მონანიება

7) ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს რომ; ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ასე ამბობდა:

„ალლაჰს ვფიცავარ რომ, მე დღეში სამოცდაათჯერ ალლაჰს პატიებას ვთხოვ და მის წინაშე ვინანიებ.„

 

8) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) მსახური ებუ ჰამზა, მალიქ ბინ ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

„როდესაც მსახური ინანიებს ალლაჰის გახარება, თქვენგან რომელიმეს უდაბნოში აქლემს დამკარგავის და შემდეგ კვლავ მპოვნელის სიხარულის მსგავსია.„

 

9) ებუ მუსა, აბდულლაჰ ბინ ელ-ქაისისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შეუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ეჭვგარეშეა რომ ალლაჰი, ვინც დღისით შეცოდა მათთვის მოსანანიებლად ღამით ხელს გაშლის; ვინც ღამით შეცოდა მათთვის მოსანანიებლად დღისით ხელს გაშლის, მათ მონანიებისკენ მოუხმობს, ასეთი მდგომარეობა მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ქვეყნის დასასრულამდე გაგრძელდება.„

 

10) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ვინც მზის დასავლეთიდან ამოსვლამდე ანუ წარღვნის მოსვლამდე მოინანიებს უზენაესი ალლაჰი მის მონანიებას მიიღებს.„

 

11) ებუ აბდურრაჰმან აბდულლაჰ ბინ ომარ ბინ ჰატტაბისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ეჭვგარეშეა რომ ალლაჰი, სულის ყელში ამოსვლამდე მსახურის მონანიებას მიიღებს.„

 

12) იბნი აბბასისა და ენეს ბინ მალიქისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისით) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ადამიანს ერთი ხეობა სავსე ოქრო რომ ქონდეს მეორეს კიდე ისურვებს, მის პირს მხოლოდ მიწა გააძღობს. ალლაჰი მომნანოებლის მონანიებას მიიღებს.„

 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=