ჯუმა

ჯუმა ნამაზის სუნნეთები

·         ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით: „ჯუმა დღეს, როდესაც შუამავალი (ს.ა.ს.) ხუტბას კითხულობდა ერთი კაცი მეჩეთში შემოვიდა. შუამავალმა (ს.ა.ს.) მას, -ნამაზი შეასრულე? კითხა. როდესაც მან არაო უთხრა შუამავალმა: (ს.ა.ს.)  მაშინ ადექი და ახლა შეასრულეო უბრძანა.„ (ნესაი, ჯუმა: 16; ბუხარი, ჯუმა: 31.) თირმიზიმ ეს ჰადისი ჰასენ სასჰიჰად ანუ ამ საკითხში ყველაზე სანდოდ შეაფასა.

·         აბდულლაჰ იბნ ებუ სერჰისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით: „აბუ საიდ ალ ჰუდრიმ (რ.ა.) ერთ ჯუმა დღეს მეჩეთში, იმ დროს შემოვიდა როდესაც მერვანი ხუტბას კითხულობდა მან კი ნამაზის შესასრულებლად დადგა. მოვიდნენ დავალებული ხალხი და ცდილობდნენ რომ დაეჯდუნებინათ, მაგრამ მან გაჯიუტდა და ნამაზი შეასრულა. როდესაც ნამაზი დასრულდა მას მივუახლოვდით და ვუთხარით: ალლაჰმა დაგიფარა ის ის იყო ნამაზიდან გაბრკოლებდნენ. მან ამისთაობაზე ასე თქვა: არასდროს მივატოვებ ამ ორ მუხლიან ნამაზს რომელიც ალლაჰის შუამავალისგან (ს.ა.ს.) დავინახე. შემდეგ შეგვახსენა, რომ  შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმის ხუტბას კითხულობდა როდესაც დაჭმუჭნილ სამოსიანი კაცი შემოვიდა მეჩეთში, შუამავალმა (ს.ა.ს.) ხუტბას კითხვისას ორი მუხლი ნამაზის შესრულება უბრძანა მან კი შეასრულა. (ბუხარი, ჯუმა: 31)

იბნი ომარი ამბობს: როდესაც სუფიან ბინ უეინე, მეჩეთში მოვიდოდა და იმამი ამ დროს ხუტბას კითხულობდა ორ მუხლ ნამაზს შეასრულებდა და შემდეგ დაჯდებოდა. ასე მოქცევას უბრძანებდა სხვებსაც. ყურანის მასწავლებელი ებუ აბდურრაჰმანიც იგივე აზრისაა.

            თირმიზი: იბნი ომარისგან გავიგონე ის იბნი უეინისგან გადმოგვცემდა, რომ მუჰამმედ ბინ აჯლანი ჰადისების საკითხში სანდო კაცია.

         თირმიზი: ამ თემის შესახებ ჯაბირი, ებუ ჰურეირა და სეჰლ ბინ სადიც მოგვითხრობს ჰადისებს.

         თირმიზი: ებუ საიდ ალ ჰუდრიმ ჰადისი ჰასენ საჰიჰად ანუ ამ საკითხში ყველაზე სანდო ჰადისად შეაფასა.

         ზოგიერთი ალიმები ამ ჰადისის მიხედვით მოქმედებენ. მაგალითად: იმამი შაფი, აჰმედ ბინ ჰანბელი და ისჰაყი ამათგანაა. ზოგი ალიმები ამბობენ რომ: „თუ კაცი მაშინ შემოვა მეჩეთში, როდესაც იმამი ხუტბას კითხულობს, მან დაჯდეს, ხუტბას მოუსმინოს და ნამაზს ნუ შეასრულებს.„ სუფიანი სევრის და ქუფელი ალიმების აზრი ამგვარია. მაგრამ პირველი შეხედულება უფრო უკეთესია.

            ქუთეიბე, ალა ბინ ჰალიდ ალ-ყურეშისგან გადმოგვცემს: „ჰასან ალ-ბასრი დავინახე მაშინ შემოვიდა მეჩეთში, როცა იმამი ხუტბას კითხულობდა, მან ორი მუხლი ნამაზი შეასრულა და შემდეგ დაჯდა.„ როგორც ჩანს ჰასან ალ-ბასრი ამ ჰადისის მიხედვით მოქმედებდა. ასევე ამ ჰადისს ჯაბირიდან თვითონ გადმოგვცემს.

·         სალიმი (რ.ა.) თავისი მამისგან ასე გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმის შემდეგ ორ მუხლ სუნნეთს ასრულებდა.„ (ბუხარი, ჯუმა: 38; ნესაი, ჯუმა; 42.)

თირმიზი: ამ საკითხთან დაკავშირებით ჯაბირისგანაც არის ჰადისი გადმოცემული.

თირმიზი: იბნი ომერმა ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰად ანუ ამ საკითხში ყველაზე სანდო ჰადისად მიიჩნია. ამავედ დროს ამ ჰადისს გადმოგვცემს ნაფიღი და იბნი ომერიც. ზოგიერთი ალიმები ამ ჰადისის მიხედვით მოქმედებენ მსგავსად იმამი შაფისა და აჰმედ ბინ ჰანბელისა.

·         როგორც იბნი ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს: იბნი ომერი ჯუმის შემდეგ თავის სახლში ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა და ასე ხსნიდა: „ალლაჰის შუამავალი იგივენაირად ორ მუხლ ნამაზს ასრულებდაო.„ (აბუდ დავუდ, სალათ: 238; ნესაი, ჯუმა: 42)

თირმიზი: ეს ჰადისი საჰიჰ ჰასენია ანუ ამ საკითხში ყველაზე სანდო ჰადისია.

·         როგორც აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებდა: „ჯუმის შემდეგ ნამაზის შესრულების მსურველებმა ოთხი მუხლი შეასრულონ.„ (აბუ დავუდ, სალათ: 236; ნესაი, ჯუმა: 44.)

თირმიზი: ეს ჰადისი საჰიჰ ჰასენია ანუ ამ საკითხში ყველაზე სანდო ჰადისია.

ჰასან ბინ ალი, ალი ბინ ელ-მედინი და სუფიან ბინ უეინისგან გადმოცემის მიხედვით ასეა ნათქვამი: სუჰეილ ბინ ები სალიჰი ჰადისების მიმართ მტკიცე და ჯანსაღ პიროვნებად მიგვაჩნდა. ზოგიერთი ალიმები ამ ჰადისით მოქმედებენ.

აბდულლაჰ ბინ მესუდისგან (რ.ა.) გადმოცემულია რომ ის ჯუმის წინ და ჯუმის მერე ოთხ მუხლ ნამაზს ასრულებდა.

ასევე გადმოცემულია, რომ ალი ბინ აბუ ტალიბი ბრძანებდა ჯუმის შემდეგ ორი და ოთხი მუხლი ნამაზი შეესრულებინათ.

სუფიან ეს-სევრი და იბნუ-ლ მუბარექი, ეთანხმებიან იბნი მესუდის აზრს, რომ ჯუმის წინ და ჯუმის შემდეგ ოთხი მუხლი სუნნეთი ნამაზი უნდა შესრულდეს.

ისჰაყი ამბობს, რომ: თუ ვინმე ჯუმის შემდეგ სახლში შეასრულებს ნამაზს ორი ხოლო თუ მეჩეთში შეასრულებს ნამაზს ოთხი მუხლი შეასრილოს. ისჰაყი ამ ორ ჰადისზე დაყრდნობით ამბობს შემდეგს: „ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმის შემდეგ სახლში ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა.„ „ვინც ჯუმის შემდეგ მეჩეთში ნამაზი შესრულება დააპიროს მან ოთხი მუხლი შეასრულოს.„

თირმიზი: ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), რომ სახლში ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა ამას იბნი ომარი გადმოგვცემს. იგივე იბნი ომარი ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგ მეჩეთში ჯერ ორ მუხლ ხოლო შემდეგ ოთხ მუხლ ნამაზს ასრულებდა. იგივენაირად ომარის შვილი, სუფიანი ბინ უეინის, ჯურეიჯის და ათასგან გადმოცემით ამბობს: „დავინახე, რომ იბნი ომარი ჯუმის შემდეგ ჯერ ორ მუხლ ხოლო შემდეგ ოთხ მუხლ ნამაზს ასრულებდა.„ საიდ ბინ აბდურრაჰმანი, ელ-მაჰზუნის, სუფიან ბინ უეინის და ამრ ბინ დინარისგან ასე გადმოგვცემს: „ჰადისების საკითხში ზუჰრიზე უფრო ძლიერი არავინ მეგულება. ჯერ არავინ მინახავს, ფულს და ქონებას ისე უფასოდ თვლიდეს, როგორც ზუჰრი. მისთვის ფული ისეთივე უმნიშვნელო იყო როგორც ცხოველის განავალი.„

თირმიზი: როგორც იბნ ები ომარისგან გავიგონე, ასე ამბობდა: სუფიან ბინ უეინისგან გავიგონე ამბობდა: „ამრ ბინ დინარი, ზუჰრისგან უფრო ხნიერი იყოო.„

·         აბდულლაჰ ბინ იუსუფმა ჩვენ ასე გდამოგვცა: მალიქმა ჩვენ ნაფიღისგან მან კი აბდულლაჰ ბინ ომერისგან (რ.ა.) ასეთი ნათქვამი გადმოგვცა: „ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) შუადღემდე ორ მუხლს, მის შემდეგ ორ მუხლს, საღამოს შემდეგ ორ მუხლ ნამაზს სახლში ასრულებდა. ღამის ლოცვის შემდეგაც ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა. ჯუმა ნამაზის შემდეგაც სანამ ყველა არ გაიფანტებოდა მანამდე ნამაზს არ ასრულებდა, ხოლო შემდეგ ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა.

 

განმარტება:

„სანამ ყველა არ გაიფანტებოდა მანამ ნამაზს არ ასრულებდა, ხოლო შემდეგ ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა.„ ნაგულისხმევია ჯუმა ნამაზის შემდეგ შესასრულებელი სუნნეთი ნამაზი, რომელსაც ჰანეფი მეზჰების მიმდევრები ოთხ მუხლად ასრულებენ.

  • იბნი ომერისგან (რ.ა.) ასეა გადმოცემული: „მე შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად შუადღემდე ორი მუხლი, შუადღის შემდეგ ორი მუხლი, ჯუმის შემდეგ ორი მუხლი, საღამოს შემდეგ ორი მუხლი, ღამის ლოცვის შემდეგ ორი მუხლი ნამაზი შევასრულე.„ (ბუხარი, თაჰაჯჯუთ: 25-29; მუსლიმი, მუსაფირინ: 104)
  • აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) ასეთი ნათქვამია დაგმოცემული: „რომელიმე თქვენგანი როდესაც ჯუმა ნამაზს შეასრულებს მის შემდეგ ოთხი მუხლი ნამაზი კიდევ შეასრულოს.„ (მუსლიმი)
  • იბნი ომარისგან (რ.ა.) ასეა გადმოცემული: „ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმა ნამაზის -ფარძის- შემდეგ სახლში დაბრუნებამდე ნამაზს არ ასრულებდა; ხოლო, როდესაც სახლში დაბრუნდებოდა ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა.„ (მუსლიმი)
  • იბნი ომერი ჯუმის შემდეგ ორ მუხლ ნამაზს ასრულებდა და მას შედარებით უფრო მეტად ახანგრძლივებდა, თან ამბობდა რომ შუამავალიც ასე იქცეოდა. (ბუხადი, ჯუმა: 38; თირმიზი, ჯუმა: 376.)

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 32 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=