ნამაზზე ხელების დაჭერა

ებუ დავუდის სუნენიდან ნამაზზე ხელების დაჭერის

შესახებ ჰადისები და განმარტებები

 

حَدَّثَنَا نَصْرُ بْنُ عَلِيٍّ أَخْبَرَنَا أَبُو أَحْمَدَ عَنْ الْعَلَاءِ بْنِ صَالِحٍ عَنْ زُرْعَةَ بْنِ عَبْدِ الرَّحْمَنِ قَالَ سَمِعْتُ ابْنَ الزُّبَيْرِ يَقُولُ صَفُّ الْقَدَمَيْنِ وَوَضْعُ الْيَدِ عَلَى الْيَدِ مِنْ السُّنَّةِ

ნასრ ბინ ალი გადმოგვცემს, რომ ებუ აჰმედმა, ‘ელა იბნი სალიხისგან უამბო, მას ზურეთ ბინ აბდურრაჰმანმა უთხრა: იბნი ზუბეირი ასე თქმისას გავიგონე: ფეხების თანაბრად განლაგება და ხელის ხელზე დადება სუნნეთიდანაა.”[1]

            განმარტება

ეს ჰადისი მიგვითითებს რომ ნამაზზე მდგომს ხელები სხვადასხვა მდგომარეობაში კიარა ერთმანეთზე უნდა ქონდეს დაწყობილი და ასევე ფეხებიც თანაბრად ერთ ხაზზე უნდა ქონდეს განლაგებული და არა წინა უკან.

ჰანეფი მეზჰების სწავლულთა მიხედვით ხელები ჭიპს ქვემოთ, ხოლო შაფი მეზჰების სწავლულთა მიხედვით ხელები მკერდზე ან მკერდს ქვემოთ უნდა გვეჭიროს. თირმიზი ასე ამბობს: საჰაბეებს, თაბიიინსა და თაბიუ-თაბიინს შორის ხელებს ზოგი ჭიპის ზემოთ, ზოგი ჭიპის ქვემოთ იჭერდნენ. ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს მიხედვით შესრულება მიღებულია.

حَدَّثَنَا مُحَمَّدُ بْنُ بَكَّارِ بْنِ الرَّيَّانِ عَنْ هُشَيْمِ بْنِ بَشِيرٍ عَنْ الْحَجَّاجِ بْنِ أَبِي زَيْنَبَ عَنْ أَبِي عُثْمَانَ النَّهْدِيِّ عَنْ ابْنِ مَسْعُودٍ أَنَّهُ كَانَ يُصَلِّي فَوَضَعَ يَدَهُ الْيُسْرَى عَلَى الْيُمْنَى فَرَآهُ النَّبِيُّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَوَضَعَ يَدَهُ الْيُمْنَى عَلَى الْيُسْرَى

მუჰამმედ ბინ ბექქარ ბინ რეიაანი გადმოგვცემს, რომ ჰუშეიმ ბინ ბესირმა ჰაჯჯაჯ ბინ ებუ ზეინებმა ებუ ოსმან ან-ნაჰდისგან, მან კი იბნი მესუდისგან გადმოსცა, რომ ის ლოცულობდა და მარცხენა ხელი მარჯვენაზე დაიდო. (როდესაც) ეს შეამჩნია შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მან მისი (იბნი მესუდის) მარჯვენა ხელი მარცხენაზე დადო.”[2]

حَدَّثَنَا مُحَمَّدُ بْنُ مَحْبُوبٍ حَدَّثَنَا حَفْصُ بْنُ غِيَاثٍ عَنْ عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ إِسْحَقَ عَنْ زِيَادِ بْنِ زَيْدٍ عَنْ أَبِي جُحَيْفَةَ أَنَّ عَلِيًّا رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ مِنْ السُّنَّةِ وَضْعُ الْكَفِّ عَلَى الْكَفِّ فِي الصَّلَاةِ تَحْتَ السُّرَّةِ

მუჰამმედ ბინ მაჰბუბი გადმოგვცემს, რომ მას ჰაფსა ბინ ღიასმა უამბო აბდურრაჰმან ბინ ისჰაყისგან, ის კი ზიად ბინ ზეიდისგან, ის კი ებუ ჯუჰეიფესგან გადმოგვცემს, რომ ალი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ამბობს: ნამაზზე ყოფნისას ხელის ხელზე დადებით და ჭიპს ქვემოთ დაჭერა სუნნეთიდანაა.”[3]

            განმარტება

ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ ნამაზზე დგომისას ხელების ჭიპს ქვემოთ დაჭერა დასაშვებია. იმამი ებუ ჰანიფე, ეს-სევრი, იმამი შაფის მომხრეებიდან ისჰაყ ბინ რააჰიე და ებუ ისჰაყ ალ-მარვეზიი ამ აზრისანი არიან. მაგრამ ეს ჰადისი არგუმენტობის თვისებიდან შორსაა. რადგან გადმომცემთა შორის აბდურრაჰმან ბინ ისჰაყი და ზიად ბინ ზეიდი იმყოფებიან. ეს გადმომცემები კი გარკვეული მიზეზების გამო გაკრიტიკებულნი არიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით იმამი აჰმედისგან სამი განსხვავებული შეხედულება არსებობს:

1.    ხელები ჭიპს ზემოთ უნდა იყოს.

2.    ხელები ჭიპს ქვემოთ უნდა იყოს.

3.    კაცი ხელების ჭიპს ქვემოთ თუ ზემოთ დაიჭერის საკითხში თავისუფალია, როგორც თვითონ ისურვებს ისე დაიჭერს. ევზაი და მუნზირიც ამ მესამე შეხედულებას ეთანხმებიან. მალიქი მეზჰების სწავლულებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს ვპოულობთ. მიუხედავად იმისა რომ ხელების დაჭერის შესახებ რამოდენიმე განსხვავებული შეხედულება არსებობს, ყველაზე ძლიერი და სარწმუნო შეხედულების მიხედვით მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე უნდა გვედოს.

حَدَّثَنَا مُحَمَّدُ بْنُ قُدَامَةَ يَعْنِي ابْنَ أَعْيَنَ عَنْ أَبِي بَدْرٍ عَنْ أَبِي طَالُوتَ عَبْدِ السَّلَامِ عَنْ ابْنِ جَرِيرٍ الضَّبِّيِّ عَنْ أَبِيهِ قَالَ رَأَيْتُ عَلِيًّا رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ يُمْسِكُ شِمَالَهُ بِيَمِينِهِ عَلَى الرُّسْغِ فَوْقَ السُّرَّةِ قَالَ أَبُو دَاوُد وَرُوِيَ عَنْ سَعِيدِ بْنِ جُبَيْرٍ فَوْقَ السُّرَّةِ قَالَ أَبُو مِجْلَزٍ تَحْتَ السُّرَّةِ وَرُوِيَ عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ وَلَيْسَ بِالْقَوِيِّ

მუჰამმედ ბინ ყუდამეთი ანუ იბნიაინე ებუ ბედრისგან გადმოგვცემს, რომ მას ებუ ტალუთ აბდუსსელამმა იბნი ჯერირ ედ-დებბეიისგან უამბო, მას თავისმა მამამ უთხრა, რომ დავინახე ალი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მარცხენა ხელის მაჯა ეჭირა მარჯვენათი ჭიპს ზემოთ.”

ებუ დავუდმა თქვა: საიდ ბინ ჯუბეირის გადმოცემის თანახმად ჭიპის ზემოთ უნდა იყოს ხელები. ებუ მიჯლეზი ამბობს: ებუ ჰურეირას გადმოცემის მიხედვით ჭიპის ქვემოთ ıუნდა იყოს ხელები, მაგრამ ეს არ არის ძლიერი გადმოცემა.[4]

განმარტება

ეს ჰადისი ნამაზზე ხელების ჭიპს ზემოთ დაჭერის მომხრეთა არგუმენტად რამდენადაც არ უნდა ითვლებოდეს, ალის მიერ შესრულებულ საქციელზეც დიდი ალბათობა არსებობს, რომ თვითონ თავისი შეხედულებით მიეღო ეს გადაწყვეტილება. იმამი ბუჰარიც ამ ჰადისს სავარაუდოდ გადმოგვცემს.[5] ბეზლუ მეჯჰუდ ნაშრომის ავტორი კი, ამ ჰადისის შესახებ ასე გადმოგვცემს: “ჭიპის ზემოთსიტყვა გადმომცემთა მყარი ჯაჭვით არ არის დადგენილი. გადმომცემი ებუ ბედრი ერთადერთი კაცია, რომელიც ებუ ტალუთისგან ამ წინადადებას (ჭიპის ზემოთ) გადმოგვცემს. ამ გადმოცემაში თვითონ მარტოა დარჩენილი. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთები ებუ ბედრს სანდო გადმომცემად მიიჩნევენ, ზოგირთები მასზე ამბობენ, რომ ის სრულად სანდო პიროვნებას არ წარმოადგენს. მის გამაკრიტიკებელთა შორის არიან სწავლულები: ებუ ჰათიმი, ჰაფიზი იბნი ჰაჯერი და ზეჰები. ბუჰარის შეიხთაგანის მუსლიმ ბინ იბრაჰიმის გადმოცემაშიც არ მოიპოვება ეს წინადადება (ჭიპს ზემოთ). იბნი ჰაჯერიც თავისფეთხულ ბარისახელობის ნაშრომში იგივეს ამბობს.

იმამი ბუჰარიც თავის კრებულშინამაზის შიგნით მოქმედებებისთავის ქვეშ ამ ჰადისსხელები ჭიპს ზემოთწინადადებით სავარაუდო მდგომარეობაში გადმოგვცემს.[6] მუსანნიფ ებუ დავუდი ამ გადმოცემასხელები ჭიპს ზემოთწინადადებით სავარაუდო მდგომარეობაში სად ბინ ჯუბეირისგან გადმოგვცემს, ბეიჰაქი ამ ჰადისს ებუ ზექრია ბინ ისჰაყ, ალ-ჰასან ბინ იაყუბ, იაჰია ბინ ებუ ტალიბ, ზეიდ ბინ ალ-ჰაბბაბ, სუფიან ეს-სევრი, იბნი ჯურეიჯ, ებუ ზუბეირ და ათას საშუალებით სად ბინ ჯუბეირამდე მიღწეული ჯაჭვით გადმოგვცემს და ბოლოში დაურთავს რომ ეს ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე სანდო ჰადისია. ასევე დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელების ჭიპს ქვემოთ დაჭერის შესახებ ალისგან ასეთი გადმოცემა არსებობს, ამ გადმოცემის ჯაჭვი სუსტია და ამგვარად თავის პოზიციას აფიქსირებს. სინამდვილეში ბეიჰაქის ამ ჯაჭვში იაჰია ბინ ებუ ტალიბი იმყოფება. მუსაბ ბინ ჰარუნი მის შესახებ ამბობს, რომ ის მატყუარაა. ასევე ამ ჯაჭვში ზეიდ ბინ ალ-ჰაბბაბი იმყოფება. ზეჰები თავისმიზანულ თიდალსახელობის ნაშრომში, როდესაც ამ პიროვნების შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ იაჰია ბინ მაინი მის შესახებ ამბობს: “სევრისგან გადმოცემული ყოველი ჰადისი მისაღებია.” აჰმედ ბინ ჰანბელიც: “მიუხედავად იმისა, რომ სიტყვამართალი კაცია, გადმოცემებში ხშირად შეცდომებს უშვებს.” ალისგან გადმოცემული 645 ნომრიანი ჰადისის მიხედვით ჰანეფი მეზჰების მიმდევრები მოქმედებენ, ხოლო საიდ ბინ ჯუბეირის საშუალებით ალისგან გადმოცემული 646 ნომრიანი ჰადისის მიხედვით კი შაფი მეზჰების მიმდევრები მოქმედებენ. ამ თემასთან დაკავშირებით ბეზლუ მეჯჰუდის ავტორი იბნი ჰაზმისგან ასეთ ჰადისს გადმოგვცემს:

სამი რამე სუნნეთიდანაა:

1.   იფთარისთვის აჩქარება.

2.   იასლუღის დაგვიანება.

3.   ნამაზზე დგომისას მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება.[7]

حَدَّثَنَا مُسَدَّدٌ حَدَّثَنَا عَبْدُ الْوَاحِدِ بْنُ زِيَادٍ عَنْ عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ إِسْحَقَ الْكُوفِيِّ عَنْ سَيَّارٍ أَبِي الْحَكَمِ عَنْ أَبِي وَائِلٍ قَالَ قَالَ أَبُو هُرَيْرَةَ أَخْذُ الْأَكُفِّ عَلَى الْأَكُفِّ فِي الصَّلَاةِ تَحْتَ السُّرَّةِ قَالَ أَبُو دَاوُد سَمِعْت أَحْمَدَ بْنَ حَنْبَلٍ يُضَعِّفُ عَبْدَ الرَّحْمَنِ بْنَ إِسْحَقَ الْكُوفِيَّ

მუსედდედი აბდულ ვაჰიდ ზიადისგან, ის აბდურრაჰმან ბინ ისჰაყ ალ-ქუფისგან გადმოგვცემს, რომ სეიარ ებუ ჰაქემმა გადმოგვცა, ებუ ჰურეირამ თქვა: ნამაზზე დგომისას ხელების ხელებზე დაწყობის ადგილი ჭიპის ქვემოთაა.”

ებუ დავუდი ამბობს: “აჰმედ ბინ ჰანბელი, რომ აბდურრაჰმან ბინ ისჰაყ ალ-ქუფის სუსტ პიროვნებად ასახელებდა მე გავიგონე.”[8]

განმარტება

ეს ჰადისი ნამაზზე დგომისას ხელების ერთმანეთზე დაწყობას და მათი დაჭერის ადგილს გვამცნობს. როგორც მუსანნიფი ებუ დავუდი გადმოგვცემს, აჰმედ ბინ ჰანბელის მიხედვით ეს სუსტი ჰადისია. აჰმედ ბინ ჰანბელის გარდა კიდე რამოდენიმე სწავლული ამ ჰადისს სუსტ ჰადისად მიიჩნევენ.

ح          َدَّثَنَا أَبُو تَوْبَةَ حَدَّثَنَا الْهَيْثَمُ يَعْنِي ابْنَ حُمَيْدٍ عَنْ ثَوْرٍ عَنْ سُلَيْمَانَ بْنِ مُوسَى عَنْ طَاوُسٍ قَالَ كَانَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَضَعُ يَدَهُ الْيُمْنَى عَلَى يَدِهِ الْيُسْرَى ثُمَّ يَشُدُّ بَيْنَهُمَا عَلَى صَدْرِهِ وَهُوَ فِي الصَّلَاةِ

ებუ თევბეთი ალ-ჰეისუმისგან ანუ იბნი ჰუმეიდისგან, ის სევრისგან, ის სულეიმან ბინ მუსასგან გადმოგვცემს, რომ ტავუსი ამბობს:ალლაჰის შუამავალი ნამაზზე დგომისას მარჯვენა ხელს მარცხენაზე დაიდებდა და მათ მკერდზე დაიწყობდა.”[9]

განმარტება

ეს ჰადისი მურსელი ჰადისია. მიუხედავად იმისა, რომ სწავლულთა უმრავლესობა მურსელი ჰადისის არგუმენტად გამოყენებას ეთანხმებიან. შაფი და ჰანეფი მეზჰების სწავლულები, ზოგი პირობების თანხლებით იყენებენ არგუმენტად. შაფი მეზჰების სწავლულთა მიხედვით მურსელი ჰადისი თუ საიდ ბინ ალ-მუსეიების საშუალებითაა გადმოცემული მაშინ უპირობოდ შეიძლება მისი არგუმენტად გამოყენება. თუ მის გარდა სხვა ვინმეს საშუალებითაა გადმოცემული ეს ჰადისი მაშინ იმ შემთხვევაში გამოიყენება არგუმენტად თუ კი მისი დამამოწმებელი სხვა ჰადისიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰადისს ერთი ქაბისა ბინ ჰალები თავისი მამისგან და იბნი ჰუსეიმე თავისსაჰიჰსახელობის კრებულში ვაილ ბინ ჰუჯრისგან გადმოგვცემს, “ბეზლუ მეჯჰუდ”-ის ავტორი ამ ჰადისს ჯაჭვის მხრივაც და ტექსტის მხრივაც აკრიტიკებს. განსაკუთრებითხელების მკერდზე დაწყობაწინადადების ორიგინალი ტექსტიდან არ არსებობას სხვადასხვა არგუმენტებით ამტკიცებს.[10]

ბოლოს შეგვიძლია ასეთი რამე ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ ნამაზზე დგომისას მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადების შესახებ სარწმუნო ჰადისები მრავლად არის, იმიş შესახებ თუ სად დავიჭერთ ხელებს სარწმუნო ჰადისი არ მოგვეპოვება. როგორც არსებობენ სწავლულები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელების ჭიპს ქვემოთ დაჭერის შესახებ ჰადისები უფრო ძლიერია, ასევე არსებობენ სწავლულები, რომელბიც ამბობენ რომ ნამაზზე დგომისას ჭიპს ზემოთ უნდა გვეჭიროსხელები. ამ თემის ჰანეფი მეზჰების სწავლულთაგანის იბნულ ჰუმამის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ: “მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მეზჰების სწავლულებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოხატეს, რომ ნამაზზე ხელები ჭიპს ქვემოთ უნდა გვეჭიროს თუ ჭიპს ზემოთო, ამ თემასთან დაკავშირებით ორივე მხარის საყრდენი ჰადისები თანაბარი სიძლიერისაა.”[11]

-------------------------------------------------------------------------------

[1] სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (643)

[2] ბუჰარი, ეზან 87, სალათ 88; მუსლიმ, სალათ 55; თირმიზი; მევაყით 103, 104; ჯენაიზ 75; ნესაი, იფთითაჰ, II, Dარიმი, სალათ 35; მუვატტა, სეფერ 46, 47; აჰმედ . ჰანბელ, II, 45, 65, 73, 131; III, 407, 471; V, 3, 57, 318; V, 336; სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (644)

[3] სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (645)

[4] სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (646)

[5] ალ-მენჰელ, .V, 164.

[6] ბეზლუ-მეჯჰუდ, IV, 479.

[7] ბეზლუ-მეჯჰუდ, IV, 478.

[8] აჰმედ ბინ ჰანბელ, 1,110; სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (647)

[9] სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 118 (648)

[10] ბეზლუ-Mეჯჰუდ, IV, 483-485.

[11] ელ-მენჰელ, V, 166.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 212 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol