ყურბნის დაკლა

ყურბანის დაკლა

კითხვა:

ყურბნის დაკლა როდის არის დაშვებული? მდიდარმა ყურბანი რომ არ დაკლას შეიძლება? ყურბნის ხორცი როგორ უნდა განაწილდეს?

პასუხი:

ყურბნის დაკლა მეზჰებთა უმრავლესობის მიხედვით ძლიერი სუნნეთია. იმამი ებუ ჰანიფეს მიხედვით კი ვაჯიბი (აუცილებელი).

იმამი ებუჰანიფეს მიხედვით ვაჯიბი ფარძთან შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის, ხოლო სუნნეთთან შედარებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. ვინც საკმარისი ქონების მფლობელია და ყურბანს არ კლავს ის ცოდვას ჩადის.

ებუ ჰურეირასგან t ასეთი ჰადისია გადმოცემული: „ვინც საკმარისი ქონების მფლობელია და ყურბანს არ კლავს მან ჩვენს სამლოცველოს არ მოუახლოვდეს.„[1] სხვა ჰადისის მიხედვით კი ალლაჰის შუამავალს e ყურბნის შესახებ ჰკითხეს მან ასე უპასუხა: „ყურბნის დაკლა თქვენი პაპის იბრაჰიმის სუნნეთია.„[2] ამ ჰადისებიდან გამომდინარე ყურბნის დაკლა ან ძლიერი სუნნეთია ან ვაჯიბი.

ყურბნის ხორცის გაყოფისას ხორცი (სუნნეთის მიხედვით) სამ ნაწილად უნდა გაიყოს. ხორცის ერთ მესამედს თვითონ და თავისი ოჯახის წევრებისთვის დაიტოვებს, ერთ მესამედს მეზობლებს და ერთ მესამედს ღარიბებს დაურიგებს. თუ ყველას მოწყალებად გაიღებს და დაარიგებს უფრო უკეთესია.

უზენაესმა ალლაჰმა Y ხალხის გასახარად და საზეიმოდ ყურბან ბაირამი და ბაირამის შემდეგ ყურბნის დაკლა დაგვიწესა. ყურბან ბაირამის დილას ნამაზის შესრულების შემდეგ ყურბნის დაკლა დაშვებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთების შეცდომები მესმის. ზოგიერთები თურმე ყურბანს ღამით ანუ არეფე დღის საღამოს შემდეგ კლავენ. ეს ალლაჰის შუამავალის e ჰადისს გვაგონებს, რომელშიც ასე ბრძანებს: „ცხვარი მხოლოდ ხორცია.„ ანუ მადლი საყურბნე ცხოველის ხორციდან კიარ არის, არამედ მადლი საყურბნე ცხოველის ბაირამ დღეს ნამაზის შესრულების შემდეგ დაკლაა. ყურბნის დაკლა ალლაჰთან დამაახლოებელი ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა. ამგვარი რვთისმსახურებები გარკვეულ დროზეა დამოკიდებული. ყურბნის დაკლაც ამგვარია. ყურბნის დაკლის დრო, ბაირამის ნამაზის შესრულების შემდეგაა. ქალაქებში ბაირამ ნამაზის შესასრულებლად გარკვეული ადგილები გამოიყოფა, ხოლო ნამაზის შესრულების შემდეგ ყურბანი იკლება. ყურბნის მეორე ან მესამე დღეზე გადავადებაც შეიძლება. ამ დღეებს ეიამი თეშრი’ ეწოდება.  ზოგიერთი ალიმების თქმით ამ დღეებში დღისით დაკლავ თუ ღამით მნიშვნელობა არააქვს.

წყარო: პროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ჩაღდაშ მესელელერე ფეთვალარ, თაჰირ იაინჯილიქ, ისთანბულ, 1994, 2/61-62.



[1] ჰაქიმი ებუ ჰურეირასგან, როგორც მერფუ ჰადისი ისე გადმოგვცემს.

[2] თირმიზი, ჰაქიმ, ჰაქიმი ამბობს რომ ამ ჰადისის სენედი საჰიჰია.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 4 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol