38) იბნი აბასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ღმერთო ჩემო, მხოლოდ შენ ჩაგბარდი, შენ გიწამე, შენ მოგენდე, პირი შენსკენ ვიბრუნე და შენი დახმარებით ვიბრძოლე. ღმერთო ჩემო ჩემ გარყვნისგან შენს ძლიერებას შევეფარები; შენს გარდა ღვთაება არ არსებობს. შენ უკვდავი ცოცხალი ხარ; ადამიანები და ჯინები კი მოკვდავნი არიან.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
39) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ზოგი ხალხი, ჩიტების მსგავსი გულების გამო მათსავეთ ალლაჰზე მინდობისთვის სამოთხეში შევლენ.„ (მუსლიმი)
40) წმინდა ომარისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლი (ს.ა.ვ) ასე თქმისას გავიგონეო ნათქვამია გადმოცემული:
„თქვენ ალლაჰზე სრულყოფილად რომ მინდობილიყავით, ჩიტების გამოკვების მსგავსად თქვენაც გამოგკვებავდა; ისინი დილით მშიერი მუცლებით ბუდიდან გამოდიან და საღამოთი სავსე მუცლებით ბრუნდებიან.„ (თირმიზი)
18) ებუ ბექირ სიდდიქ ბინ ოსმან ბინ ამრ ბინ ამრ ბინ ქაბ ბინ სად ბინ თეიმ ბინ მურრე ბინ ქაბ ბინ ლუეიი ბინ გალიბ ელ ყურეიში ეთთიმი ეს პიროვნება, მისი დედა და მამა საჰაბიები არიან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან) გადმოცემაში ასეა ნათქვამი:
„ჩვენ გამოქვაბულში ვიმალებოდით, ისინი თავს დაგვტრიალებდნენ, ურწმუნოების ფეხებს შევხედე და ვთქვი რომ: ალლაჰის შუამავალო, მათგან რომელიმემ ფეხების ქვეშ რომ დახედოს უეჭველად დაგვინახავს! ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ბრძანა: ებუ ბექირ! შენ რა გგონია ორი კაცი რომლებთანაც მესამე ალლაჰია?„ (ბუჰარი და მუსლიმი)
42) მორწმუნეთა დედის უმმუ სელემესგან, ჰინთ ბინთ უმეიე ჰუზეიფე ელ მაჰზუმისგან (ყმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:
„წმინდა შუამავალი (ს.ა.ვ) სახლიდან გასვლისას ასე იტყოდა: ალლაჰის სახელით ვიწყებ, ალლაჰს მივენდობი. ღმერთო ჩემო! გარყვნილობისგან ან გარყვნისგან, გაზა აცდენილობისგან ან გზისგან აცდენისგან, უსამართლო საქციელის ან უსამართლობის მსხვერპლობისგან, უპატივცემულო საქციელისგან ან უპატივცემულობის მსხვერპლობისგან შენ შეგეფარები.„ (ებუ დავუდ, თირმიზი და სხვები)
43) ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის სუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ვინც სახლიდან გასვლისას; ‘ალლაჰის სახელით ვიწყებ, ალლაჰს მივენდობი, ალლაჰის ნებართვის გარეშე არავითარი ქმედება და ღონე არ არსებოს’ თქვას, იმ კაცს ესე ეტყვიან; ‘სწორ გზაზე დგახარ, ყოველგვარი საჭიროებების წინაშე (ღონით, მოთმინებით, ღვთისმოსაობით და სხვა) საკმარისი ხარ, მფარველობის ქვეშ ხარ და სატანა იმ კაცისგან სორს დადგება.„ (თირმიზი, ებუ დავუდ, ნესეი და სხვები)
|