95) ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„ესლემის ტომისგან ერთმა ახალგაზრდამ ასე თქვა; ო ალლაჰის შუამავალო! ძალიან მინდა რომ ბრძოლაში მივიღო მონაწილეობა მაგრამ იარაღი არ გამაჩნია. მავანთან წადი მან იარაღი ბრძოლისთვის მოამზადა მაგრამ ავად გახდაო უთხრა. ახალგაზრდამ იმ კაცთან წავიდა და უთხრა: ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) სალამს გითვლის და გიბრძანებს რომ საბრზოლო იარაღები მე მომცე. კაცმა თავის ცოლს ან მსახურს უთხრა: ჩემი მთელი საბრძოლო იარაღები რომლებიც ბრძოლისთვის მოვამზადე ამ ახალგაზრდას მიეცი და ნურაფერს ნუ დაუმალავ, ღვთის გულისათვის არაფერი დაუმალო რომ სიკეთესა და ბარაქას ვეწიოთ.„ (მუსლიმი)
96) ებუ აბდურრაჰმან ზეიდ ბინ ჰალიდ ელ ჯუჰენისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლ გმირს ბრძოლისთვის ყველა აღჭურვილობას მოუმზადებს, ის უეჭველად მებრძოლი გმირის მადლის ტოლა მადლს მიიღებს. ვინც ომში წასულ მებრძოლის ოჯახს დაეხმარება უეჭველად მებრძოლი გმირის ტოლა მადლს მიიღებს.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
97) ებუ საიდ ელ ჰუდრისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ლიჰიანის ტომის, ლიჰიანის შვილებთან ჯარს აგზავნიდა ასე ბრძანა: ერთი ოჯახის ორი კაციდან ერთი რომელიმე წავიდეს, ორივეს ერთნაირი მადლი მიეცემათ.„ (მუსლიმი)
98) ებუ მუსა ელ ეშარისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„მუსლიმანი ხაზინადარი (მოლარე) რომელიც თავის მოვალეობას სიამოვნებით და სრულყოფილად შეასრულებს და მისცემს მას ვისზე მიცემაც ნაბრძანები აქვს, როგორც ქველმოქმედი იესეთ მადლს ეწევა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
|