დეჯჯალი

იბნი ომერ (.) შუამავლის (...) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემ:

بَيْنَمَا أَنَا نَائِمٌ أَطُوفُ بِالْكَعْبَةِ... فَإِذَا رَجُلٌ جَسِيمٌ، أَحْمَرُ، جَعْدُ الرَّأْسِ، أَعْوَرُ الْعَيْنِ كَأَنَّ عَيْنَهُ عِنَبَةٌ طَافِيَةٌ، قَالُوا: هَذَا الدَّجَّالُ أَقْرَبُ النَّاسِ بِهِ شَبَهًا ابْنُ قَطَنٍ، رَجُلٌ مِنْ خُزَاعَةً.

ერთხელ სიზმარში ვნახე, რომ ქაბეს ირგვლივ ტავაფს ვასრულებდი...

დაბალი, მსუქანი, წითური, ხუჭუჭთმიანი, თვალით ინვალიდი კაცი დავინახე. თვალი მტევნიდან გარეთ გამოსული ყურძნის მარცვალივით ჰქონდა.

ეს დეჯჯალიაო თქვეს. ადამიანებს შორის მას ყველაზე მეტად ხუზაას ტომიდან იბნი ყატანს ჰგავდა.[1]

იბნი ომერი (..) შემდეგნაირად გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალი (...) ხალხის ერთად იყო და დეჯჯალზე დაიწყო საუბარი:

Yإِنَّ اللهُ تَعَالَى لَيْسَ بِأَعْوَرَ، أَلَا وَ إِنَّ الْمَسِيحَ الدَّجَّالَ أَعْوَرُ الْعَيْنِ الْيُمْنَى، كَأَنَّ عَيْنَهُ عِنَبَةٌ طَافِئَةٌ.

უეჭველად ალლაჰი ელამი არ არის, იცოდეთ რომ დეჯჯალი მარჯვენა თვალით ინვალიდია. მისი თვალი მტევნიდან გარეთ გამოსულ ყურძნის მარცვალს ჰგავს.[2]

ნევვას ბინ სემანისგან (..) გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი შემდეგნაირად ბრძანებს:

إِنَّهُ شَابٌّ، قَطَطٌ، عَيْنُهُ طَافِئَةٌ، كَأَنِّي أَشْبِهُهُ بِعِبْدِ الْعُزَّى قَطَنٍ.

ის ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდაა. თვალი გარეთ აქვს გადმოკიდებული. მე მას აბდულუზზაა ბინ ყატანს ვამსგავსებ.[3]

უბადე ბინ სამითისგან (..) გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (...) შემდეგნაირად ბრძანებს:

إِنَّ مَسِيحَ الدَّجَّالِ رَجُلٌ قَسِيرٌ، أَفْحَجُ، جَعْدٌ، أَعْوَرُ، مَطْمُوسُ الْعَيْنِ، لَيْسَ بِنَاتِئَةٍ وَ لَا حَجْرَاءَ، فَإِنْ أُلْبِسَ عَلَيْكُمْ فَا‘ْلَمُوا أَنَّ رَبَّكُمْ لَيْسَ بِأَعْوَرَ.

უეჭველად დეჯჯალი ტანმოკლე, უძლური, ხუჭუჭ თმიანი, ცალი თვალით ინვალიდი ხოლო მეორე თვალის ადგილი მოშლილი აქვს (ანუ მას თვალის ბუდეც კი არ აქვს მთლიანად გასწორებული აქვს ის ადგილი.) თვალი არც ძალიან გადმობერილი აქვს და არც დაბლა. თუ თქვენს მოტყუებას შეეცდება, გახსოვდეთ რომ თქვენი გამჩენი თვალით ინვალიდი არ არის.[4]

ებუ ჰურეირა (..) შუამავლის (...) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

وَ أَمَّا مَسِيحُ الضَّلَالَةِ، فَإِنَّهُ أَعْوَرُ الْعَيْنِ، أَجْلَى الْجَبْهَةِ، عَرِيضُ النّحْرِ، فِيهِ دَفَأٌ.

ხალხის გზიდან ამცდენი მესიჰი თვალით ინვალიდია, განიერი შუბლი აქვს, მსუქანი და წელში მოხრილი ვინმეა.[5]

ჰუზეიფე (..) შუამავლის (...) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

اَلدَّجَالُ أَعْوَرُ الْعَيْنِ الْيُسْرَى، جُفَالُ الشَعَرِ.

დეჯჯალი მარცხენა თვალით ინვალიდია და ხშირი თმები აქვს.[6]

ენეს ბინ მალიქისგან (..) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (...) ასე ბრძანა:

وَ إِنَّ بَيْنَ عَيْنَيْهِ مَكْتُوبٌ كَافِرٌ.

მას ორ თვალს შორის ქააფირ აწერია.[7]

სხვა გადმოცემის მიხედვით კი:

ثُمَّ تَهَجَّاهَا – ك ف ر – يَقْرَؤُهُ كُلُّ مُسْلِمٍ.

შემდეგ სიტყვა დამარცვლა და თქვა, რომ მას ყველა მუსლიმი წაიკითხავს.[8]

ჰუზეიფესგან (..) გადმოცემული სხვა ვერსიის მიხედვით კი:

يَقْرَؤُهُ كُلُّ مُؤْمِنٍ كَاتِبٍ وَ غَيْر كَاتِبٍ.

მას ყველა მორწმუნე წაიკითხავს, წერა-კითხვის მცოდნეც და არ მცოდნეც.[9]

იმრან ბინ ჰუსაინი (..) ასე გადმოგვცემს: მე შუამავლისგან (...) შემდეგნაირად გავიგონე:

مَا بَيْنَ خَلْقِ آدَمَ إِلَى قِيَامِ السَّاعَةِ خَلْقٌ أَكْبَرُ مِنْ الدَّجَّالِ.

ადამის (..) გაჩენიდან ქვეყნიერების დასასრულამდე დეჯჯალზე უფრო დიდი ფითნას მქონე არსება არ გაჩენილა.[10]



[1] ბუხარი, ფითენ, ბააბუ ზიქრი-დეჯჯალ, (ფეთჰუ-ბაარიი 13/90); მუსლიმ, იმაან, ბააბუ ზიკრი-მესიიჰ ბინ მერიემ ვე-მესიიჰი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 2/237)

[2] ბუხარი, ფითენ, ბააბუ ზიქრი-დეჯჯალ, (ფეთჰუ-ბაარიი 13/90); მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/59)

[3] მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/65)

[4] ებუ დავუდ, (ავნუ-მაბუდის შერხი 11/443). ეს ჰადისი საჰიჰია. იხ. საჰიჰუ-ჯამი-სსაღირ, (2/317-318, .. 2455)

[5] აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, (15/28-30) აჰმედ შაქირი ამბობს, რომ ეს საჰიჰი ჰადისია. იბნიქესირი კი ამბობს, რომ ეს ჰასენია. იხ. ენნიჰაიე/ალ-ფითენ, ვე-მელააჰიმ, (1/130)

[6] მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/60-61)

[7] ბუხარი, ფითენ, ბააბუ ზიქრი-დეჯჯალ, (ფეთჰუ-ბაარიი 13/91); მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/59)

[8] მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/59)

[9] მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ზიკრი-დეჯჯაალ, (ნავავის შერხი, 18/61)

[10] მუსლიმ, ფითენ ვე ეშრატუ-საა, ბააბუ ფიი ბაყიიეთი მინ აჰადიისი-დეჯჯალ, (ნავავის შერხი 18/86-87)


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 9 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol