ღვთისმსახურებაში ზომიერება

 73) წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

„მასთან ალლაჰის შუამავალი მაშინ შევიდა როდესაც მის გვერდით ერთი ქალი იყო. შუამავალმა: ეს ვინ არის? მან უთხრა. ესა და ეს ქალია; თავის ნალოც ნამაზზე საუბრობს. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: კმარა, თქვენ იმდენით ხართ ვალდებულნი რამდენიც შეგიძლიათ. ალლაჰს ვფიცავ რომ, თქვენ თუ არ მოეშვებით ღვთისმსახურებას ალლაჰიც მადლის წერას არ მოეშვება. ალლაჰის შუამავლისთვის (ს.ა.ვ) ყველაზე საყვარელი ღვთისმსახურება საჰაბიების გამუდმებით შესრულებული ღვთისმსახურებაა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

74) იბნი მესუდისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„დაღუპულნი არიან ისინი ვინც რჯულის საკითხებში სირთულეებსა და გადაჭარბებულობას მიმართავს. შუამავალმა ეს სამჯერ გაიმეორა.„ (მუსლიმი)

 

 

75) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული;

„რელიგია (ისლამი) ადვილია. ვინც რწმენის საკითხებში გადაჭარბებულად მოიქცევა, ის დამარცხებული გამოვა. ამგვარად ზომიერნი იყავით. რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ის საუკეთესოდ ან რამე მის მსგავსად გააკეთეთ და უმახარობლეთ. დილას-საღამ ალლაჰისგან დახმარება ითხოვეთ ცოტაც ღამის გარკვეულ მონაკვეთში.„ (ბუჰარი)

ბუჰარის სხვა ვერსიაში ასე ბრძანებს: „ზომიერნი იყავით, ღვთისმსახურება საუკეთესოდ ან მის მსგავსად გააკეთეთ. დილით, შუადღისას, საღამოთი და ღამის ერთ ნაწილში ღვთისმსახურება აღავლინეთ. ზომიერნი იყავით რომ მიზანს მიაღწიოთ.„

 


76) წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„რომელიმე თქვენგანს ლოცვისას თუ ჩასთვლემს, სანამ ძილი არ გაუვლის მანამდე დაწვეს და დაიძინოს. რადგან ძილმორეულმა ლოცვა რომ გააგრძელოს გაურკვეველია მიტევებას ითხოვს თუ საკუთარ თავს წყევლის და აგინებს.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

77) ებუ აბდულლაჰ ჯაბირ ბინ სუმერეს (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„მე, ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) ერთად ვლოცულობდი; მისი ნამაზის ხანგძლივობაც  ზომიერი იყო და ხუთბეს ხანგძლივობაც ზომიერი იყო.„ (მუსლიმი)

 

 

78) იბნი აბასის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ერთხელ როდესაც ალლაჰის შუამავალი ხუთბეს კითხულობდა, ფეხზე მდგომიარე კაცი შენიშნა და მის შესახებ იკითხა: უპასუხეს რომ, ეს ებუ ისრაილი იყო, მას ფიცი დაუდვია რომ მზეში დადგებოდა, არ დაჯდებოდა, არ დაილაპარაკებდა, ჩრდილში არ შევიდოდა და ასე იმარხავდა. ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა; უბრძანეთ მას რომ, ილაპარაკოს, ჩრდილში შევიდეს, დაჯდეს და მარხვა დაასრულოს.„ (ბუჰარი)

 



 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 166 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol