1) ებუ ჰაფს ომარ ბინ ჰატტაბ ბინ ნუფეილ ბინ აბდულ უზზა ბინ რიაჰ ბინ აბდულლაჰ ბინ ქურთ ბინ რეზაჰ ბინ ადიი ბინ, ქაბ ბინ ლეიი ბინ გალიბ ყურეიში ალ ადევისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული: გავიგონე რომ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ასე ამბობდა:
„საქმეები ზრახვის მიხედვითაა. კაცი რასაც განიზრახავს იმას მიიღებს. ვისი ჰიჯრეთიც ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის იქნება, მისი ჰიჯრეთი ალლაჰის და მისი შუამავლისთვისაა. ვისი ჰიჯრეთიც ამქვეყნიური სარგებლობისა და ქალის შერთვისთვის იქნება, მისი ჰიჯრეთიც რაც განიზრახა ისაა.„
2) მორწმუნეთა დედა, აბდულლაჰ ბინ ზუბეირის დეიდა წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა:
„ჯარი ქააბასკენ საომრად გამოემართება. როდესაც ბეიდასთან (ადგილის სახელი) მოაღწევენ, წინ მყოფნიც და უკკან მყოფნიც ყველა ქვესკნელში მოექცევიან.„
წმინდა აიშე ამბობს რომ: „ალლაჰის სუამავალო, წინ მყოფნიც და უკან მყოფნიც ყველა ქვესკნელში როგორ მოექცევიან? მათ შორის ხომ ბზარში და აქეთ იქით მოსიარულე ხალხიც არიან რომლებიც მათგან არა არიანო?„ ვუთხარი.
ალლაჰის შუამავალმაც ასე ბრძანა:
„წინ მყოფნიცა და უკან მყოფნიც ქვესკნელში მოექცევიან; შემდეგ კი გულში ნადები ზრახვების მიხედვით გააცოცხლებენ.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
3) ებუ აბდულლაჰ ჯაბირ ბინ ელ ანსარის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე უთქვამს: ერთ ომში ალლაჰის შუამავალთან ერთად ვიყავი და ასე თქვა:
„მედინაში ისეთი ვაჟკაცები არიან რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე და ყოველ დალაშქრულ ხეობაზე თქვენთან ერთად არიან; მათ მხოლოდ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი.„
სახვა გადმოცემის მიხედვით კი ასე უთქვამს:
„ისინი მხოლოდ მადლით არიან თქვენთან ერთად.„ (მუსლიმი)
4) ებუ იეზიდ მან ბინ იეზიდ ბინ ელ აჰნესი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე გადმოგვცემს: (ეს პიროვნება, მისი მამა და ბაბუა საჰაბეები არიან)
მამაჩემმა იეზიდმა, მოწყალების გასაღებად რამოდენიმე დინარი ამოიღო და მესჯიდში ერთი კაცის გვერდზე დადო. მე მივედი ავიღე და მამას მივუტანე. მამამ; ‘ალლაჰს ვფიცავარ რომ შენთვის მოცემა არ მინდოდაო’ თქვა. ამაზე ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) წინაშე ცოტა წავკამათდით. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა:
„იეზიდ შენ ის მიიღე რაც განიზრახე და შენ მან რაც აიღე ის შენია.„ (ბუჰარი)
5) ებუ ჰურეირე აბდურრაჰმან ბინ საჰრისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.) ასეთ ნათქვამია გადმოცემული:
„ეჭვგარეშეა რომ, ალლაჰი თქვენს სხეულებს და გარეგნობას არ შეხედავს; მაგრამ ის თქვენს გულებში მყოფს უყურებს.„
6) ებუ აბბას აბდულლაჰ ბინ აბბას ბინ აბდულ მუტტალიბისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) უზენაესისგან ასე გადმოგვცემს:
„ეჭვგარეშეა რომ ალლაჰმა სიკეთისა და ბოროტების დაწერა ბრძანა; შემდეგ ასეთი განმარტება გააკეთა. ვინც ერთი სიკეთის გაკეთებას განიზრახავს და არ გააკეთებს, უზენაესი ალლაჰი მას ერთი სიკეთედ დაუწერს. თუ ის სიკეთის გაკეთებას განიზრახავს და გააკეთებს, ალლაჰი მას ათიდან შვიდასამდე და უფრო მეტ მადლს დაუწერს. თუ ბოროტების გაკეთებას განიზრახავს და არ გააკეთებს, ალლაჰი მას ერთ სიკეთედ დაუწერს. თუ ის ბოროტების გაკეთებას განიზრახავს და გააკეთებს, ალლაჰი მას ერთ ბოროტებად დაუწერს.„
|