სეჰივ სეჯდე

შეცდომის გამომსწორებელი სეჯდე

بِسْمِ اللهِ الرَّحِمَنِ الرَّحِيمِ

რა უნდა ქნას მლოცველმა თუ კი ის ნამაზზე ყოფნისას დაეჭვდება?

ებუ სა’იდი (კ.ა.მ.) ალლაჰის შუამავლისგან ასე გადმოგვცემს:

“რომელიმე თქვენგანი ნამაზზე ყოფნისას თუ დაეჭვდება რომ სამი მუხლი ილოცა თუ ოთხი, მან ორჭოფობას თავი გაანებოს და ნამაზი იმდენ მუხლზე დაასრულოს რამდენსაც თვითონ უფრო მეტად ფიქრობს, რომ ილოცა. შემდეგ მისალმებამდე ორჯერ სეჯდე შეასრულოს. თუ ხუთი მუხლი გამოუვა ნალოცი, ეს სეჯდე მის ნამაზს დააწყვილებს. თუ ოთხ მუხლად აქვს ნალოცი, მაშინ ეს ორი სეჯდე სატანის დამცირება იქნება.” [1]

‘აბდულლაჰ ბინ მეს’უდი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს:

“ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ჩვენ ნამაზი გვალოცვა. ნამაზს მუხლები მოაკლო ან მოუმატა. როდესაც შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ორივე მხარეს მიესალმა და ნამაზი დაასრულა მას ჰკითხეს:

-ალლაჰის შუამავალო! ნამაზზე მატება ან კლების მსგავსი ცვლილება მოხდა? ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) რას მეკითხებითო იკითხა გაკვირვებულმა. ნამაზი ასე და ასე ილოცეო უთხრეს. ამაზე შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ყიბლისკენ მიბრუნდა, მუხლები მოიყარა, დაჯდა (როგორც ნამაზზე ვჯდებით ხოლმე) და ორჯერ სეჯდე შეასრულა. შემდეგ მიესალმა. შემდეგ ჩვენსკენ შემობრუნდა და ასე თქვა:

-ნამაზზე მატება ან კლება რომ ყოფილიყო აუცილებლად გეტყოდით. მხოლოდ მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ. როგორც თქვენ გავიწყდებათ ისე მეც მავიწყდება. თუ რამე დამავიწყდება შემახსენეთ. რომელიმე თქვენგანი ნამაზზე ყოფნისას თუ დაეჭვდება იმდენ მუხლზე დაასრულოს, რამდენიც უფრო ძლიერად მას მიაჩნია სწორედ, რომ ილოცა. შემდეგ ორჯერ სეჯდე შეასრულოს.”[2]

იბნი ‘აბბასი ‘აბდურრაჰმან ბინ ავფისგან (კ.ა.მ.) ასე გადმოგვცემს: გავიგონე ალლიჰის შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) ასე მაბობდა:

“რომელიმე თქვენგანი ნამაზზე თუ დაიბნევა და ვერ გაიგებს ერთი მუხლი ილოცა თუ ორი, მან ნამაზი ერთ მუხლზე დაასრულოს. თუ ვერ გაიგებს, რომ ორი მუხლი ილოცა თუ სამი, მან ნამაზი ორ მუხლზე დაასრულოს, თუ ვერ გაიგებს რომ სამი მუხლი ილოცა თუ ოთხი, მან სამ მუხლზე დაასრულოს და მისალმებამდე ორჯერ (შეცდომის გამოსასწორებლად) სეჯდე შეასრულოს.”[3]

რაუნდა ქნას მლოცველმა თუ ორი მუხლის შემდეგ დაჯდომა დაავიწყდა?

‘აბდულლაჰ ბინ ბუჰეინე (კ.ა.მ.) ასე გადმოგვცემს:

“ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ნამაზის ორი მუხლი გვალოცვა. შემდეგ თაშაჰჰუდისთვის დაუჯდომელად ფეხზე წამოდგა. ხალხმაც მასთან ერთად ფეხზე წამოდგნენ. ნამაზის ბოლოს ჩვენ ველოდით რომ (ნამაზის დასასრულებლად) მიესალმებოდა, თუმცა მან მჯდომიარემ მისალმებამდე თექბირი (ალლაჰუ ექბერ) წარმოსთქვა და ორჯერ სეჯდე შეასრულა და შემდეგ მიესალმა.”[4]

რა უნდა ქნას მლოცველმა, რომელმაც შეცდომით პირველ ორ მუხლზე მიესალმა და დაილაპარაკა?

ებუ ჰურეირა ასე გადმოგვცემს: ალლაჰის სუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) შუადღის ნამაზზე თუ შუა ნამაზზე შეცდომით ორ მუხლზე მიესალმა. შემდეგ მესჯიდის ყიბლის მხარეს მყოფ ხორმის ჯირკთან მივიდა და დაეყრდნო. მლოცველთა შორის ებუბექირი და ომარიც (კ.ა.მ.) იყვნენ, თუმცა მათ მოერიდათ და ხმა არ ამოუღიათ. ზოგიერთებმა, ვინც ჩქარობდნენ გარეთ გაცვიივდნენ და დაიწყეს საუბარი, რომ ნამაზი შემოკლდაო. ზულ იედეინმა (კ.ა.მ.) ფეხზე წამოდგა და იკითხა:

-ალლაჰის შუამავალო! ნამაზი შემოკლდა თუ შენ დაგავიწყდა? შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) გაიხედ-გამოიხედა და იკითხა:

-რას ამბობს ზულ იედეინი? იქ მყოფებმა დაამოწმეს: სიმართლეს ამბობს, ორ მუხლზე მეტი არ გილოციათო. ამაზე შუამავალმა ორი მუხლი კვლავ ალოცვა და მიესალმა. შემდეგ თექბირი (ალლაჰუ ექბერ) წარმოთქვა და სეჯდესს შესასრულებლად დაემხო, შემდეგ თექბირი წარმოთქვა და თავი წამოწია, შემდეგ კვლავ თექბირი წარმოთქვა და სეჯდეზე დაემხო, შემდეგ კვლავ თექბირი წარმოთქვა და თავი წამოწია.”[5]

რა უნდა ქნას მლოცველმა, რომელმაც შეცდომით ხუთი მუხლი ილოცა?

‘აბდულლაჰ ბინ მეს’უდი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს:

“ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) შუადღის ნამაზი ხუთ მუხლად ალოცვა. მისალმების შემდეგ მას ჰკითხეს:

-ნამაზმა იმატა? შუამავალმა რატო მეკითხებითო იკითხა. როდესაც უთხრეს რომ ხუთი მუხლი ილოცა მაშინვე ორჯერ სეჯდე შეასრულა.”[6]

რა უნდა ქნას მლოცველმა, რომელმაც შეცდომით სამი მუხლი ილოცა?

იმრან ბინ ჰუსაინი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს:

“ალლაჰის შუამავალმა შუა ნამაზის ლოცვისას სამ მუხლზე მიესალმა. შემდეგ ადგა და თავის ოთახში შევიდა. ამის შემდეგ გრძელი მკლავების მქონე კაცმა წამოდგა, რომელსაც მეტ სახელად ზულ იესეინს (ორ მკლავა) ეძახდნენ და იკითხა: ალლაჰის შუამავალო ნამაზი შემოკლდა? შუამავალმა ამამის გაგონებაზე გარეთ გამოვიდა, დავიწყებული ერთი მუხლი ალოცვა, ცალ მხარეს მიესალმა, ორჯერ სეჯდე შეასრულ და შემდეგ&ნბსპ; მისალმებით დაასრულა ნამაზი.”[7]

რა უნდა ქნას მლოცველმა, რომელსაც ნამაზზე რამე დაავიწყდა?

’აბდულლაჰ ბინ ბუჰეინე (კ.ა.მ.) გადმოგვცემს:

“ალლაჰის შუამავალს (ალ.ს.მ.) შუადღის ლოცვაზე ორი მუხლის შემდეგ დაჯდომა დაავიწყდა და ფეხზე წამოდგა. ნამაზის ბოლოს მისალმებამდე ორჯერ სეჯდე შეასრულა. ის იჯდა და ყოველ სეჯდეს შესრულებაზე თექბისრ (ალლაჰუ ექბერ) წარმოთქვამდა. მის უკან მყოფმა მლოცველებმაც ამ დავიწყებული სეჯდეს გამო შუამავალს (ა.ლ.ს.მ.) მიბაძეს და მასთან ერთად ორი სეჯდე შეასრულეს.”[8]

მუღირე ბინ შუ’ბეს (კ.ა.მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:

“იმამს თუ დაავიწყდება და თაშაჰჰუდისთვის დაჯდომამედე ფეხზე წამოდგება, მაგრამ წელში გასწორებამდე თუ გაახსენდება, რომ არ დაჯდა მაშინვე დაჯდეს. თუ მაშინვე არ გაახსენდება და წელში გაიმართება მერე აღარ დაჯდეს. გამოსასწორებლად ორჯერ სეჯდე შეასრულოს.”[9]

კვლავ მუღირე ბინ შუ’ბეს (კა.მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:

“თუ იმამს პირველი თაშაჰჰუდისთვის დაჯდომა დაავიწყდება და ნამაზს ასე დაასრულებს, მან ამ დავიწყების გამოსასწორებლად ორჯერ სეჯდე უნდა შეასრულოს. თუ ფეხზე მთლიანად წამოდგომამდე გაახსენდება, დაბრუნდება და დაჯდება, მას სეჰივ სეჯდე არ სჭირდება.”[10]

სეჰივ სეჯდე ყოველი სიჭარბისა და ნაკლისთვის საკმარისია:

მორწმუნეთა დედა ‘აიშე (კ.ა.მ.) ალლაჰის შუამავლის (ა.ლ.ს.მ.) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

“შეცდომის გამოსასწორებლად შესრულებული ორი სეჯდე, ნამაზში მყოფი ყოველი სიჭარბისა და ნაკლისთვის საკმარისია.”[11]

 

თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი



[1] მუსლიმ (571/88) იბნი ჰიბბან (2669) ებუ ავანე (2/192.193) დარიმი (1/351) იბნუ’ლ-ჩჯარუდ (241) მალიქ (1/95) იბნი ჰუზეიმე (1024) ებუ დავუდ (1024) ჰაქიმ (1202) ნესაი (1237) ბეიჰაყი (2/331) აჰმედ (3/72) იბნი მაჯე (1210) ბეგავი (754) დარეყუტნი (1/372)

[2] ბუხარი, 488; მუსლიმ (572189) ებუ ავანე (2/200-203) ებუ დავუდ (1020) ნესაი (1239-1242) იბნი მაჯე (1211) იბნუ’ლ-ჯარუდ (244) იბნი ჰიბბან (2662) დარეყუტნი (1/375) ბეიჰაყი (3335) თაიალისი (271) აჰმედ (1/379)

[3] იბნი მაჯე 1209; ებუ ყა’ლა 839; ჰაქიმ 1213; ბეიჰაყი 2/332; აჰბმედ 1656; ალბანი 622-გვ. ჯამი’.

[4] ბუხარ, 1160; მუსლიმ 570/85; იბნი ჰიბბან 2677; ჰაქიმ 1204.

[5] მუსლიმ (573/97); ბუხარი (482- 569;) მალილქ (1/93/58); ებუ ავანე (2/195); ებუ დავუდ (1011); ნესაი (1223); იბნი მაჯე (1214); ბეიჰაყი (2/354); აჰმედ (2/234); ალბანი (2/1 30-ელ-İრვა).

[6] მუსლიმ (572191); ბუხარი (404- 491); ებუ დავუდ (1019); ნესაჯ (1253-1254); თირმიზი (392); იბნი მაჯე (1205); ბეიჰაყი (2/341); ბეგავი (756); იბნი ჰიბბან (2658).

[7] მუსლიმ (574/102); ებუ ავანე (2/198-199); ებუ დავუდ (1018); ნესაი (1236); ილმი მაჯე (1215); იბნი ჰიბბან (2654); აჰმედ (4/427); თაიალისი (847); იბნი ჰუზეიმე (1054); ბეიჰაყი (2/335); ალბანი (300-ელ-İრვა).

[8] ნესაი (1260); ბუხარი (829-830- 818); მუსლიმ (575/86); თირმიზი (391); იბნი ჰიბბან (2678).

[9] ებუ დავუდ 1036; იბნი მაჯე 1208; დარეყუტნი 1/378; Bეყჰაკი 2/343; აჰმედ 4/253-254; ალბანი 2/109.

[10] ტაბერანი, 20/947, მუ’ჯემუ’ლ-ქებირ.

[11] ებუ Yა’ლა (4594-3684); ბეზზარ (574.Kეშფუ’ლ-ესთარ); ტაბარანი (7150-მუ’ჯემუ’ლ-ევსატ); ბეიჰაყი (2/346); ალბანი (18897-ას-საჰიჰა).


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=