ყურბნის დაკლისას რომელი ლოცვები უნდა წარმოვთქვათ?
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:
კითხვა: ყურბან ბაირამზე ყურბნის დაკლის დროს რა ლოცვები უნდა წარმოვთქვათ?
პასუხი: ყურბნის დაკლისას „ბისმლლაჰ„ (ალლაჰის სახელით) თქმა ვაჯიბია (აუცილებელი). ამასთან ერთად „ალლაჰუ ექბერ! (ალლაჰი უზენაესია) ალლაჰ! ჭეშმარიტად ეს შენგანაა და შენთვისაა. დაე მიიღე ეს ჩემგან.„ თქმა მუსთეჰაბია (კარგია). თუ ყურბანი სხვისთვის იკლება მაშინ „მიიღე ეს ჩემგან„ სიტყვების ნაცვლად ვისთვისაც იკლება ყურბანი იმის სახელის მოხსენებით „....გან მიიღე ეს.„ ვიტყვით.
წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს.
წევრი: ბექრ ებუუ ზეიდ
წევრი: სალიჰ ბინ ფევზაან ალ-ფევზაან
წევრი: აბდულლაჰ ბინ ღუდეიიაან
ხელმძღვანელი: ‘აბდულაზიზ ალუ’შ-შეიხ
თავმჯდომარე: ‘აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ
წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ’დ-დააიმე 2/10/440
|