91) ებუ ამრ ჯერირ ბინ აბდულლაჰისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„ერთ დღეს, დღის პირველი ნახევარი იყო როდესაც ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) ერთად ვიყავით და მასთან ნახევრად შიშველი ხალხი მოვიდნენ რომლებსაც ნემირე ან აბა სახელის მქონე ქსოვილი გახვრეტილი და თავზე წამოცმული ქონდათ, მათ ხმლები ეკიდათ. მათი უმრავლესობა შეიძლება სულ ყველაც მუდარის ტომიდან იყვნენ. გაჭირვების გამო მათი ასეთ მდგომარეობაში ხილვით ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) სახეზე ფერი ეცვალა! ის სახლში შევიდა და შემდეგ ისევ გამოვიდა; შემდეგ ბილალს ეზანისა და ყამეთის კითხვა უბრძანა, შემდეგ მან წარუძღვა ნამაზს და ნამაზის შემდეგ ხალხს ასე მიმართა: „ო ადამიანებო! უფლის მორჩილნი იყავით და მისი რიდი გქონდეთ რომელმაც ერთი ადამიანისგან (ადამი) გაგაჩინათ და მისგან მისი ცოლი (ევა) გააჩინა და შემდეგ მათგან უამრავი ქალ-ვაჟი გააჩინა. ალლაჰის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა იქონიეთ და ნათესავებს შორის კავშირს ნუ გაწყვეტთ. ჭეშმარიტად ალლაჰი თქვენ გხედავთ. (ნისა/1) კიდე ჰაშრ სურას ეს აიეთი წაიკითხა: „ო მორწმუნენო! რიდი გქონდეთ ალლაჰისა და ყველამ თავის ნამოქმედარს გადახედოს თუ სახვალიოდ რა მოამზადა. რიდი გქონდეთ ალლაჰისა რადგან ალლაჰმა თქვენი ნამოქმეედარი უნაკლოდ იცის.„ (ჰაშრ/18) შემდეგ ასე გააგრძელა: ყოველმა ჩვენგანმა ველმოქმედება გაიღოს დინარით, დირჰემით, (ოქროს და ვერცხლის ფულით) ტანისამოსით, ხორბლით და ხურმით, თუნდაც ნახევარი ხურმით. ამის თქმაზე ენსარიდან ერთმა კაცმა მოვიდა რომელსაც ტომარა ძლივს ეჭირა ხელში. შემდეგ ხალხმა ქველმოქმედების შეგროვებაში ერთმანეთს მიბაძეს და ტანსაცმლის და საჭმლის ორი გროვა შეგროვდა, შევნიშნე რომ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) სახე უღიმოდა და ოქროსავეთ უბრწყინოდა. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა: ვინც ისლამში კარგ საქმეს წამოიწყებს, წამოწყებული საქმის სამაგიერო მას მიეცემა და ვინც ამ საქმეს გააგრძელებს მონაპოვარი მადლის ტოლა მადლი კარგი საქმის წამომწყებს მიეცემა ისე რომ კარგის მქნელის მადლს არაფერი არ მოაკლდება. ვინც ისლამში ცუდ საქმეს წამოიწყებს, წამოწყებული საქმის სამაგიერო მას მიეცემა და ვინც ამ საქმეს გააგრძელებს მონაპოვარი ცოდვის ტოლა ცოდვა ცუდი საქმის წამომწყებს მიეცემა ისე რომ ცუდი საქმის მქნელის ცოდვას არაფერი არ მოაკლდება.„ (მუსლიმი)
92) იბნი მესუდისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ადამის პირველი შვილი კაენი იზიარებს ყველა მკვლელის ცოდვას რომელმაც უდანაშაულო მოკლა რადგან ის არის კაცი კვლის წამომწყები.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
93) ებუ მესუდ უქბე ბინ ამრ ელ ენსარი ელ ბედრი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ვინც კეთილი საქმის კეთებისთვის ხალხს წინამძღვრობას გაუწევს, იმ კეთილი საქმის მქნელის მადლის ტოლა მადლი მასაც მიეცემა.„
94) ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:
„ვინც კეთილ საქმეს წამოიწყებს, მას კეთილის მქმნელთა მადლის ტოლა მადლი მიეცემა ვინც მას მიბაძავს, ეს მათ მადლს არაფერს არ მოაკლებს. ვინც გარყვნილებას წამოიწყებს მას მათი ტოლა ცოდვა მიეცემათ ვინც მას ბიბაძავს, ას მათ ცოდვას არაფერს არ მოაკლებს.„ (მუსლიმი)
|