სიფხიზლე

30) ებუ ზერ ჯუნდუბ ბინ ჯუნადე და ებუ აბდურრაჰმან მუაზ ბინ ჯებელისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„სადაც არუნდა იყოთ ალლაჰის შიში გქონდეთ! ყოველი ცოდვის ჩადენის შემდეგ მის წასაშლელად სიკეთე გააკეთე და ადამიანებს ზრდილობიანად მოექეცი.„ (თირმიზი)

31) ენისისი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე გადმოგვცემს:

„თქვენი ხედვის მიხედვით თმაზე უფრო პატარა და წმინდა საქმეებს აკეთებთ; ჩვენ ალლაჰის შუამავლის დროს ამგვარ საქმეებს განადგურების მიზეზად ვთვლიდით.„ (ბუჰარი)

 

 

32) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ეჭვგარეშეა რომ ალლაჰი ბრაზდება. ალლაჰის გაბრაზება მორწმუნის არამი საქმეების კეთებაშია.„ (ბუჰარი და მუსლიმი)

 

 

33) ებუ იალა შედდად ბინ ევსისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„ჭკვიანი ისაა ვინც საკუთარ თვითგანსჯის და სეკვდილის შემდგომისთვის შრომობს. უსუსური კი ვინც საკუთარ სურვილებს აუყვა და ალლაჰისგან არ არსებულს ელის.„ (თირმიზი)

 

 

34) ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ) ასეთი ნათქვამია გადმოცემული:

„უსარგებლო რამეების მიტოვება კარგი მუსლიმანის ნიშანია.„ (თირმიზი და სხვები)

 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 32 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=