102) ებუ საიდ ელ-ჰუდრისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„გავიგონე რომ, ალლაჰის სუამავალი ასე ამბობდა: თუ რომელიმე თქვენგანი ნახავს რაიმე ბოროტებას დაუყოვნებლივ თავისი ხელით გამოასწოროს იგი, თუ ძალა არ შესწევს მაშინ ენით, ხოლო თუ არც ამაზე ძალა არ შესწევს მაშინ გულით უარყოს იგი. ეს კი რწმენის ყველაზე სუსტი ფორმაა.„ (მუსლიმი)
103) ებუ ველიდ უბადე ბინ სამითისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„ჩვენ ალლაჰის შუამავალს შევფიცეთ, რომ მას მოვუსმენდით და დავემორჩილებოდით. გაჭირვებასა და ლხინში, მხიარულებასა და მოწყენილობაში, (შევფიცეთ) რომ ზოგიერთ საქმეებში ჩვენს თავს წამოვაყენებდით მოვალეობის საკისრებლად, (შევფიცეთ) რომ არასდროს შევეწინააღმდეგებით მმართველებს მანამ, სანამ ჩვენს შორის მყოფი ალლაჰისგან მოვლინებული მტკიცებულებების მიხედვით მათში ცხადად არ შევნიშნავთ ურწმუნოებას, (შევფიცეთ) რომ სადაც არ უნდა ვიყოთ არ შევუშინდებით არავის კიცხვას და მხოლოდ სიმართლეს ვიტყვით.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
104) მორწმუნეთა დედა უმმე სელემე ჰინდ ბინთ ებუ უმეიე ჰუზეიფე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავალის ს.ა.ვ-ის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:
„თქვენ გეყოლებათ მეთაურები, რომელთა ზოგი საქციელი მოგეწონებათ ზოგი კი არ მოგეწონებათ, ვინც, მათ საქციელთაგან რჯულის საწინააღმდეგოს არ მოიწონებს ის ამ საქციელის პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებს. მაგრამ ვინც კმაყოფილებას გამოხატავს და მათ მიყვება პასუხისმგებლობასაც იკისრებბს. იქ მყოფებმა იკითხეს: ალლაჰის შუამავალო მათ არ ვერძოლოთ? მან ბრძანა რომ; არა, სანამ ისინი ნამაზს თქვენთან ერთად ასრულებენ.„ (მუსლიმი)
105) ებუ საიდ ელ-ჰუდრი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის სუამავალის ს.ა.ვ-ის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:
„თავი შეიკავეთ გზაზე ჯდომისაგან! იქ მყოფებმა თქვეს: ალლაჰის სუამავალო დაუჯდომელად არ შეგვიძლია რადგან იქ ვლაპარაკობთ ხოლმე. ალლაჰის შუამავალმა ს.ა.ვ ასე უპასუხა: თუ დაჯდომის გარდა სხვა საშუალება არ გაქვთ მაშინ დაიცავით გზის წესები. მათ თქვეს რომ: ალლაჰის შუამავალო რა არის გზის წესები? ალლაჰის შუამავალმა ს.ა.ვ ასე უპასუხა: აკრძალულისგან თვალის მორიდება, გამველთა შეუწუხებლობა, მომსალმებელზე სალამით შეპასუხება, სიკეთის მოთხოვნა და ბოროტების აკრძალვა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
106) იბნი აბბასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„ალლაჰის შუამავალმა ერთი კაცის ხელზე ოქროს ბეჭედი შენიშნა. მან თითიდან წააძრო გადააგდო და თქვა: ერთი თქვენგანი ცეცხლოვანი ნაკვერჩხალის თითზე წამოცმას ცდილობს! ალლაჰის შუამავალის წასვლის შემდეგ ამ კაცს უთხრეს: აიღე შენი ბეჭედი და ისარგებლე. კაცმა ასე უპასუხა: არა! ალლაჰს ვფიცავარ არასოდეს ავიღებ იმას რაც ალლაჰის შუამავალმა გადააგდო.„ (მუსლიმი)
107) ჰუზეიფესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის ს.ა.ვ ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ვფიცავ მას ვის ხელშიც არის ჩემი სიცოცხლე, რომ ან მოითხოვთ სიკეთეს და აკრძალავთ ბოროტებას, ან მალე ალლაჰი მოგივლენთ სასჯელს. მერე ვედრებას დაუწყებთ მას მაგრამ ვერ მიიღებთ პასუხს.„ (თირმიზი)
108) ებუ ბექირი სიდდიყი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:
„ხალხნო! უეჭველად თქვენ ამ აიას კითხულობთ ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! სული თქვენი თქვენ გეკისრებათ, ვერაფერს გავნებთ ის, ვინც გზას ამცდარა, თუკი ჭეშმარიტ გზას ამდგახართ თქვენ. ალლაჰთან მიიქცეთ ყველანი თქვენ და ის მოგახსენებთ, რასაც იქმოდით, იმას. (მაიდე 105) მე გავიგონე რომ, შუამავალი ამბობდა: ადამიანები როდესაც დაინახავენ მჩაგვრელს და თუ ხელს არ უშლიან ახლოს არის ალლაჰის მხრიდან მოსავლინებელი სასჯელი რომელსაც ყველა იგემებს.„ (ებუ დავუდი, თირმიზი და ნესაი)
109) ებუ ზეიდ უსამე ბინ ზეიდ ბინ ჰარისესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი ასე ამბობდა:
„განკითხვის დღეს ერთ კაცს მოიყვანენ და ჯოჯოხეთში ჩააგდებენ, მუცლიდან ნაწლავები გადმოუცვივდება და ამ მდგომარეობაში დაიწყებს ირგვლივ სიარულს, როგორც სახედარი დოლაბის ირგვლივ. ჯოჯოხეთის მკვიდრნი გართ შემოერტყმებიან და ეტყვიან ‘ჰოი მავანო! შენ სიკეთეს არ მოითხოვდი და ბოროტებას არ კრძალავდი?’ ისიც ეტყვის: ‘დიახ, მე სიკეთეს მოვითხოვდი, მაგრამ თვითონ არ ვაკეთებდი სიკეთეს, ბოროტებას ვკრძალავდი, მაგრამ თვითონ ვაკეთებდი ბოროტებას.’ (ბუჰარი და მუსლიმი)
|