ყურბან ბაირამის არეფე დღეს (წინა დღეს) მარხვა
კითხვა:
არეფე დღეს მარხვას რა მნიშვნელობა აქვს? ამ დღეს მარხვის სიკეთე რა არის?
პასუხი:
არეფე დღე სხვა დღეებთან შედარებით ძვირფასი დღეა. ეს დღე ზილხიჯჯეს მთვარის ათდღეულიდანაა. ალლაჰის შუამავლისგან e ასე გადმოგვცემენ: “ვიმედოვნებ, რომ ალლაჰი არეფე დღის მარხვას ორი წლის ცოდვების საპატიებლად მიიღებს.„
ეს დღე ძალიან ძვირფასია. ამ დღეს დაცული მარხვაც იგივენაირად ძვირფასია. როგორც ვიცით არეფე დღე ზილხიჯჯეს მთვარის მეცხრე დღეა. თუ მუსლიმანი ამ მთვარის მერვე დღეს ვერ იმარხავს სულ ცოტა ეს დღე მაინც უნდა იმარხულოს. ყველას აქვს ცოდვები და უგულისყურობით გატარებული დღეები. აი ეს დღე ცოდვებისგან განწმენდის და ალლაჰის წინაშე სუფთად წარდგომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ მუსლიმანი არეფე დღის მარხვაში გატარებისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ვინც ჰაჯობას ასრულებს ისინი ამ დღეს არ მარხულობენ. ჰაჯებმა რომ უფრო მეტად ადიდონ ალლაჰი და მეტი ვედრება აღავლინონ, მათთვის არეფე დღის მარხვა სუნნეთი არ არის.
წყარო: პროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ჩაღდაშ მესელელერე ფეთვალარ, თაჰირ იაინჯილიქ, ისთანბულ, 1994, 2/58-59.
|