ცოდნის დამალვა

ცოდნის დამალვის შესახებ

  

حدثنا أحمد بن بديل بن قريش اليامي الكوفي حدثنا عبد الله بن نمير عن عمارة بن زاذان عن علي بن الحكم عن عطاء عن أبي هريرة قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم: مَنْ سُئِلَ عَنْ عِلْمٍ فَكَتَمَهُ أَلْجَمَ يَوْمَ الْقِيَامَةِ بِلِجَامٍ مِنْ نَارٍ وفي الباب عن جابر وعبد الله بن عمرو قال أبو عيسى حديث أبي هريرة حديث حسن

ებუ ჰურეირას (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა:

 ვისაც (მის მიერ შეძენილი) ცოდნისგან (რამეს) ჰკითხავენ და ცოდნას დამალავს, განკითხვის დღეს მას ცეცხლის ლაგამით ამოლაგმავენ.”[1]

ამ თემაზე ჯაბირისა და აბდულლაჰ ბინ ამრისგანაც ჰადისია გადმოცემული.

თირმიზი: ებუ ჰურეირას ჰადისი ჰასენია.

 

حَدَّثَنَا مُوسَى بْنُ إِسْمَعِيلَ حَدَّثَنَا حَمَّادٌ أَخْبَرَنَا عَلِيُّ بْنُ الْحَكَمِ عَنْ عَطَاءٍ عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ قَالَ قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: مَنْ سُئِلَ عَنْ عِلْمٍ فَكَتَمَهُ أَلْجَمَهُ اللَّهُ بِلِجَامٍ مِنْ نَارٍ يَوْمَ الْقِيَامَةِ

ებუ ჰურეირას (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა:

ვისაც (მის მიერ შეძენილი) ცოდნისგან (რამეს) ჰკითხავენ და ის ცოდნას დამალავს, მას ალლაჰი განკითხვის დღეს ცეცხლის ლაგამით ამოლაგმავს.”[2]

 

ჰადისის განმარტება

            მუსლიმანი ვალდებულია ცოდნა გაუზიაროს მსურველს, თუ ის დარწმუნებულია თავისი ცოდნის სისწორეში. ვინც თავის ცოდნას დამალავს და მსურველს არ გადასცემს, ის იმქვეყნიურ სასჯელს დაიმსახურებს. ამის მხოლოდ ერთი პირობა არსებობს და ეს კარგი ცოდნაა, თუ მან საკითხი კარგად იცის და დარწმუნებულია თავის ცოდნაში ვალდებულია მსურველს ასწავლოს. ასევე კითხვის დამსმელიც, კეთილი ზრახვით უნდა სვამდეს კითხვას. წინააღმდეგ შემთხვევეში პასუხის გაცემა არ არის აუცილებელი.[3]

ამ საკითხზე ხატტაბი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე ამბობს:

დამალვის შემთხვევაში განკითხვის დღეს ცეცხლის ლაგმით ამოლაგმვის გამომწვევი ცოდნა, ისეთი რამეებია რისი სწავლაც ყველასთვის ფარძია (აუცილებელი). ისლამის მიღების მიზნითროგორია თქვენი რჯული? სლამი რა არის? მასწავლე თქვენი რწმენადა მსგავსი რამეების მთქმელ ქააფირზე ცოდნის დამალვა. ან ახალ გამუსლიმანებულმა, რომ იკითხოს ნამაზი როგორ შევასრულო მასწავლეთო, ან ჰალალისა და ჰარამის შესახებ ფეთვას, რომ ითხოვდეს კაცი და მცოდნემ არ ასწავლოს, ის ამ ჰადისით მითითებულ კატეგორიაში შევა. რადგან, ვინც ასეთი რამეების სწავლებას თავს აარიდებს ის ამ ჰადისის მუქარის სამიზნე გახდება. ისეთი რამეების სწავლება არსწავლება, რომლის ცოდნაც ხალხისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს ამგვარი სასჯელის მიზეზი არ გახდება.

რადგან ყადი იაზი ამბობს: “ისლამის შესწავლა ყველა მუსლიმანისთვის ფარძია (აუცილებელი)”[4] როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ ცოდნას გულისხმობდა ეს ჰადისი მას ასე უპასუხა: “აქ ნახსენებ ცოდნაში ნაგულისხმევია ისეთი რამეების ცოდნა, რის მიხედვით მოქმედებაზეც ვალდებული ხარ. ხოლო ცოდნა, რომლის მიხედვითაც ვალდებული არ ხარ იმოქმედო, იმის არც სწავლით ხარ ვალდებული.”

როგორც ჩანს ხატტაბი ამ საკითხში ნახსენები ცოდნის პასუხისმგებლობას მისი აუცილებლობის ხარისხის მიხედვით აფასებს. ანუ რისი ცოდნაც ფარძია მის დამალვას ჰარამად, ხოლო რისი ცოდნაც ვააჯიბია მის დამალვას მექრუჰად გადმოგვცემს.[5]

 
თემის შესახებ წმინდა ყურანიდან ერთი აიათი

 

إِنَّ الَّذِينَ يَكْتُمُونَ مَا أَنزَلْنَا مِنَ الْبَيِّنَاتِ وَالْهُدَىٰ مِن بَعْدِ مَا بَيَّنَّاهُ لِلنَّاسِ فِي الْكِتَابِ ۙ أُولَٰئِكَ يَلْعَنُهُمُ اللَّهُ وَيَلْعَنُهُمُ اللَّاعِنُونَ

ჭეშმარიტად ვინც მალავენ, (იმას) რაც ჩამოვავლინეთ ცხადი (აიათებით) და სწორი გზის სახით მას შემდეგ რაც ხალხისთვის განვმარტეთ წიგნში. აი მათ წყევლის ალლაჰი და წყევლიან მაწყევარნი.[6]

 

 ---------------------------------------------------------

[1] თირმიზი, ილიმ 3 (2649); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 24.

[2] ებუ დავუდ, ილიმ, 9 (3173);  აჰმედ ბინ ჰანბელ, II, 263, 305, 344, 353, 495; შეიხ მუჰამმედ ნასირუდდინ ალბანის მიხედვით ეს ჰადისი ჰასენია. მას იბნი ჰიბბანი საჰიჰ-ში 296 ნომრით, ხოლო ჰაქიმი 1/102 ნომრით გადმოგვცემენ და ამბობენ, რომ ჰადისი საჰიჰია (სარწმუნო), ზეჰები ამ საკითხში მას (ჰაქიმს) ეთანხმება.

[3] ომერ ნასუჰი ბილმენ, ჰიქმეთ გონჯელერი, 263.

[4] იხ. იბნი მაჯე, მუყადდიმე 17; მუნზირ, ეთ-თერღიბ ვე--თერჰიბ, ილიმ, .: 10.

[5] სუნენ- ებუ დავუდის თურქული თარგმანი და განმარტება, გამომცემლობა შამილი ,13/265-266.

[6] სურა ბაყარა, 2/159.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 32 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=