მოთმინება

13) ებუ მალიქი, ელ-ჰარის ბინ ასიმ ელ-ეშარიდენ (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავლის (..) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

 სისუფთავე რწმენის ნახევარია. ელჰამუდულილლაჰ (დიდება ალლაჰს) თქმის მადლი ცოდვა-მადლის სასწორს აავსებს. სუბჰანელლაჰი ველჰამდულილლაჰი (ალლაჰი ყოველგვარი ნაკლოვანებისგან შორსაა და დიდება ალლაჰს) თქმის მადლი ცასა და მიწას სორის მყოფ ადგილს გაავსებს. ნამაზი შუქია. მოწყალება, გამცემის რწმენაზე მიგვითეითებს. მოთმინება სინათლეა. ყურანი შენს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ არგუმენტია. ყოველი ადამიანი დილით სამუშაოდ სახლიდან გავა, საკუთარ თავს გაყიდის. ან გადარჩება ან განადგურდება.„

 

14) ებუ საიდი საიდ ბინ სინან ელჰუდრისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემულია:

ზოგმა ენსარელმა ხალხმა ალლაჰის შუამავლისგან (..) მოწყალება ითხოვეს, შუამავალმაც მისცა. შემდეგ მისგან კვლავ მოითხოვეს, მან რაც ქონდა ყველაფერი მისცა. ხელთ რაც ქონება ქონდა ყველაფერი რომ მათ მისცა შემდეგ მათ ასე უთხრა:

გასაცემი ქონება კიდე რომ მქონოდა, მას თქვენთვის არ შევიბრალებდი. ვინც მათხოვრობას მოერიდება, ალლაჰი მას უმანკოდ აქცევს. ვინც სხვისგან დამოუკიდებლად ყოფნას ისურვებს, ალლაჰი მას არავისზე დამოკიდებულს არ გახდის. ვინც მოთმინებას ეცდება, ალლაჰი მას მოთმინებას მისცემს. მოთმინებაზე უკეთესი სიკეთე არავის არ მიუღია.„

 

15) ებუ იაჰია სუჰეიბ ბინ სინანისგან, (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალი (.ავ) ასე ბრძანებს:

მორწმინის საქმე მაოცებს; რადგან მისი ყოველი ქმედება მისთვის სასიკეთოა. ეს მდგომარეობა მხოლდ მორწმინისთვისაა დამახასიათებელი. თუ ის სასიხარულო რამეს გადაეყრება მადლობას აღავლენს; ეს მისთვის სასიკეთოა. თუ ის ცუდ რამეს გადაეყრება მოითმენს; ესეც მისთვის სასიკეთო რამეა.„

 

16) წმინდა აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემულია: თვითონ, ალააჰის შუამავლისთვის (ს.ა.ვ) შავი ჭირის შესახებ უკითხავს, ალლაჰის შუამავალსაც (ს.ა.ვ) მისთვის ასე უთქვამს:

„ის ალლაჰის სასჯელი იყო და მათზე ავრცელებდა ვისთვისაც მოისურვებდა; ალლაჰმა ის მორწმუნეთათვის წყალობად აქცია. თუ რომელიმე მსახურს შავი ჭირი დაემართა მოთმინებითა და სამაგიეროს იმედით დაჯდება და შეიგნებს რომ ღვთის წერის გარდა მას არაფერი მოუვა, ის შეჰიდთა მადლის ტოლ სამაგიეროს მიიღებს.„

17) ენესი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე გადმოგვცემს: გავიგონე რომ, ალლაჰის შუამავალ (..) ასე ამბობდა:

ალლაჰი ასე ბრძანებს: როდესაც მე ჩემს მსახურს ორივე თვალის დაკარგვით გამოცდას მოვუწყობ თუ მოითმენს, მას იმ ორი თვალის სანაცვლოდ სამოთხეს მივცემ.„

 

18) ებუ აბდურრაჰმანი, აბდულლაჰ ბინ მესუდის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან):

ალლაჰის შუამავლის (..), შუამავალთაგან ერთ-ერთის მდგომარეობის გადმოცემას თითქოს ჯერ კიდევ საკუთარი თვალით ვხედავ. ხალხმა ის გალახეს და სისხლი ადინეს, ის კი სახეზე სისხლს იწმენდდა და ასე ამბობდა: 'მერთო ჩემო, ჩემს ხალხს აპატიე, რადგან მათ არ იციან რას აკეთებენ!„

 

19) ებუ საიდისა და ებუ ჰერეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (..) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

როდესაც მუსლიმანი დაღლილობ, ტკივილს, ნაღველს, დარდს, სირთულეებს და ჯაფას, სხეულში ჩარჭობილ ეკალი და მსგავსი რაც არსებობს, ალლაჰი ამ მიზეზით მათ შეცდომათა ერთ ნაწილს დაუფარავს.„

 

20) ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (..) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:

ალლაჰი ვისთვისაც კარგს ისურვებს, მას სირთულეებს მისცემს.„ (ბუჰარი)

 

21) ენესის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (..) ასე ბრძანებს:

თქვენგან რომელიმეს თავს რაიმე ბოროტება თუ დაატყდება სიკვდილი არ ინატროს. თუ აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს მაშინ ასე თქვას: ღმერთო ჩემო, სიცოცხლე ჩემთვის სასიკეთოა მაინ მაცოცხლე და თუ ჩემთვის სიკვდილი უკეთესია მაშინ მომკალი.„

 

22) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (..) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

ნამდვილი ფალავანი ის არაა ვინც ჭიდაობისას მეტოქე დაამარცხა; ნამდვილი ფალავანი ისაა ვინც გაბრაზებისას საკუთარ თავს ხელში აიყვანს.„

 

23) სულეიმან ბინ სურედის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეთი ნათქვამია გადმოცემულუ:

მე ალლაჰის შუამავალთან (..) ერთად ვიჯექი. ამ დროს ორი კაცი ერთმანეთს აგინებდნენ. მაგან ერთი ბრაზისგან სახეზე გაწითლდა და ყლეზე ძარღვები დაეჭიმა. ალლაჰის შუამავალმა (..) ასე ბრძანა: მე ისეთი სიტყვა ვიცი რომ, კაცი თუ იმას იტყვის მისგან ეს ბრაზი გაქრება. თუეღუზუ ბილლაჰი მინე-შშეითანი რრაჯიმ(წყეული სატანისგან ალლაჰს შევეფარები) მისგან ეს ბრაზი გაქრება. ამის შემდეგ ამ კაცს ასე უთხრეს: შუამაალი (..), წყეული სატანისგან ალლაჰზე შეფარებას გიბრძანებსო.„

 

24) მუაზ ბინ ენესისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან), ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ვისაც ღონე ყოფნის და მიუხედავად ღონისა ბრაზს მოერევა, უზენაესი ალლაჰი მას განკითხვის დღეს გაჩენილ არსებათა წინაშე დაუძახებს და ანგელოზებისგანაც  რომ ითხოვს ისეთ რამეებისგან მას გაათავისუფლებს.„ (ებუ დავუდი და თირმიზი)

 

25) იბნი მესუდისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„მალე ჩემს შემდეგ მექრთამეობა და მოუწონარი საქმეები იქნება.

საჰაბეებმა:

-         ალლაჰის შუამავალო, ასეთ დროს რას გვიბრზანებო? კითხეს.

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ):

-         რითაც ვალდებულნი ხართ  ის სამართლიანად გააკეთეთ და რაც ასაღები გავთ ალლაჰისგან ითხოვეთო, ბრძანა.„ (მუსლიმი და ბუჰარი)

26) ებუ იაჰია უსეიდ ბინ ჰუდაირისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასეა გადმოცემული:

ენსარიდან ერთმა კაცმა; ალლაჰის შუამავალო, ამომავალს რომ ასაქმებ იმის მსგავსად მეც არ დამასაქმებ?

ალლაჰის შუამავალმა ბრძანა:

ეჭვგარეშეა რომ, თქვენ მალე ჩემს შემდეგ მექრთამეობას შეხვდებით. იმ დროს მოთმინება იქონიეთ რომ, ქევსერის თავთან (სამოთხეში ერთ-ერთი ტბა სადაც წმინდა შუამავალი თავის მიმდევრებს დაელოდება) მე შემხვდეთ.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 6 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol