სიკეთის გზების სიმრავლე
  62) ებუ ზერ ჯუნდაბ ბინ ჯუნადეს (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ ვუთხარი რომ: ალლაჰის შუამავალო, ყველაზე კარგი საქმე რომელია?  ასე ბრძანა: ‘ალლაჰის რწმენა და ალლაჰის გზაზე ჯიჰადის გაკეთება’  ვუთხარი რომ: რომელი მონის გათავისუფლება უფრო უკეთესია? იმის რომელიც პატრონს უფრო ჭირდება და ყველაზე ძვირად ღირებულია.’ ვუთხარი რომ, ესენი რომ ვერ გავაკეთო? ასე ბრძანა: ‘დაეხმარე მას ვინც შრომობს ან იმუშავე მისთვის ვისაც მუშაობა არ შეუძლია. ვუთხარი რომ; ალლჰის შუამავალო ზოგი საქმის გაკეთება რომ ვერ შევძლო? ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: ‘ადამიანებზე ზარალის მიყენებისგან შორს დადექი; რადგან ეს შენთვის გაღებული მოწყალებაა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

63) ებუ ზერისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული;

„მე წარმომიდგინეს ჩემი მიმდევრების საქმეები კარგიც და ცუდიც. კარგ საქმეებს შორის გზიდან გამვლელთა შემწუხებელი მავნე რამეების მოცილებაც იყო ხოლო ცუდ საქმეებს შორის, მეჩეთში დაგდებული და დაუსუფთავებლად დატოვებული სიბინძერე იყო.„ (მუსლიმი)

 

 

64) ებუ ზერისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ნურცერთ სიკეთეს პატარად ნუ ჩათვლი. თუნდაც შენს ძმასთან მხიარული სახით შეხვედრა იყოს.„ (მუსლიმი)

 

 

65) ებუ ჰურეირესგან (ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ვინც მეჩეთში ნამაზისთვის დადის ალლაჰი მას ყოველ წასვლა-მოსვლაზე სამოთხეში საუკეთესო საცხოვრებელს მოუმზადებს.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 


66) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„მუსლიმანო ქალებო! არცერთმა მეზობლის ქალმა მეზობლის ქალის მიცემული სიკეთე არ დაამციროს თუნდაც ეს სიკეთე ცხვრის ჩლიქი იყოს. (ბუჰარი და მუსლიმი)

 


67) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„რწმენას სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ტოტი აქვს. მათშორის  ყველაზე მაღლაა لَا إِلَهَ إِلَّااللهُ(არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა) სიტყვის თქმაა. ყველაზე დაბლა გზიდან მოსიარულეთა შემწუხებელი რამეების აღებაა. მოკრძალებაც რწმენის ტოტია.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

68) ებუ ჰურეირესგან (ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემულ:

„გინდათ გიჩვენოთ ისეთი რამ რითაც ალლაჰი შეცდომებს ფარავს და ხარისხებს ამაღლებს? იქ მყოფებმა უთხრეს რომ: ‘რათქმაუნდა ალლაჰის შუამავალო.’ მან ასე ბრძანა: მიუხედავად სირთულეებისა გულდასმით აბდესის აღება, მეჩეთში წასასვლელად ბევრი ნაბიჯის გადადგმა,  ერთი ნამაზის შემდეგ მეორე ნამაზისთვის ლოდინი; ესენი მტრის წინაშე გუშაგობაა.„ (მუსლიმი)

 

 

69) ებუ მუსა ელ ეშარისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ვინც ორი ცივი დროის ნამაზს, გამთენიისა და სამხრობის ლოცვას შეასრულებს სამოთხეში შევა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

70) ჯაბირისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ყოველი სიკეთე ქველმოწმედებაა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

71) ებუ მუნზირ უბეი ბინ ქაბის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„იყო ერთი კაცი, არავინ ვიცი სხვა ვისაც სახლი მეჩეთისგან იმაზე შორს ქონოდა. ნამაზის ხალხთან ერთად მეჩეთში ლოცვას არასდროს ღალატობდა. მას უთხრეს ან მე მას ვუთხარი: სახედარი რომ იყიდო ბნელ ღამეში და ცხელ დღეებში  მოსვლა გაგიადვილდება. მან თქვა: არ გამიხარდებოდა ჩემი სახლი მეჩეთთან ახლოს რომ ყოფილიყო. რადგან, მინდა ჩემი მეჩეთისკენ და შემდეგ სახლისკენ გადადგმული ნაბიჯები აღიცხულ იქნას. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) უთხრა ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის აღრიცხა და შეკრიბა.„ (მუსლიმი)

 

 

72) ებუ მუსასგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„მოწყალების გაცემა ყოველი მუსლიმანის ვალია. საჰაბიებისგან ერთმა კითხა: თუ საშუალება არააქვს? ასე ბრძანა: ხელით იმუშავოს ამით თვითონაც სარგებელს ნახავს და მოწყალებასაც გასცემს. საჰაბიმ კვლავ კითხა: თუ ესეც არ შეუძლია? მან ბრძანა: რთულ მდგომარეობაში მყოფ გაჭირვებულს დაეხმაროს. კვლავ კითხე: თუ ესეც არ შეუძლია? მან ბრძანა: სხვებს სიკეთის კეთება ურჩიოს. კვლავ კითხეს: თუ ესეც არ შეუძლია: მან ბრძანა: შორს დადგეს ბოროტების კეთებისგან, მისთვის ესეც ქველმოქმედებაა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 



 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 163 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol