ალკოჰოლი

ალკოჰოლურ სასმელების შესახებ

აიათები და ჰადისები

აიათები:

يَسْأَلُونَكَ عَنِ الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ ۖ قُلْ فِيهِمَا إِثْمٌ كَبِيرٌ وَمَنَافِعُ لِلنَّاسِ وَإِثْمُهُمَا أَكْبَرُ مِن نَّفْعِهِمَا

გეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ღვინისა და ყუმარის შესახებ, უთხარი (მათ) ორივეში დიდი ბოროტებაა და (მცირე) სარგებელი ხალხისთვის და მათი ბოროტება უფრო დიდია ვიდრე სარგებელი. [1]

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْخَمْرُ وَالْمَيْسِرُ وَالْأَنصَابُ وَالْأَزْلَامُ رِجْسٌ مِّنْ عَمَلِ الشَّيْطَانِ فَاجْتَنِبُوهُ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ. اِنَّمَا يُرِيدُ الشَّيْطَانُ أَن يُوقِعَ بَيْنَكُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ فِي الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ وَيَصُدَّكُمْ عَن ذِكْرِ اللَّهِ وَعَنِ الصَّلَاةِ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّنتَهُونَ.

ჰოი თქვენ მორწმუნეებო! ჭეშმარიტად ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაოდ განკუთვნილი) ისრები[2] სატანის ბინძური საქმეთაგანია და განერიდეთ (რათა) იქნებ გადარჩეთ (ჯოჯოხეთისაგან). ჭეშმარიტად სატანას მხოლოდ ის სურს, რომ ღვინითა და ყუმარით მტრობა და ბოროტება ჩამოაგდოს თქვენს შორის და დაგაშოროთ ალლაჰის დიდებასა და ნამაზს. და (ხომ იქნებით) თქვენ (ამის) დამთმობნი? [3]

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْرَبُوا الصَّلَاةَ وَأَنتُمْ سُكَارَىٰ حَتَّىٰ تَعْلَمُوا مَا تَقُولُونَ

ჰოი თქვენ მორწმუნეებო! არ მიუახლოვდეთ ნამაზს თუკი თქვენ მთვრალი ხართ, მანამ სანამ არ გაიგებთ თუ რას ამბობთ. [4]

ჰადისები:

ჯაბირი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: მექას აღების წელს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექაში ასე ამბობდა გავიგონე: უზენაესმა ალლაჰმა ღვინოს, ლეშის (გარდაცვლილი ცხოველის ხორცი), ღორის ხორცის და კერპის ყიდვა-გაყიდვა აკრძალა. [5]

ალ-მუღირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: ვინც ღვინო გაყიდოს, მან ღორის ხორცით ვაჭრობაც იკისროს.” [6]

ებუ მალიქ ან ებუ ამირ ალ-ეშარისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემენ: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: ჩემ მიმდევართაგან (ხალხის) ერთი ჯგუფი მრუშობას, აბრეშუმს, ღვინოს, საკრავ ინსტრუმენტებს ჰალალად გაიხდიან.” [7]

عن جابر أن النبي صلى الله عليه وسلم قال  من كان يؤمن بالله واليوم الآخر فلا يجلس على مائدة يدار عليها بالخمر

ჯაბირი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: ალლაჰს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: ვისაც სწამს ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა არ დაჯდეს სუფრასთან რომელზეც ღვინოა.” [8]

იბნი ომერი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გამდოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: ვინც (გამუდმებით) ღვინოს ვამს ოთხჯერ გაამათრახეთ, შემდეგ (თუ არ დათმობს) მოკალით.” [9]

მორწმუნეთა დედა აიშე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა:

عَنْ عَائِشَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهَا قَالَتْ: إِنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَالَ: كُلَّ شَرَابٍ أَسْكَرَ فَهُوَ حَرَامٌ

ყოველი მათრობელა სასმისი ჰარამია.” [10]

 ნესაის ერთ-ერთ გადმოცემაში ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: სამი სახის ადამიანი სამოთხეში ვერ შევა: მშობლებზე უსამართლოდ მომპყრობი, ლოთი და კაცი რომელიც გაკეთებულ სიკეთეს დააყვედრის.” [11]

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِي اللهُ عَنْه قَالَ: إِنَّ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَالَ: لَا يَزْنِي الزَّانِي حِينَ يَزْنِي وَ هُوَ مُؤْمِنٌ، وَ لَا يَسْرِقُ السَارِقُ حِينَ يَسرِقُ وَ هُوَ مُؤْمِنٌ، وَ لَا يَشْرَبُ الخَمْرَ حِينَ يَشْرَبُهَا وَ هُوَ مُؤْمِنٌ.

აბუ ჰურაირა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გამდოგვცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: მრუში ვერ იმრუშებს ისე, რომ თან მრუშობდეს და თან მორწმუნე იყოს, ქურდი ვერ იქურდებს ისე, რომ თან ქურდობდეს და თან მორწმუნე იყოს, მსმელი ვერ დალევს ღვინოს ისე, რომ თან მას (ღვინოს) სვამდეს და თან მორწმუნე იყოს.” [12]

ნესაის გადმოცემაში კი ასეა:

لَا يَزْنِي الزَّانِي وَ هُوَ مُؤْمِنٌ، وَ لَا يَسْرِقُ وَهُوَ مُؤْمِنٌ، وَ لَا يَشْرَبُ الخَمْرَ وَ هُوَ مُؤْمِنٌ وَ ذَكّرَ رَابِعَةً فَنَسِيتُهَا فَإِذَا فَعَلَ ذَلِكَ خَلَعَ رِبْقَةَ الْإِسْلِامِ مِنْ عُنُقِهِ فَإِنْ تَابَ تَابَ اللهُ عَلَيْهِ.

მრუში ვერ იმრუშებს ისე, რომ თან მორწმუნე იყოს, ვერ იქურდებს ისე, რომ თან მორწმუნე იყოს, ვერ დალევს ღვინოს ისე, რომ მორწმუნე იყოს. (ებუ ჰურეირე ამბობს: შუამავალმა მეოთხე კიდევ დაასახელა რაღაც, რომელიც დამავიწყდა) ვინც ამათ ჩაიდენს მას კისერზე აღარ იქნება ისლმათან დამაკავშირებელი არაფერი. თუ მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას.” [13]

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عُمَرَ رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا قَلَ: إِنَّ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَلَ: كُلُّ مُسْكِرٍ خَمْرٌ، وَ كُلُّ مُسْكِرٍ حَرَامٌ، وَ مَنْ شَرِبَ الْخَمْرَ فِي الدُّنْيَا فَمَاتَ وَهُوَ يُذْمِنُهَا لَمْ يَتُبْ، لَمْ يَشْرَبْهَا فَي الْآخِرَةِ.

ბდულლაჰ ბინ ომერი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანებს: ყოველი მათრობელა (თვისობრივად) ღვინოა და ყოველი მათრობელა ჰარამია. და ვინც დალევს ღვინოს (ან მის მსგავს მათრობელას სასმისს), ასე გააგრძელებს და მოუნანიებლად მოკვდება. იმ ქვეყნად ერ დალევს მას (სამოთხის სასმელებს).” [14]

-------------------------------------------------------------

 [1] სურა ბაყარა, 2/219- აიათი.

 [2] ნაგულისხმევია, ძველ დროში ერთ-ერთი მკითხაობის სახეობისას გამოყენებადი ისრები, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებაში იგივეა რაც ბანქო, ზარი, და სხვა ატრიბუტები რაც მკითხაობისას გამოიყენება.

 [3] სურა მაიდე, 5/90-91- აიათი

 [4] სურა ნისა, 4/43- აიათი.

 [5] ბუჰარი, ბუიუ’ 112, მეღაზი 50; მუსლიმ, მუსაქათ, 71 (1581); ებუ დავუდ, ბუიუ’, 66 (3486); თირმიზი, ბუიუ’, 93, (7, 309-310); იბნი მაჯე, თიჯარეთ, 11, (2167).

 [6] ებუ დავუდ, ბუიუღ, 66, (3489).

 [7] ბუჰარი, ეშრიბე, 6.

 [8] თირმიზი, ედებ, 43. (2801); ნესაი, ღუსლ 2, (1, 198).

 [9] ებუ დავუდ, ჰუდუდ 37, (4482); თირმიზი, ჰუდუდ 15, (1444).

 [10] ბუჰარი, ეშრიბე 4, ვუდ’ 71; მუსლიმ, ეშრიბე 67-68, (2001); მუვატტა, ეშრიბე 9, (2, 845); ებუ დავუდ, ეშრიბე 5, (3682, 3687); თირმიზი, ეშრიბე 2, 3, (1864,1867); ნესაი, ეშრიბე 23, 8, (298); იბნი მაჯე, ეშრიბე 9, (3386); აჰმედ ბინ ჰანბელ, 6/36, 97, 190, 225, 226.

 [11] ნესაი, ზექათ 69, (5, 81).

[12] ბუჰარი, მუსლიმ 30, ეშრიბე 1; მუსლიმ, იმან 100 (57); ებუ დავუდ, ნნეთ 15 (4689);თირმიზი, იმან 11 (2627); ნესაი, სარიყ 1; იბნი მაჯე, ფითენ 3 (3936); აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/378.

[13]
ნესაი, სარიყ 1.

[14] ბუჰარი, ეშრიბე 1; მუსლიმი, ეშრიბე 73-75 (2003); ებუ დავუდ, ეშრიბე 5 (3679); თირმიზი, ეშრიბე 1 (1862); ნესაი ეშრიბე 22; იბნი მაჯე, ეშრიბე 9 (3387); აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/98, 134, 137.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 215 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol