ძილში ჯუნუბობა მარხვას მოშლის?

მომარხულეს ძილში რომ დიდი აბდესი
მოეშალოს ამით მარხვა მოიშლება?

კითხვარამაზანში ღამით ძილში დიდი აბდესი რომ მომეშალოს, შემდეგ ჯუნუბობისგან განწმენდისთვის დავიბანო ეს მარხვას მოშლის თუ არა?

პასუხიკითხვის ავტორი გვეკითხება, რომ ძილში დიდი აბდესის მოშლა მარხვას მოშლის თუ არაო. ეს თემა ზოგიერთებს აბნევს. ამიტომაც მე ვალდებული ვარ გიპასუხოთ. ძილში დიდი აბდესის უნებლიედ მოშლის შემთხვევაში მარხვა არ მოიშლება. ძილში სპერმის დაღვრა ადამიანის სურვილისდამიუხედავად ხდება. ძილში სპერმის დაღვრა მარხვას არ დააბრკოლებს, ამიტომ მან მხოლოდ ჯუნუბობისგან განსაწმენდად უნდა დაიბანოს, რაც მარხვას არ მოშლის. რადგან ჯუნუბობის შემდეგ დაბანა შარიათის დამდგენელის (ალლაჰის) მიერაა ნაბრძანები. ჯუნუბობა მუსლიმანის მარხვას არ მოშლის. რადგან ეს საპატიო შეცდომებისგან ერთ-ერთია. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:

وَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ فِيمَا أَخْطَأْتُم بِهِ وَلَٰكِن مَّا تَعَمَّدَتْ قُلُوبُكُمْ

ცოდვა არ გაქვთ რაშიც შეცდით, მხოლოდ ის (არის ცოდვა) რაც განიზრახა თქვვენმა გულებმა.[1]

ალლაჰის შუამავალიც (...) ასე ბრძანებსუეჭველად ჩემს მიმდევრებზე შეცდომით და დავიწყებით ჩადენილი ცოდვები ნაპატიებია.[2]

წყაროპროფესö დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ფეთვები, . 1, გვ. 401-42.



[1] სურა აჰზაბ, 33/5.

[2] ტაბერანი იბნი ომერისგან (...) სარწმუნო ჯაჭვით გადმოგვცემს. ასევე სუიუთი ეშბაჰ სახელობის ნაშრომში გადმოგვცემს. სუიუთი ასევე მუჯემულ ქებირ სახელობის ნაშრომში იბნი აბბასისგან (კა...) გადმოგვცემს. ჰააქიმიც იბნი აბბასისგან (კა...) გადმოგვცემს და ასე ამბობს: ეს ჰადისი სარწმუნოა. იბნი მაჯე იბნი აბბასისა და ებუ ზერრისგან (...) გადმოგვცემს. ეს ჰადისი ასევე იმამ ნევევის 40 ჰადისს შორის იმყოფება.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 129 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol