ალლაჰის ბრძანებებზე მორჩილება

88) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

“როდესაც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) ‘ალლაჰისაა ყოველივე, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე ზედა. ცხადსა ხდით, რაც გაქვთ ულში, თუ მალავთ, ალლაჰი ანგარიშს მოგთხოვთ, და მიუტევებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰი ყოვლისშემძლეა!(ბაყარა/284) აიეთი ზემოევლინა, ეს აიეთი შუამავალის (ს.ა.ვ) საჰაბიებს ეძნელათ, ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) მოვიდნე მუხლებზე დაიჩოქეს და უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო (ს.ა.ვ) ჩვენ ნამაზი, ჯიჰადი, მარხვა და ქველმოქმედება დაგვეკისრა რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. მაგრამ ახლა რაც ამ აიეთით ზემოგევლინა ეს ჩვენს ძალებს აღემატება. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) უთხრა: გინდათ იგივე თქვათ რაც ორმა ღვთისწერილბოძებულმა ხალხმა (ებრაელებმა და ქრისტიანებმა) თქვეს? ‘გვესმის და არ ვემორჩილებით.’ აჯობებს თქვათ: ‘გვესმის და გემორჩილებით. ღმერთო ჩვენო პატიებას გთხოვთ, (ბოლოს) შენ დაგიბრუნდებით.’ მათ გაიმეორეს: ‘გვესმის და გემორჩილებით. ღმერთო ჩვენო პატიებას გთხოვთ, (ბოლოს) შენ დაგიბრუნდებით.’ და როდესაც ეს კარგა შეიგნეს და დაიმახსოვრეს, ალლაჰმა ეს აიეთი ზემოავლინა: ‘იწამა შუამავალმა, რაც ზემოევლინა თავისი უფლისგან, და მორწმუნეებმა. იწამა ყველამ ალლაჰი, ანგელოზნი მისნი და წიგნები მისი და შუამავალნი მისნი. არ განვარჩევთ ჩვენ არცერთს მის შუამავალთაგან! იტყვიან: გვემა ჩვენ და მორჩილნი ვართ ჩვენ! მიტევება შენგან, უფალო ჩვენო, და მისაქციელი შენდა!(ბაყარა/285) როდესაც მათ ასე მოიქცნენ და კარგად შეიგნეს ეს აიეთი, ალლაჰმა მათთვის ძნელი აიეთის ვალდებულება ამ აიეთით შეცვალა:ალლაჰი არ აკისრებს არცერთ სულს იმაზე მეტს, რისი ძალა არ შესწევს მას. იქნება, რაც მოიპოვა, და მის წინააღმდეგ იქნება, რაც თავისთვის მოიხვეჭა. უფალო ჩვენო, არ მოგვკითხო, თუ დავივიწყეთ ან შევცოდეთ!’ უზენაესმა ალლაჰმა კარგიო ბრძანა. ‘უფალო ჩვენო, არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენ უწინარეს იყო!’ უზენაესმა ალლაჰმა კარგიო ბრძანა. უფალო ჩვენო, არ დაგვაკისრო, რისი ძალაც არა გვაქვს ჩვენ!’ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა კარგიო.  ‘უფალო ჩვენო მოგვიტევე ჩვენ, და შეგვინდე ჩვენ, და შეგვიწყალე ჩვენ, შენა ხარ მეუფე ჩვენი და დახმარება მოგვეც ჩვენ ურჯულოთა მოდგმის წინაშე!(ბაყარა/286) უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: კარგი თქვენი სურვილები ასრულებულია.„ (მუსლიმი)

 



ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 5 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=