საკუთარ თავთან ბრძოლა
  50) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის სუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„უზენაესი ალლაჰი ბრძანებს რომ:

ვინც რომელიმე ჩემს მსახურს მტრობს, უეჭველად მეც მას ომს გამოვუცხადებ. ჩემი მსახური მისთვის დაწესებულ ფარზ ღვთისმსახურებაზე უფრო საყვარელი საქმით ვერ მომიახლოვდება. ჩემი მსახური როდესაც გამუდმებით ნაფილე ღვთისმსახურებას ასრულებს, ბოლოს მას შევიყვარებ. როდესაც მას შევიყვარებ მისი მსმენელი ყური, მხედველი თვალი, დმჭერი ხელი და მოსიარულე ფეხი ვიქნები. ჩემგან რამეს თუ ითხოვს მივცემ. მე თუ შემომეფარება მას აუცილებლად დავიცავ.„ (ბუჰარი)

 


51) იბნი აბბასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ორი ღვთის ბოძებული საჩუქარი არის, რაშიც ადამიანთა უმრავლესობა ტყუვდება. ესენი ჯანმრთელობა და თავისუფალი დროა.    „ (ბუჰარი)

 

 

52) წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ), ღამით ფეხებზე იარის გაჩენამდე ნამაზისთვის ფეხზე დგებოდა. მას ასე ვუთხარი: ‘ალლაჰის შუამავალო, როდესაც ალლაჰმა წარსულის და მომავლის ცოდვები მოგიტევათ კიდევ ასე რატომ იქცევით?’ მან ასე ბრძანა: აბა მადლობის მწირავი მსახური არ ვიყო?„ (ბუჰარი და მუსლიმი.)

 

 

53) წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული.

„როდესაც რამაზნის თვის ბოლო ათი დღე მოვიდოდა, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ღამეებს მღვიძარე ატარებდა, ოჯახის წევრებს აღვიძებდა, ღვთის მსახურებას უფრო მეტ მნისვნელობას მიანიჭებდა და ცოლებისგან თავს შორს იჭერდა.„

 


54) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ძლიერი მორწმუნე ალლაჰის წინაშე უფრო უკეთესია და უფრო საყვარელია. თუმცა ყველაკარგია. რაც სიკეთეს მოგიტანს იმას მეტი მნიშვნელობა მიანიჭე. ალლაჰისგან დახმარება ითხოვე და უსუსურად არ დარჩე. რამე რომ დაგემართოს ‘ასე რომ გამეკეთებია ასე იქნებოდაო’ არ თქვა. მაგრამ ასე თქვი: ‘ღვთის წერა იყო და ის გააკეთა რაც სურდა.’ რადგან ‘ასე გამეკეთებია ....’ თქმა, სატანის ცდუნებას გაუღებს კარს.„ (მუსლიმი)

 

 

55) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) ასე უბრძანებია:

„ცეცხლს (ჯოჯოხეთს) გარს აკრავს ყოველგვარი სურვილები და ვნებები, სამოთხეს გარს აკრავს რაც ეწინააღმდეგება სურვილებსა და ვნებებს.„

 


56) იბნი მესუდის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) ერთად ნამაზი ვილოცე. ფეხზე იმდენხანს იდგა, რომ სადაც იყო მოუწონარი საქციელი უნდა ჩამედინა. იქ მყოფებმა კითხეს: ‘რა გაიფიქრე?’ მან; დაჯდომა და ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) მდგომიერეს დატოვება გავიფიქრეო. თქვა.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

57) ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„სამი რამე გარდაცვალებულს საფლავამდე მიყვება; ოჯახის წევრები, ქონება და მისი ნამოქმედარი. მათგან ორი უკან დაბრუნდება ერთი კი დარჩება. ოჯახის წევრები და ქონება უკან დაბრუნდება; მისი ნამოქმედარი კი მასთან დარჩება.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

58) ებუ ფირას რაბია ბინ ქაბ ელ ესლემი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) რომელიც ალლაჰის შუამავალის მსახური იყო და ამავე დროს სუფფას ხალხიდანაც იყო, მისი ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) ერთად ვათენებდი, მას აბდესის ასაღებად წყალს ვუზიდავდი. ერთხელ ბრძანა რომ; ‘ჩემგან რამე ითხოვე.’ მეც ვუთხარი რომ: სამოთხეში შენთან ერთად ყოფნა მინდა.’ კიდე ბრძანა რომ: ‘ამის გარდა სხვა სურვილი გაქვს?’ ვუთხარი რომ: ‘ჩემი სურვილი მხოლოდ ეგაა.’ მანაც ასე ბრძანა: ბევრი სეჯდეს კეთებით შენი სულისთვის დამეხმარე.„ (მუსლიმი)

 



ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 3 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol