სიკეთისკენ ლტოლვა

 46) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ესწრაფოდეთ კეთილი საქმეების კეთებას! მალე ღამის სიბნელის მსგავსად არეოლობა იჩენს თავს. კაცს მორწმუნედ გაუთენდება და ურწმუნოდ დაუღამდება; ან მორწმუნედ დაუღამდება და ურწმუნოდ გაუთენდება. მცირეოდენი ამქვეყნიურ სიამოვნებაში რჯულს გაცვლის.„ (მუსლიმი)

 

 

47) ჯაბირის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„უჰუდის ომის დროს ერთმა კაცმა შუამავალთან (ს.ა.ვ) მოვიდა და ასე უთხრა: ალლაჰის გზაზე რომ მომკლან სად ვიქნები? ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე უპასუხარ; სამოთხეში!

ამის გამო კაცმა ხურმა გადაყარა რომელიც ხელში ქონდა და სიკვდილამდე იბრძოლა.„ (ბუჰარი და მუსლიმი) 

 


48) ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) უჰუდის ომის დროს ხმალი აიღო და ასე თქვა: ‘ამას ხელიდან ვინ გამომართვამს?’ იქ მყოფთაგან ყველა; მე, მეო გაიძახოდა. შუამავალმა (ს.ა.ვ): ‘დანიშნულებისამებრ გამოყენების პირობით ვინ აიღებსო?’ ბრძანა. ხალხმა უმალ გაჩუმდნენ. ებუ დუჯანემ (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) თქვა: ‘მას დანიშნულებისამებრ გამოყენების პირობით მე ავიღებო.’ უმალ აიღო ხმალი და ურწმუნოებს თავები ორად გაუპო.„ (მუსლიმი)

 

 

49) ზუბეირ ბინ ადიისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული;

„ენეს ბინ მალიქთან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გავიარეთ და ჰაჯჯაჯისგან რაც დაგვატყდა თავს ვუამბეთ. ენესმა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გვითხრა რომ: უფალთან შეხვედრამდე მოითმინეთ. რადგან ისეთი დრო არ მოვა, რომ ცუდი არ იყოს უწინარეს მისა. ეს შუამავლისგან (ს.ა.ვ) გავიგონე.„ (ბუჰარი)

 



ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=