სუნნეთი და სუნნეთის წესებზე მორჩილება

82) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული.
„თავი შეიკავეთ ისეთი დეტალების კითხვისგან რაზეც თქვენს ნებაზე დამიტოვებიხართ და მე არ მიხსენებია. ბევრი კითხვისა და შუამავლებთან კამათის გამუ დაიღუპნენ ხალხები რომელნიც თქვენს წინ ცხოვრობდნენ. მოუფრთხილდით ისეთი რამეების კეთებას რაც მე აგიკრძალეთ და რასაც გიბრძანებთ მის გასაკეთებლად ღონეს ნუ დაიშურებთ.„ (ბუჰარი და მუსლიმი)
83) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:
„ჩემი მიმდევარნი ყველა სამოთხეში შევა, გარდა ზურგის შემაქცევარისა. მას ჰკითხეს: ზურგის შემაქცევარი ვინ არის? ასე ბრძანა: ვინც მე დამემორჩილება, სამოთხეში შევა, ხოლო ის, ვინც მეურჩება ზურგის შემაქცევარია.„ (ბუჰარი)

84) ებუ მუსლიმი ან ებუ იას სელემე ბენი ამრ ბენი ექვასგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

„ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) მარცხენა ხელით აიღო ლუკმა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: მარჯვენა ხელით ჭამე! მან არ შემიძლიაო უპასუხა. ამდროს შუამავალმა უთხრა: და ეს ვეღარასოდეს შეძლო! იმ კაცმა სიამაყის გამო თქვა ასე და მის შემდეგ ვეღარასოდეს მიჰქონდა პირთან ხელი.„ (მუსლიმი)

85) ებუ აბდულლაჰ ნუმან ბინ ბიშრის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ასე ამბობდა: (ნამაზზე დგომისას) დაიცავით რიგების სისწორე თორემ ალლაჰი მიმართულებებს შეგიცვლით (თქვენს შორის განხეთქილებასა და არეულობას შემოიტანს).„ (ბუჰარი და მუსლიმი)

მუსლიმის სხვა მონათხრობის მიხედვით ასე ბრძანებს:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ყოველთვის ისარივით ასწორებდა ჩვენს რიგებს; სანამ ეს ჩვევად არ გვექცეოდა. ერთ დღეს ნამაზის სალოცავად იყო გამოსული, ის იყო თექბირი უნდა წარმოეთქვა, რომ შეამჩნია ერთი კაცი რომელსაც მკერდი რიგიდან წინ ქონდა გამოშვერილი. მასინ მან ასე ბრძანა: ალლაჰის მსახურნო, რიგების სისწორე დაიცავი, თორემ ალლაჰი მიმართულებებს შეგიცვლით (თქვენში განხეთქილებასა და არეულობას შემოიტანს)„

86) ებუ მუსასგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

„მედინაში ღამით ერთი სახლი შიგ მყოფ ხალხთან ერთად დაიწვა. როდესაც მათ შესახებ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) უამბეს მან ასე ბრძანა: ცეცხლი თქვენი მტერია; დაძინებამდე იგი ჩააქრეთ.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

87) აბის ბინ რაბიას (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„მე ვნახე ომერ ბინ ჰატტაბი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) შავ ქვას კოცნიდა და ასე ამბობდა: უეჭველად ვიცი რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ და არც კარგის გაკეთება შეგიძლია და არც ცუდის. რომ არ მენახა თუ როგორ გკოცნიდა ალლაჰის შუამავალი არც მე გაკოცებდი.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 



ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 9 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol