44) ებუ ამრ - ებუ ამრე ბინ სუფიან ბინ აბდულლაჰისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მისი ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ალლაჰის შუამავალო, ისლამის შესახებ ისეთი რამე მითხარი, რომ ამ თემაზე კიდევ შენს გარდა სხვას არაფერი აღარ ვკითხო.
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: ალლაჰი ვიწამეო თქვი და მართალი იყავი.„ (მუსლიმი)
45) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ღვთისმსახურებაში ზომიერებას ნუ დაარღვევთ და მართალი იყავით. ნუ დაგავიწყდებათ რომ; თქვენგან ვერცერთი მხოლოდ თავისი ნამოქმედარით ვერ გადარჩება. საჰაბიებმა კითხეს: ვერც შენ, ალლაჰის შუამავალო? ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: ვერც მე! მაგრამ უზენაესი ალლაჰის სიკეთემ და წყალობამ დაგვიფაროს.„ (მუსლიმი)
|