვევაში შუადღისა და შუა ნამაზების ერთდროულად შუადღის ნამაზის დროს ან შუა ნამაზის დროს შესრულება შესაძლებელია, ასევე საღამოსა და ღამის ნამაზების ერთდროულად საღამოს ნამაზის ან ღამის ნამაზის დროს შესრულება შესაძლებელია.[11]

            -ომში მყოფებისთვის ნებადართულია როგორც შეეძლებათ ისე ილოცონ ნამაზი.[12]

            -ვისაც ფეხზე დგომა არ შეუძლია მას შეუძლიათ მჯდომიარემ შეასრულონ და ვისაც მჯდომიარედ არ შეუზლია მას შეუძლია მწოლიარემ შეასრულოს ნამაზი.[13]

            ეს ყველაფერი თან სიადვილეა მორწმუნეთათვის და თან მიგვითითებს ნამაზის მნიშვნელობაზე, რომ ის რაცარუნდა ის არ იყოს ყოველ შემთხვევაში უნდა შესრულდეს და მისი არშესრულების საპაიტო მიზეზი თითქმის არ არსებობს.

            ქალთა კრიტიკული მდგომარეობის, გულწასულობის, ფსიქიკური აშლილობის, დავიწყებისა და ჩაძინების გარდა ნამაზის შეუსრულებლობის მიზეზი არ არსებობს და სხვა მიზეზი მიზეზად არ ჩაითვლება.

            რწმენით (იმანით) დაჯილდოებულთ, რომელთა გულებში რწმენას მყარად აქვს ფესვი გადგმული და ნამდვილი მუსლიმის თვისება შეუძენიათ, მათ ნამაზის შესრულება არ ერთულებათ.[14]

            მორწმუნეები ნამაზის უწყვეტლივ შემსრულებელნი არიან[15] ნამაზს სიხარულით და გულმოდგინედ ასრულებენ.

            უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში გვამცნობს, რომ ნამაზის სიზარულით შესრულება[16] და ნამაზის მიტოვება მუნაფიყობის[17] (ფარისევლობა, ორპირობა) და ქააფირობის[18] (ურწმუნოების) თვისებებია.

            ნამაზის სიკეთეები

            უზენაესი ალლაჰი ნამაზის შემსრულებელთ მოწყალებას,[19] ულევ სარჩოს,[20] სამოთხეს,[21] დიდ ჯილდოს[22] და საკუთარ კმაყოფილებას[23] პირდება, ნამაზი მას აწესრიგებს. ნამაზი მას ყოველგვარი ბოროტების, უზნეობისა და ჰარამისაგან განარიდებს.[24]

            წმინდა ყურანის ბრძანებით, წრფელი გულით ნამაზის შემსრულებელნი,[25] ნამაზის თავიანთ ცხოვრებაში გამცოცხლებელებელნი და სწორი გზით მავალი გადარჩენილები არიან.[26]

            რწმენა, ნამაზი და სხვა ღვთის მსახურებები ალლაჰის წინაშე სულიერი ვაჭრობაა და ამ ვაჭრობით დაკავებულნი არავითარ შემთხვევაში წაგებულნი არ იქნებიან.[27] ვინც ირწმუნა, კეთილი საქმეები აკეთა, ხუთი დროის ნამაზი შეასრულა და ქონების ზექათი გასცა, მათი ჯილდო ალლაჰთანაა. მათთვის საფრთხე არ არსებობს და არც დამწუხრდებიან ისინი.[28]

            ალლაჰის სუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბოლო ხუთბეზე ასე ბრძანა:

اتقوا الله ربكم و صلوا حمسكم و صومو شهركم و ادوا زكاة اموالكم و اطيعوا ذا امركم تدخلوا جنة ربكم

„უფრთხილდით თქვენი უფლის, ალლაჰის წინაშე ურჩობას, ხუთი დროის ნამაზი შეასრულეთ, რამაზანი იმარხულეთ, ქონების ზექათი გაეცით, თქვენს მეთაურებს დაემორჩილეთ, რათა თქვენი უფლის სამოთხეში შეხვიდეთ.„[29]

            უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგნებულად თუ უნებლიედ, სულიერად თუ მატერიალირად შეცდომებში შედის. ყოველდღიურად ხუთი დროის ნამაზი ისეთი დიდი ცოდვების გარდა, როგორებიცაა: შირქი (პოლითეიზმი), ქუფრი (ურწმუნოება), ნიფაყი (ორპირობა, ფარისევლობა), ალკოჰოლი, ყუმარი, მრუშობა, ქურდობა, კაცის კვლა, ტყუილის თქმა, მევახშეობა, სხვისი ხსენება და ცილის წამება სხვა მცირე ცოდვების მიტევების მიზეზია.[30]

            ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:

الصلوات الخمس و الجمعة  الى الجمعة  كفارة لما بينهن ما لم تغش الكبائر

            „ხუთი დროის ნამაზი და ჯუმა ნამაზი, მომავალ ჯუმამდე ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდელია იმ შემთხვევაში თუ დიდ ცოდვებს გავუფრთხილდებით.„[31]

            ნამაზი ისლამის ხუთი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთია,[32] რომელსაც სულ ცოტა ხუთი სიკეთე მაინც მოაქვს ადამიანისთვის.

            ა) ალლაჰისა და მისი შუამავალის მორჩილებასა და ყველაზე საუკეთესო ღვთისმსახურებას ეწევა

            ნამაზი აუცილებელ (ფარძ) ღვთისმსახურებათაგან ერთადერთია, რომელსაც იმქვეყნად პირველად მოგვკითხავენ.[33] რადგან ნამაზი რჯულის საყრდენი ბოძი,[34] რწმენის ნიშანი,[35] საქმეთა საუკეთესო, ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი საქმეა:

                                 اي الاعمال افضل  

როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხეს ალლაჰის წინაშე ყველაზე მიღებული საქმე რა არისო, მან:

الصلوة لوقتها თავის დროზე შესრულებული ნამაზი,[36] უპასუხა.

            اي العمل احب الى الله რომელი საქმე უფრო მოსაწონია ალლაჰისთვის? კითხვაზე:

            الصلوة لوقتها თავის დროზე შესრულებული ნამაზიო[37] უპასუხა.

            ასევე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანებს, რომ:

                                 رَأسُ اﻷمْرِ الاسلام وَعمُودُهُ اﻟﻼََّةُ وَذِرْوَةِ سَنَامِهِ اَلْجِهَادُ

„საქმის საწყისი ისლამი, საყრდენი ბოძი ნამაზი, ხოლო მწვერვალი ჯიჰადია.„[38] ნამაზის შემსრულებელს ალლაჰის სამოთხეს პირდება, ხოლო არ სემსრულებელს არაფერს არ პირდება.

                                 ბ) ალლაჰს ირწმუნებს

                                 ღვთისმსახურების მიზანი ალლაჰის რწმენაა. ალლაჰის დიდების და მისი ხსენების საუკეთესო საშუალება ნამაზის ლოცვა და ყურანის კითხვაა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ასე ბრძანებს: اقم الصلوة لذكري „ჩემს სადიდებლად ნამაზი შეასრულე.„[39] ნამაზის შემსრულებელი მუსლიმანი თან ყურანს კითხულობს, თან ალლაჰს ადიდებს და თან მას ევედრება. ღვთისმსახურების ყოველი სახეობა ნამაზშია თავმოყრილი.

                                 გ) მატერიალური და სულიერი სიბინძურისგან განიწმინდება.

                                 ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანების მიხედვით ნამაზის მლოცველი დღეში ხუთჯერ მდინარეში მობანავე ვინმეს გავს;

ارايتم لو ان نهرا بباب احدكم يغتسل فيه كل يوم خمسا ما تقول ذلك يبقى من درنه

            „რას იტყვით, რომელიმე თქვენგანის კართან რომ მდინარე იყოს და ყოველ დღე მასში ბანაობდეს მას ჭუჭყი შერჩება? (ასჰაბმა მას უპასუხა)

قالوا لا يبقى من درنه شيئا არავითარი ჭუჭყი მას არ ექნება. (შუამავალმა)

قال فذالك مثل الصلوات الخمس يمحوا الله به الخطايا აი ხუთი დროის ნამაზის შემსრულებელიც ასეა, ალლაჰი ნამაზის ხათრით, ცოდვებს მიუტევებს.„[40]

            დღეში ხუთი დროის ნამაზის შემსრულებელი როგორც სულიერად, ასევე მატერიალურადაც განიწმინდება ჭუჭყისა და მიკრობებისაგან. ვინაიდან, სხეულის, სამოსელისა და სალოცავი ადგილის სისუფთავე ნამაზის ერთ-ერთი პირობაა, ნამაზი ადამიანს სისუფთავეს მიაჩვევს.

ე) დროის ფასს ისწავლის

ნამაზი ვინაიდან ყოველთვის დროის მიხედვით სრულდება, მორწმუნის ცხოვრებას გარკვეულ რეჟიმში მოიყვანს.

ვ) ცოდვებისა და ბოროტებისაგან დაიცავს

ნამაზი უზრუნველყოფს მორწმუნის ფიქრის, გულის, სულის და მიზნების სისუფთავესა და სიწმინდეს, ბოროტებებსა და უზნეობებს განარიდებს. ასევე განარიდებს ყოველგვარი ჰარამის, ბოროტი სიტყვისა და საქმისაგან.

اُتْلُ مَا اُوحِىَ اِلَيْكَ مِنَ الْكِتَابِ وَاَقِمِ الصَّلوةَ اِنَّ الصَّلوةَ تَنْهى عَنِ الْفَحْشَاءِ وَالْمُنْكَرِ وَلَذِكْرُ اللّهِ اَكْبَرُ وَاللّهُ يَعْلَمُ مَاتَصْنَعُونَ

„(შუამავალო!) იკითხე წიგნი, რომელიც შენ ზემოგევლინა და ნამაზი უნაკლოდ შეასრულე. რადგან ნამაზი ბოროტებისა და უზნეობისაგან განმარიდებელია. ჭეშმარიტად ალლაჰის დიდება ყველაზე დიდი ღვთისმსახურებაა, ალლაჰმა იცის რასაცა იქმთ.„[41]

ზ) ხუთი დროის შემსრულებელი სიამაყისა და ქედმაღლობისგან ხსნილია

ადამიანი რომელიც შუბლს სეჯდეზე დებს მას შეგნებული აქვს, რომ ერთი უბრალო ქმნილებაა, რომელიც ალლაჰზე მსახურებითაა დავალებული, აქედან გამომდინარე შორს დადგება ისეთი ჰარამი საქციელისაგან, როგორიცაა სიამაყე და ქედმაღლობა. ალლაჰის ხათრით საქმის კეთებას მიეჩვევა და ხალხის უფლებებს პატივს ცემს.

თ) შეიგნებს რომ ღვთიური თვალყურის ქვეშაა

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანებს;

يتعاقبون فيكم ملائكة بالليل و ملائكت بالنهار و يجتمعون في صلاة الفجر و العصر ثم يعرج الذين باتوا فيكم فيسئلهم و هو اعلم بهم كيف تركتم عبادي فيقولون تركناهم و هم يصلون و اتيناهم و هم يصلون

„ღამითა და დღისით ანგელოზები თქვენ გათვალყურებენ, დილისა და შუა ნამაზის დროს ერთად მოიკრიბებიან. შემდეგ ალლაჰის წინაშე წარსდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ყველაზე კარგად მცოდნეა უფალი მათ ასე კითხავკითხავს: ჩემი მსახურები რომ დატოვეთ რას აკეთებდნენ? ანგელოზები: -ისინი ნამაზის ლოცვისას დავტოვეთ და მათთან, რომ დავბრუნდით ასევე ნამაზის ლოცვისას ვნახეთო ეტყვიან.„[42]

ამის მცოდნე მუსლიმანი დღეში ხუთი დროის ნამაზს აუცილებლად შეასრულებს.

ნამაზის არშესრულება

ხუთი დროის ნამაზის არშესრულება ალლაჰის მიმართ ურჩობაა, რაც დიდი ცოდვაა. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში გვამცნობებს, რომ ნამაზის არშემსრულებლები დაისჯებიან:

فخلف من من بعدهم خلف اضاعوا الصلواة واتبعوا الشهوات فسوف يلقون غيا

„მათ (შუამავლების და მართლმორწმუნების) შემდეგ ისეთი ხალხი მოვიდნენ, ვინც ნამაზი მიატოვეს და თავიანთ სურვილებს აუყვნენ. ისინი ჯოჯოხეთში ჩაიყრებიან.„[43]

ეს აიათი გვამცნობს, ვინც ამქვეყნიურ საქმეზე, თამაშზე, გართობაზე და საკუთარ სურვილებზე აყოლით ნამაზს არ ასრულებენ, ისინი ჯოჯოხეთის სასჯელს გაწევენ. რადგან ასეთი პიროვნება სხვა ღვთისმსახურებებსაც ნაკლებად გულმოდგინედ ეკიდებიან და ცოდვებსაც ნაკლებად უფრთხილდებიან, რითაც საკუთარ სულს უსამართლოდ ეპყრობიან.

ვისაც არ სწამს, რომ ნამაზი მუსლიმისთვის აუცილებლად შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, ის მორწმუნედ არ ჩაითვლება, რადგან ასეთი ადამიანი ალლაჰის ცხად ბრძანებებს უარყოფს. ვისაც ნამაზის აუცილებლობის ჯერა მაგრამ სიზარმაცის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო არ ასრულებს ის დიდ ცოდვას ჩადის. ამის შესახებ რამოდენიმე ჰადისის მოყვანაც შეიძლება:

من ترك صلاة العصر فقد حبط عمله

„ვინც შუა ნამაზი არ შეასრულოს მისი ნამოქმედარი უქმეა.„[44]

لا تتركوا الصلوة متعمدا فانه من ترك الصلوة متعمدا فقد برئت ذمة الله و رسوله

„ნამაზს შეგნებულად ნუ მიატოვებთ. ვინც შეგნებულად ნამაზს მიატოვებს, ის ალლაჰის და მისი შუამავალის მფარველობიდან გამოვა.„[45]

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ დღეს ნამაზის შესახებ საუბრისას ასე ბრძანა:

من خافظ  عليها كانت له نورا و برهانا و نجاة يوم القيامة و من لم يحافظ عليها لم يكن له نورا و لا برهانا و لا نجاة  و كان يوم القيامة مع قارون ز فرعون و هامان و ابي ابن حلف

„ვინც ნამაზს გაუფრთხილდება, ეს ნამაზი განკითხვის დღეს მისთვის ნათელი, არგუმენტი და გადარჩენის მიზეზი იქნება. ვინც ნამაზს არ გაუფრთხილდება მას განკითხვის დღეს არც ნათელი, არც არგუმენტი და არც გადარჩენის მიზეზი არ ექნება.[46]

ვისაც თავის დროზე ნამაზის შესრულება დაავიწყდა მან გახსენებისთანავე უნდა შეასრულოს და მას ამის გამო სხვა პასუხისმგებლობა არ ეკისრება.[47]

ჯგუფურად ნამაზის შესრულება

ჯგუფურად შესრულებულ ნამაზს მარტოდ შესრულებულ ნამაზთან შედარებით 27-ჯერ მეტი მადლი აქვს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის სალამი და ლოცვა მას) ბრძანებს:

ﻼﺓ الجَمَاعَةِ أفضَلُ مِنْ ﻼﺓ الْفَذِّ بِسَبْعٍ وَعِشْرِينَ دَرَجَةً

„ჯგუფურად შესრულებული ნამაზი მარტოდ შესრულებულ ნამაზზე 27-ჯერ უკეთესია.„[48]

მუჰამმედ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)  მთელი სიცოცხლის ნამძილზე ჯგუფურად მლოცველებს იმამობას უწევდა, სიცოცხლის ბოლო დღეებში მძიმე ავადმყოფობისას, წმინდა ებუ ბექირს ავალებდა იმამობას და თვითონც ესწრებოდა  ჯგუფურად ნნამაზს.

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სხვა მრავალ ჰადისებშიც მიგვითითებს ჯგუფურად ნამაზის შესრულების მნიშვნელობაზე:

لَوْ يَعْلَمُ النَّاسُ مَا في النّدَاءِ وَالصَّف اﻷوَّلِ، ثُمَّ لَمْ يَجِدُوا إَّﻻ أنْ يَسْتهِمُوا عَلَيْهِ ﻻسْتَهَمُوا ولو  يعلمون ما في      التهجير، لاستبقوا إليه. ولو يعلمون ما في العتمة والصبح، لأتوهما ولو حبوا

 „ადამიანებს მეჩეთში პირველ მწკრივებში დგომის ფასი რომ ცოდნოდათ წინა მწკრივებში დადგომისთვის წილისყრის გარდა სხვა გზას ვერ იპოვიდნენ. ნამაზის თავის დროზე შესრულების ფასი რომ ცოდნოდათ ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ. ღამის ნამაზისა და დილის ნამაზის ფასი რომ სცოდნოდათ ფოთხვით მოვიდოდნენ ჯგუფურად ნამაზის შესასრულებლად.[49]

مَنْ صَلَّى العِشَاءَ في جَـمَاعَةٍ ، فَكَأَنَّما قامَ نِصْف اللَّيْل وَمَنْ صَلَّى الصبْح في جَمَاعَةٍ ، فَكَأَنَّما صَلَّى اللَّيْل كُلَّهُ

            „ვინც ღამის ნამაზს ჯგუფურად შეასრულებს, მან თითქოს ღამის ნახევარი ლოცვაში გაატარა, ხოლო ვინც დილის ლოცვას ჯგუფურად შეასრულებს, მან თითქოს მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.„[50]

ما مِن ثَلاثَةٍ في قَرْيَةٍ ولا بَدْوٍ لا تُقَامُ فِيهمُ الصَّلاةُ إِلاَّ قدِ اسْتَحْوَذَ عَلَيْهِمُ الشَّيْطَانُ . فَعَلَيكُمْ بِالجَمَاعَةِ ، فَإِنَّمَا يأْكُلُ الذِّئْبُ مِنَ الغَنمِ القَاصِيَةَ

            „როდესაც ერთ სოფელში ან ველზე სამი კაცი ერთად იქნებიან და ჯგუფურად ნამაზს არ შეასრულებენ, სატანა მათზე გაბატონდება, ამიტომ ჯგუფს ნუ ჩამოშორდებით. მგელი მხოლოდ იმ ცხვარს შეჭამს, რომელიც ფარას ჩამოშორდება.„[51]

            ეს ჰადისები გვამცნობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯგუფურად ნამაზის შესრულება. მუსლიმანი კაცი ვალდებულია ნამაზებს ჯგუფურად ასრულებდეს და უმიზეზოდ ჯგუფს არ ჩამოცილდეს.



[1] ბაყარა, 2/83; მაიდე, 5/12; იუნუს, 10/87; იბრაჰიმ, 14/37, 40; მერიემ, 19/31, 35; ტაჰა, 20/14, 132; ენბია, 21/73.

[2] ენფალ, 8/35; თევბე, 9/91, 103; ნურ, 24/41; აჰზაბ, 33/43, 56.

[3] იჯმა ერთ-ერთი მუსლიმანური ტერმინია და ნიშნავს ისლამის ალიმთა ერთიეან თანხმობას რომელიმე რელიგიური საკითხის მიმართ.

[4] ნისა 4/103.

[5] ისრა, 17/79.

[6] ბუჰარი, ეზან, I, 155.

[7] ნურ, 24/38.

[8] მაიდე, 5/6.

[9][9] ბაყარა, 2/239.

[10] მუსლიმ, სალათუ’ლ-მუსაფირინ, 4, I, 478; ებუ დავუდ, სალათ, 27,  II, 7.

[11] მუსლიმ, სალათუ-ლ-მუსაფირინ, 52, I, 490; ბუჰარი, თაყსირუ’ს-სალათ, 13, II, 39.

[12] ნისა, 4/102.

[13] ალი იმრან, 3/191.

[14] ბაყარა, 2/45.

[15] მეარიჯ, 70/22-23.

[16] ნისა, 4/142.

[17] თევბე, 9/54.

[18] მუდდესირ, 74/44.

[19] თევბე, 9/71; ნურ, 24/56.

[20] ენფალ, 8/3-4.

[21] რად, 13/19, 23; მუ’მინუნ, 23/1-2, 9-11.

[22] ნისა, 4/162.

[23] თევბე, 9/72.

[24] ‘ანქებუთ, 29/49.

[25] მუ’მინუნ, 23/2.

[26] ლოყმან, 31/4-5.

[27] ფათირ,  35/29-30.

[28] ბაყარა, 2/277.

[29] თირმიზი, ებვაბუ’ს-სალათ, 434, II, 516; აჰმედ ბინ ჰანბელ, V, 251.

[30] ჰუდ, 11/114.

[31] მუსლიმ, ტაჰარე, 14-15, I, 209; აჰმედ ბინ ჰანბელ, II, 229.

[32] მუსლიმ, იმან, 1, 5, 7-8, 19, I, 7, 39-40-41, 45.

[33] ნესაი, სალათ, 9, I, 231-233.

[34] აჯლუნი, ქეშფუ’ლ-ჰაფა, I I, 39-40.

[35] აჯლინი, II, 40.

[36] ბუჰარი, მევაყით, 5, I, 134.

[37] ბუჰარი, მევაყითუ’ს-სალათი, 5, I, 134; მუსლიმ, იმან, 137, I, 89.

[38] თირმიზი, იმან, 8.

[39] ტაჰა, 20/14.

[40] ბუჰარი, მევაყითუ’ს-სალათი, 6, I, 134.

[41] ანქებუთ, 29/45.

[42] ბუჰარი, მევაყთ, 16, I, 139.

[43] მერიემ, 19/159.

[44] ბუჰარი, მევაყითუ’ს-სალათი, 15, I, 138.

[45] აჰმედ ბინ ჰანბელ, VI, 421.

[46] აჰმედ ბინ ჰანბელ, II, 169.

[47] ბუჰარი, მევაყით, 37, I, 148; მუსლიმ, მესაჯიდ, 309, I, 471; ებუ დავუდ, სალათ, 11, I, 303, ნესაი, მევაყით, 52-54, I, 293, 295-296; იბნი მაჯე, სალათ, 10, I, 227; აჰმედ ბინ ჰანბელ, III, 1000.

[48] ბუჰარი, ეზან, 30, I, 158.

[49] ბუჰარი, ეზან, 9, I, 152; მუსლიმ, სალათ, 129. I, 454.

[50] მუსლიმ, მესაჯიდ, 260. I, 454.

[51] ებუ დავუდ, 47, ჰ.ნ. 547. I, 371; ნესაი, იმამეთ, 547. I, 371.



 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 22 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol