ბიდათები

ბიდათების შესახებ ჰადისები

عَنِ الْعِرَاضِ بْنِ سَارِيَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ قَالَ: وَعَظَنَا رَسُولُ اللهِ صَلَى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مَوْعِظَةً وَ جِلَتْ مِنْهَا الْقُلُوبُ، وَ ذَرَفَتْ مِنْهَا الْعُيُونُ، فَقُلْنَا: يَا رَسُولَ اللهِ، كَأَنَّهَا مَوْعِظَةُ مُوَدِّعٍ، فَأَوْصِنَا قَالَ: أُوصِكُمْ بِتَقْوَى اللهِ عَزَّ وَ جَلَّ، وَ السَّمْعِ وَ طَّاعَةِ، وَ إِنْ تَأَمَّرَ عَلَيْكُمْ عَبْدٌ، فَإِنَّهُ مَنْ يَعِشْ مِنْكُمْ بَعْدِي فَسَيَرَى اخْتِلَافًا كَثِيرًا، فَعَلَيْكُمْ بِسُنَّتِي وَسُنَّةِ الْخُلَفَاءِ الرَّشِدِينَ الْمَهْدِيِّينَ مِنْ بَعْدي، عَضُوا عِلَيْهَا بِالنَّوَاجِذِ، وَ إِيَّاكُمْ وَ مُحْدَثَاتِ الْأُمُورِ، فَإِنَّ كُلَّ مُحْدَثَةٍ بِدْعَةٌ وَ كُلَّ بِدْعَةٍ ضَلَالَةُ.

ირბად ბინ სარიე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ამბობს:

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩვენ ისე გვესაუბრა, რომ გულები აგვიჩუყდა და თავალები აგვიცრემლდა. ჩვენ მას ვუთხარით:

-ალლაჰის შუამავალო! ეს შენი ქადაგება იმ კაცის ქადაგებას გავს ვინც ემშვიდობდება. დაგვიბარე ჩვენ რამე. მან ასე ბრძანა:

თქვენ ალლაჰის წინაშე ღვთისმოსაობას გირჩევთ და მმართველად ერთი უბრალო მონაც რომ გყავდეთ მასზე მოსმენასა და მორჩილებას გირჩევთ. თქვენგან ჩემს შემდეგ მცხოვრებნი უეჭველად მრავალ უთანხმოებებს იხილავენ. თქვენი ვალია ჩემს სუნნეთსა და სწორი გზის მაჩვენებელ, სწორ გზაზე მყოფ ხალიფეთა სუნნეთზე (გზაზე) მორჩილება; ამას კბილებით ჩაეჭიდეთ! მე თქვენ შემდეგ გამოგონილი რაეებისგან გაფრთხილებთ, ჭეშმარიტად ყოველი შემდეგ გამოგონილი ბიდათია და ყოველი ბიდა გზასაცდენილობაა. ! [1]

خَرَجَ عضلَيْنَا رَسُولُ اللهٍ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ يَوْمًا كَلْمُوَدِّعِ فَقَالَ: أَنَا مُحَمَّدٌ النَبِيُّ الْأُمِّيُّ –قَالَ ذَلِكَ ثَلَاثَ مَرَّاتٍ- وَلَا نَبِيَّ بَعْدِي، أُوتِيتُ فَوَاتِحَ الْكَلِمِ وَ خَوَاتِمَهُ وَجَوَامِعَهُ وَ عُلِّمَتْ كَمْ خَزَنَةُ النَّارِ وَ حَمَلَةُ الْعَرْشِ، وَ تَجَوَّزْ لِي رَبِّي وَ عُوفٍيتُ أُمَّتَي، فَسْمَعُوا مَا دُمْتَ فِيكُمْ فَإِذَا ذُهٍبَ بِي فَعَلَيْكُم بِكِتَابِ اللهِ أَحِلُّوا حَلَالَهُ وَ حَرِّمُوا حَرَامَهُ.

აბდულაჰ ბინ ამრი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ამბობს:

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩვენს წინაშე გამოვიდა და თითქოს გვემშვიდობებოდა ისე გვსაუბრა:

მე ვარ მუჰამმედი, შუამავალი, რომელსაც განათლება არ მიუღია და ისეთივეა როგორიც დედისგან დაიბადა! მან ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორა. მე მომეცა სიტყვათა გასაღები, მათი ბეჭდები და გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის უნარი. მე მაცნობეს ჯოჯოხეთში დასაქმებულთა და ზეცის მპყრობელთა რიცხვი. უფალმა მე წყალობა მიყო და მე და ჩემს უმმეთს (მიმდევრებზე) შენდობა გვიბოძა. მანამ თქვენს შორის ვარ მისმინეთ და მორჩილად იყავით. როდესაც მე აღარ ვიქნები თქვენს შორის, ალლაჰის წიგნს (ყურანს) ჩაეჭიდეთ; მასში მყოფი ჰალალი ჰალალად, ჰარამი კი ჰარამად მიიღეთ.”[2]

إِنَّ خَيْرَ الْحَدِيثِ كِتَابُ اللهِ وَ خَيْرُ الْهُدَي هُدَي مُحَمَّدٍ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ وَ شَرُّ الْأُمُورِ مُحْدَثَاتِهَا وَ كُلُّ بِدْعَةٍ ضَلَالَةٌ.

ჯაბირი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ-ერთ ხუთბეზე ასე ბრძანა:

ჭეშმარიტად სიტყვათა საუკეთესო ალლაჰის წიგნია (ყურანი). გზათა ულამაზესი მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გზაა. საქმეთა ყველზე ავი (ისლამში არ არსებული) ახალად გამოგონილია და ყოველი ბიდათი (მერე გამოგონილი) გზასაცდენილობაა.”[3]

مَنْ اِبْتَدَعَ بِدْعَةَ ضَلَالَتَ لَا يَرْضَاهَا اللهُ وَ لَا رَسُولُهُ، كَانَ عَلَيْهِ مِثْلَ آثَامِ مَنْ عَمِلَ بِهَا لَا يَنْقُصُ ذَلِكَ مِنْ أّوْزَارِهِمْ شَيْأً.

ქესირ ბინ Aბდულლაჰ თავისი მიამისგან ის კი ბაბუამისისგან ასე გადმოგვცემს: ალლაჰის სუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანებს:

ვინც გამოიგონოს გზას აცდენილობის ბიდათი, რომლითაც ალლაჰი და მისი შუამავალი კმაყოფილი არ არის, იმ ბიდათის შემსრულებელთა ტოლი ცოდვა მის გამომგონებელსაც ეწერება. და ამასთანავე ამ ბიდატის ჩამდენთა ცოდვასაც არაფერი მოაკლდება.”[4]

مَا أَحْدَثَ قَوْمٌ بِدْعَةً إِلَّا رُفِعَ مِثْلُهَا مِنَ السُّنَّةِ.

ხალხი როცა რაიმე ბიდათს გამოიგონებს, მის სამაგიეროდ აუცილებლად ერთი სუნნეთი გაუქმდება.”[5]

يَا رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهِ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ أَرَأَيْتَ إِنْكَانَ عَلَيْنَا أُمَرَاءُ لَا يَسْتَنُّونَ بِسُنَّتِكَ، وَلَا يَأْخُذُونَ بِأَمْرِكَ، فَمَا تَأْمُرُهُمْ فِي أَمْرِهِم؟ فُقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهِ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ: لَا طَاعَتَ لِمَنْ يُطِعِ اللهَ عَزَّ وَ جَلَّ.

ენესი, მუაზ ბინ მალიქისგან (კლაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან) ასე გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალო! (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თუ ჩვენს მმართველად შენი სუნნეთისა და ბრძანებების უგულებელმყოფელი მმართველი იქნება რას გვეტყვით მის შესახებ? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა:

ნუ დაემორჩილებით მას ვინç უზენაეს ალლაჰს არ ემმორჩილება.”[6]

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ مَسْعُودٍ؛ أَنَّ النَّبِيَّ صلى الله عليه وسلم قَالَ ((سَيَلي أُمُورَكُمْ بَعْدِي رِجَالٌ يُطْفِئُونَ السُّنَّةَ وَيَعْمَلُونَ بَالْبِدعَةِ، ويُؤَخِّرُونَ الصلاةَ عَنْ مَواقِيتهَا)) فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ! إِنْ أَدْرَكْتُهُمْ، كَيْفَ أَفَعلُ؟ قَالَ ((تَسْأَلُنِي يَابْنَ أُمِّ عَبْدٍ كَيْفَ تَفْعَلُ؟ لاَ طَاعَةَ لِمَنْ عَصَى اللهَ)).

იბნი მესუდი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის სუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასეთ ბრძანებას გადმოგვცემს:

მომავალში თქვენს თავზე ისეთი მმართველები მოვლენ, რომ ისინი სუნნეთს მიატოვებენ, ბიდათების (მერე გამოგონილი) მიხედვით იმოქმედებენ და ნამაზებს დაგვიანებით შეასრულებენ. მე ვკითხე:

ალლაჰის შუამავალო! მათ თუ მოვესწრები როგორ მოვიქცე? მან ბრძანა:

ვინც ალლაჰს ეურჩება მასზე მორჩილება არ შეიძლება.[7]



[1]  თირმიზი, ილიმ, 16 (.. 2676); ებუ დავუდ, სუნნეთ, 6 (.. 4607); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 6 (.. 43, 44); აჰმედ ბინ ჰანბელ, ალ-მუსნედ, 4/126-127; დარიმი, ეს-სუნენ; 1/44; იბნი ებუ ასიმ, ეს-სუნნე; .. 27; თაჰავი, შერჰუ მუშქილილ ასარ, 2/69; ბეგავი, .. 102; აჯურრი, ეშ-შერია, გვ. 46; ბეიჰაქი, ეს-სუნენულ ქუბრა, 6/541; ლალეყაი, უსულულ თიყად, .. 81; მერვეზი, ეს-სუნნე, .. 69, 72; ებუ ნუაიმ, ჰილიე, 5/220; ჰაქიმ, ალ-მუსთედრექ, 1/95-96; იბნი ჰიბბან, ეს-საჰიჰ, .. 5.

[2]  აჰმედ ბინ ჰანბელ, ალ-მუსნედ, 2/250, 264; ჰეისემი, ეზ-ზევაიდ, .. 778.

[3]  მუსლიმ, ჯუმა, 43 (.. 867); ნესაი, სალათულ იდეინ, 22 (3/188-189); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 7 (.. 45); იბნი ჰიბბან, ეს-საჰიჰ, .. 10. ჰადისის სიტყვები მუსლიმს ეკუთვნის.

[4]  თირმიზი, ილიმ 16 (.. 2677); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 15 (.. 209).

[5]  აჰმედ ბინ ჰანელ, ალ-მუსნედ, 4/105; მერვეზი, ეს-სუნნე, .. 97; ბეზზარ, ალ-მუსნედ, .. 131; ჰეისემი, ეზ-ზევაიდ, .. 892; იბნი ჰაჯერ, ფეთხულ ბარი, 13/253.

[6]  ბუჰარი, ალ-ტარიჰულ ქებირ, 6/332, 333; აჰმედ ბინ ჰანბელ, ალ-მუსნედ, 3/213; ებუ იალა, ალ-მუსნედ, .. 4046; ჰეისემი, ეზ-ზევაიდ, .. 9141; იბნი ებუ ჰატიმ, ალ-ჯეჰრ, ვეთ-თადილ, 6/233; იბნი ჰიბბან, ეს-საჰიჰ, 5/174.

[7]  იბნი მაჯე, ჯიჰად, 40 (.. 2865); აჰმედ ბინ ჰანბელ, ალ-მუსნედ, 1/399, 400; ტაბერანი, ალ-ქებირ, .. 10361.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 5 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=